20 აგვისტო ისტორიაში

20 აგვისტო ისტორიაში

1254809
20 აგვისტო ისტორიაში

636 წლის 20 აგვისტო - ხალიდ იბნ ალ ვალიდის მეთაურობით ჩამოყალიბებულმა არაბულმა არმიამ, ბიზანტიის ძალები იარმუკში დაამარცხა რა, სირიაზე და პალესტინაზე კონტროლი დაამყარა.

1684 წლის 20 აგვისტო - საღვთო რომის იმპერიის,  ლენის ბრძოლაში მარცხის შემდეგ ე.წ. „ოცდაათწლიანი ომი“  დასრულდა. 

1866 წლის 20 აგვისტო - აშშ-ს პრეზიდენტმა ენდრიუ ჯონსონმა ოფიციალურად გამოაცხადა ამერიკაში  სამოქალაქო ომის დასრულება.

1921 წლის 20 აგვისტო - მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია შეიქმნა.

1940 წლის 20 აგვისტო - ბოლშევიკური რევოლუციის ლიდერებიდან, საგარეო საქმეთა კომისარი და წითელი არმიის დამაარსებელი ლეონ ტროცკი მექსიკაში სტალინის აგენტმა   მოკლა.

1968 წლის 20 აგვისტო - საბჭოთა არმია პრაღაში შევიდა. 1968 წლის იანვარში დაწყებული ჩეხოსლოვაკიის ლიბერალიზაციის მცდელობების საბჭოთა კავშირისა და ვარშავის პაქტის ქვეყნების მიერ მიუღებლობის შედეგად საბჭოთა კავშირი 1968 წლის 20 აგვისტოს პრაღაში 200 ათასი სამხედროთი და 5 ათასი ტანკით შევიდა. შეტაკებების დროს 72 ჩეხოსლოვაკიელი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა.

1975 წლის 20 აგვისტო - ნასამ ვიკინგ 1-ის სახელწოდების კოსმოსური ხომალდი მარსისაკენ გაუშვა და იგი 1976 წლის ივლისში მარსზე წარმატებით დაეშვა.

1988 წლის 20 აგვისტო - 8 წლიანი ირან-ერაყის ომი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა.

2008 წლის 20 აგვისტო - ესპანეთის ავიახაზების თვითმფრინავი მადრიდიდან კანარის კუნძულებზე გაფრენის დროს ასაფრენ-დასაჯდომი ბილიკიდან გადავიდა და ხანძარი გაუჩნდა.  შედეგად 153  ადამიანი დაიღუპა.

2016 წლის 20 აგვისტო - გაზიანთეფში ერთ-ერთ ქორწილზე განხორციელებული ტერაქტის დროს 50 ადამიანი დაიღუპა, 94 დაშავდა.

2017 წლის 20 აგვისტო - ცნობილი ამერიკელი მსახიობი და კომიკოსი ჯერი ლუისი  91 წლის ასაკში ლას-ვეგასში გარდაიცვალა.

 


საკვანძო სიტყვები: #20 აგვისტო , #ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები