თურქული სამზარეულო 14/2019

„მანთი“

თურქული სამზარეულო 14/2019

„მანთი“

დღეს ვისაუბრებთ კერძზე, რომელსაც აზიის თითქმის მთელ კონტინენტზე ამზადებენ. ამ კერძის სახელია „მანთი“.  ყველაზე მარტივად რომ აღვწეროთ, ეს არის პატარა ცომის ნაწილებში მოთავსებული სხვადასხვა სანელებლებით შეზავებული ფარშისგან მომზადებული კერძი. სხვადასხვა ქვეყნებში ამ ცომს წყალში ან ორთქლზე ხარშავენ ან კიდევ ცხიმში წვავენ. ვარაუდობენ, რომ „მანთი“ შუა აზიიდან ანატოლიაში გადასახლებულმა მომთაბარე თურქებმა შეიტანეს და მისი ზომაც ამ მომთაბარეობის დროს შეიცვალა. თურქული „მანთი“ შუა აზიის ქვეყნების მანთისთან შედარებით უფრო მცირე ზომისაა. ამბობენ, რომ მანთით სახელგანთქმულ ქალაქ ქაისერიში მანთი ისეთი პატარაა, რომ ერთ კოვზზე ორმოცი ცალი ეტევაო. მისი მომზადება ცოტა რთულია, თუმცა ნივრიან მაწონთან ერთად მირთმეული  „მანთი“ თურქული სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კერძია.

მანთის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

ცომისთვის:

3 წყლის ჭიქა ფქვილი

1 წყლის ჭიქა თბილი წყალი

1 ცალი კვერცხი

1 მწიკვი მარილი

გულსართისთვის დაგჭირდებათ:

300 გრ. გატარებული ხორცის ფარში

1 ცალი ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი

½ ჩაის კოვზი შავი წიწაკა

½ ჩაის კოვზი მარილი

სოუსისთვის დაგჭირდებათ:

2 სუფრის კოვზი ტომატის პასტა

2 სუფრის კოვზი კარაქი

მაწონი

2 კბილი ნიორი

ხმელი პიტნა

დაღერღილი წითელი პილპილი

მომზადების წესი

პირველ რიგში ცომის მოსამზადებლად ფქვილი, წყალი, კვერცხი და მარილი თასზე ერთმანეთში აურიეთ, ცომი მოზილეთ და 30 წუთი გააჩერეთ. ამავდროულად გულსართისთვის ხორცის ფარში, ხახვი, მარილი და შავი წიწაკა ერთმანეთში გააზავეთ. მომზადებული ცომი ორად გაყავით და ფქვილმოყრილ მაგდაზე კარგად გააბრტყელეთ. პატარა ზომის კვადრატის ფორმებად დაჭერით. დაჭრილ ცომის შუაში ფარში მოათავსეთ და დახურეთ.

ღრმა ქვაბში 10 წყლის ჭიქა წყალი და მარილი აადუღეთ. მომზადებული მანთი ადუღებულ წყალში ჩაყარეთ და 7-8 წუთი ხარშეთ.

ახალა კი გადავიდეთ სოუსის მომზადებაზე:

პატარა ქვაბში ტომატის პასტა და კარაქი ერთად რამდენიმე წუთი მოთუშეთ. მასში წყლიდან, რომელშიც მანთი იხარშება 4-5 კოვზი წყალი ჩაამატეთ და შეათხელეთ.  

მაწვნის სოუსისთვის კი ნიორი დაჭყლიტეთ და მაწონს შეურიეთ.

მანთი სერვისის თეფშზე გადაიტანეთ, ჯერ ნივრის შემდეგ კი ტომატის პასტის სოუსის მოასხით, ზემოდან კი ხმელი პიტნა და წითელი პილპილი მოაყარეთ.

შეგერგოთ!

 


საკვანძო სიტყვები: მანთი , თურქული სამზარეულო

მსგავსი ინფორმაციები