25 ოქტომბერი ისტორიაში

25 ოქტომბერი ისტორიაში

1293538
25 ოქტომბერი ისტორიაში

25 ოქტომბერი ისტორიაში

 

1147 წლის 25 ოქტომბერს ესქისეჰირის ახლოს დორილეონის ბრძოლაში სულთან მესუდ პირველის სარდლობით სელჩუკთა არმიამ გერმანიის მეფე კონრად მესამის სარდლობით ჯვაროსნული არმია დაამარცხა.

1917 წლის 25 ოქტომბერს ლენინის ლიდერობით ბოლშევიკურმა ძალებმა რუსეთში ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს.

1924 წლის 25 ოქტომბერს ცნობილი თურქი მწერალი, ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი ზია გოქალფი სტამბოლში გარდაიცვალა.

1936 წლის 25 ოქტომბერს ადოლფ ჰიტლერმა და ბენიტო მუსოლინიმ ბერლინი-რომის პაქტის შექმნა გამოაცხადეს.

1947 წლის 25 ოქტომბერს საბჭოთა კავშირმა, თურქეთს დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა და სტამბოლისა და ჩანაქქალეს სრუტეებში სამხედრო ბაზის და ყარსისა და არდაგანის გადაცემა მოითხოვა. თურქეთმა ამ მოთხოვნაზე უარი განაცხადა. აშშ-სა და ინგლისის მიერ თურქეთისათვის მხარდაჭერის გამო საბჭოთა კავშირმა 1953 წელს სტალინის გარდაცვალების შემდეგ ამ მოთხოვნებზე უარი ოფიციალურად განაცხადა.  

1971 წლის 25 ოქტომბერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანის გაეროდან გარიცხვის შემდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი გახდა.

2004 წლის 25 ოქტომბერს კუბის სახელმწიფოს მეთაურმა ფიდელ კასტრომ ქვეყანაში ამერიკული დოლარით ვაჭრობა აკრძალა.

2009 წლის 25 ოქტომბერს  ერაყის დედაქალაქ ბაღდადში იუსტიციის სამინისტროზე და პროვინციის ხელისუფლების შენობაზე განხორციელებული ტერაქტის შედეგად 90 ადამიანი დაიღუპა, 600 კი დაშავდა.

 


საკვანძო სიტყვები: #25 ოქტომბერი , #ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები