19 სექტემბერი ისტორიაში

19 სექტემბერი ისტორიაში

1272078
19 სექტემბერი ისტორიაში

19 სექტემბერი ისტორიაში

1575 წლის 19 სექტემბერს ოსმალეთის ფადიშაჰის მურად მესამის ბრძანებით სტამბოლის ობსერვატორია დაარსდა. იგი 5 წლის შემდეგ დახურეს.

1921 წლის 19 სექტემბერს საქარიის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ მთავარსარდალ მუსტაფა ქემალ ფაშას მეჯლისმა მარშალისა და გაზის ანუ ომის ვეტერანის წოდება მიანიჭა.

1935 წლის 19 სექტემბერს გერმანიის ნაცისტურმა ხელისუფლებამ ებრაელთა საჯარო სექტორში მუშაობა აკრძალა.

1951 წლის 19 სექტემბერს ჩრდილოატლანტიკური პაქტის საბჭომ თურქეთსა და საბერძნეთს ნატოში გაწევრიანებისკენ მოუწოდა.

1955 წლის 19 სექტემბერს არგენტინის პრეზიდენტი ხუან პერონი სამხედრო გადატრიალებით ჩამოაგდეს.

1976 წლის 19 სექტემბერს თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავი სახელწოდებით „ანტალია“ ისპარტას ახლოს ჩამოვარდა და 154 ადამიანი დაიღუპა.

1985 წლის 19 სექტემბერს მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში მომხდარი 8.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 10 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

2002 წლის 19 სექტემბერს ისრაელის ტანკები პალესტინის სახელმწიფოს მეთაურის იასერ არაფატის რამალას შტაბში შევიდა.

2010 წლის 19 სექტემბერს 95 წლის პაუზის შემდეგ ვანის ტბაში მდებარე ახტამარის ეკლესიაში პირველი წირვა აღევლინა.


საკვანძო სიტყვები: #19 სექტემბერი , #ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები