ყურბან ბაირამი

აქტუალური თემის ანალიზი 33/2019

1292221
ყურბან ბაირამი

აქტუალური თემის ანალიზი 33/2019

ყურბან ბაირამი

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

დღეს მთელი ისლამური სამყარო ერთი ერთი ყველაზე უდიდესი რელიგიური დღესასწაულის, ყურბან ბაირამობის, ე.ი. მსხვერპლშეწირვის პირველ დღეს აღნიშნავს. რამაზან ბაირამობის მსგავსად კურბან ბაირამიც ძმობის, მეგობრობის, თანაგრძნობის, ქველმოქმედების და ღმერთთან დაახლოების დღესასწაულია. რამაზან ბაირამობა თუ სამ დღეს გრძელდება, კურბან ბაირამობა 4 დღიანია და სწორედ ამ დღეებში ხდება ცოდვების პატიება, უმზრახების შერიგება და მსხვერპლის შეწირვა, რომელიც ისლამური რწმენით ღმერთის ერთ ერთ ბრძანებად ითვლება. 

ყურბან ბაირამობას 4 ათას წლოვანი ისტორია გააჩნია: ყურბანი, ე.ი. მსხვერპლის შეწირვა ღმერთთან დაახლოების და მისი წყალობის მოპოვების მიზნით შუამავალ ადამის ვაჟებმა აბელმა და კაენმა დაიწყეს. ცნობილია, რომ გამოქვაბულის ეპოქაში მცხოვრები ადამიანები სანადიროდ გასვლისას ან ლაშქრობებიდან უკან საღ-სალამათად დაბრუნებისას სამყაროს შემქმნელს მსხვერპლს სწირავდნენ. ერთ ადგილზე, ე.ი. მუდმივ ბინადრობაზე გადასვლამ და დასახლებული პუნქტების შექმნამ სავაჭრო და სატრანზიტო მგზავრობის გაფართოებას შეუწყო ხელი, რამაც კიდევ უფრო მასიური გახადა მსხვერპლის შეწირვა. მომდევნო ეპოქებში ადამიანებმა ღმერთისადმი თხოვნა დაიწყეს ბარაქიანი მოსავლის, ჯანმრთელობის დაცვის, მტრების თავდასხმებისგან გადარჩენის, ბუნებრივი კატასტროფებისა და მოვლენებისგან დაცვის და სხვა და ამ დროსაც ღმერთის სახელზე მსხვერპლს კლავდნენ. მომდევნო პერიოდში უკვე ღმერთს ოცნებების და გეგმების ასრულების შემთხვევაში მსხვერპლს ჰპირდებიან. მუსლიმანების წმინდა წიგნ ყურანის მიხედვით შუამავალმა აბრაამმა ღმერთს, თუ მას ვაჟს მისცემდა, მისი შეწირვა აღუთქვა და მართლაც, როცა აბრაამს, ბიბლიის მიხედვით ვაჟი ისჰაკი და ყურანის მიხედვით კი ისმაილი შეეძინა, მისი გაზრდის შემდეგ ალაჰისადმი მიცემული სიტყვის და პირობის, ე.ი. ვაჟის მსხვერპლად შეწირვის შესრულება დაიწყო და ის-ის იყო შვილს დანა მიადო ყელის გამოსაჭრელად, რომ ამ დროს ღმერთმა ანგელოზის ხელით ყოჩი გამოუგზავნა აბრაამს და მანაც შვილის მაგივრად ეს ყოჩი შესწირა ღმერთს. ამის შემდეგ ტრადიციად გადაიქცა მსხვერპლშეწირვა, რის შესახებაც ინფორმაციებია შემორჩენილი შუმერულ წარწერებშიც. მუსლიმებისათვის ჰაჯობის რიტუალთან ერთად მსხვერპლის შეწირვაც სავალდებულო  და მისი ერთ ერთი პირობა  გახდა, ასე რომ, ყველა მუსლიმანი ვალდებულია ყურბან ბაირამობაზე მსხვერპლი დაკლას ცხვარის, ყოჩის, ბატკნის, დეკეულის, ძროხის, აქლემის სახით

ყურბანი განაწილება-გაზიარებაა: რამაზან და ყურბან ბაირამები მუსლიმანებისათვის ისეთივე დღესასწაულებს წარმოადგენენ, როგორც დავუშვათ ქრისტიანებისათვის პასკალია ან ნოელი, ანდა ებრაელების ხანუკა. ასე რომ, დღეს ყველა მუსლიმანი, ვისაც ოდნავი შესაძლებლობა მაინც აქვს, ალლაჰის სახელზე საქონელს შეწირავს და ამით მუსლიმანის 5 აუცილებელი პირობიდან ერთს შეასრულებს. დაკლული საქონლის მთლიანი ხორცის მესამედი შემწირველის ოჯახში რჩება, რათა გაუმასპინძლდეს მოსალოცად მოსულ მეზობელ-ახლობლებს, 1 მესამედი მეზობელ-ახლობლებს ურიგდებათ და ბოლო მესამედი კი ღარიბ-ღატაკებს ურიგდებათ, რათა წელიწადში ერთხელ მაინც იგემონ ხორცის გემო, ე.ი. ყურბამ ბაირამი სოციალური დახმარებისა და ქველმოქმედების ბაირამიც არის 

მსხვერპლი არა მხოლოდ მატერიალური თანადგომის, არამედ მორალური გრძნობის წილიცაა: დიდ ქალაქებში ყურბან ბაირამობისათვის მზადება რამდენიმე კვირის წინ იწყება, რადგან, სოფლებიდან ქალაქებში გასაყიდად ჩამოყვანილი საქონლისათვის სპეციალური ბაგები მზადდება, სადაც ბალახეულს და სხვა საკვებს ამარაგებენ და გაყიდვამდე, ან დაკვლამდე მათით კვებავენ ამ საქონელს. ყურბან ბაირამობის მოახლოებისთანავე იწყება ვაჭრობები და ფასებზე შეთანხმების შემთხვევაში გამყიდველი და მყიდველი თანხმობის დასტურად ერთმანეთს ხელს ართმევენ.

მსხვერპლშეწირვა არის სულიერი და მატერიალური განწმენდის რიტუალი:  რაც შეეხება თვით ბაირამობის პირველ დღეს, ყველანი უთენია დგებიან, ახალ ტანსაცმელს იცვამენ და მამაკაცები სანამ მეჩეთებში დილის ნამაზს ასრულებენ, მანამდის დიასახლისები საჭმელებს და ტკბილეულობებს ამზადებენ, რათა ღირსეულად დახვდნენ მოსალოცად მოსულებს. ამის შემდეგ იწყება საქონლის დაკვლა და ხორცის განაწილება. დაკლული საქონლის შიგნეული ოჯახშივე რჩება და ამიტომ საუზმე შეიძლება ჯიგრის ყაურმით დასრულდეს. საუზმის შემდეგ ახლა ჯერ მეზობლებში გასვლა და მათი მილოცვა, შემდეგ კი ახლობლების ზიარება და მილოცვები იწყება. ბაირამობის დანარჩენ დღეებში არ ივიწყებენ გარდაცვლილებსაც და საფლავებს ზიარებენ. ამ დღეებში აუცილებლად უნდა შერიგდნენ უმზრახებიც. მოკლედ, ყურბან ბაირამობის ოთხივე დღე სიყვარულის, თანადგომის, მხარდაჭერის და გაგების ატმოსფეროში მიმდინარეობს რა, ივიწყება შური და ღვარძლი და ადამიანობა ნამდვილ სახეს უბრუნდება.



მსგავსი ინფორმაციები