არის თუ არა ნატო შეუცვლელი?

აქტუალური თემის ანალიზი 16/2019

არის თუ არა ნატო შეუცვლელი?

ქტუალური თემის ანალიზი 16/2019

არის თუ არა ნატო შეუცვლელი? 

ქუდრეთ ბულბული

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

ბოლო დროს ზოგიერთ ამერიკულ განცხადებაში S400-ის, სირიასა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ტერორისტული ორგანიზაციებისათვის მხარდაჭერაზე თურქეთის მზარდი მკაცრი კრიტიკიკს გამო ეჭვქვეშ აყენებენ თურქეთის ყოფნას ნატო-ში. აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა პენსმა განაცხადა: "თურქეთმა უნდა გადაწყვიტოს. ისტორიაში ყველაზე წარმატებული სამხედრო ალიანსის მნიშვნელოვან პარტნიორად დარჩენა სურს, თუ  უყურადღებო გადაწყვეტილებებით, რომლებიც ზიანს აყენებს ჩვენს ალიანსს, რისკის ქვეშ დააყენებს თანამშრომლობის უსაფრთხოებას?" მას კი თურქეთის ვიცეპრეზიდენტმა შემდეგნაირად უპასუხა: „აშშ-მა უნდა მიიღოს გადაწყვტილება. როგორც თურქეთის მეგობარს სურს დარჩენა, თუ ტერორისტებთან ხელიხელჩაკიდებულს ნატო-ს მოკავშირის მტრების წინააღმდეგ თავდაცვის დასუსტებით ჩვენი მეგობრობის რისკის ქვეშ დაყენება სურს?“

უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნოთ, რომ თურქეთის ნატო-ში წევრობის კრიტიკა, ნატოს წარმომადგენლების ან სხვა წევრების მხრიდან კი არა, არამედ მხოლოდ ამერიკული მხარის მიერ კეთდება.

თურქეთისათვის ნატო-წვლილიდასაფასური

ევროპის ფაშისტი ქვეყნები მეორე მსოფლიო ომში დამარცხდნენ. ომი დემოკრატიულმა ქვეყნებმა მოიგეს. ომის შემდგომ მთელს მსოფლიოში დემოკრატიაზე გადასვლის პროცესები დაიწყო. ომის შემდგომ შექმნილი ნატო დემოკრატიული ქვეყნების მიერ შექმნილი ალიანსი იყო.  

თურქეთს, რუსეთის მიერ 1945 წელში სრუტეებზე ღიად გამოთქმული მოთხოვნის და თურქეთის მიმართ მუქარის გამო დასავლეთ ბლოკში შესვლა სურდა.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პროცესის და ნატო-ს, თურქეთისათვის შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანიც კი, ყველაზე ძვირფასი წვლილი, თურქეთის დემოკრატიაზე გადასვლის პროცესში მისი როლია. იმ წლების გარე პირობები რომ არ წარმოქმნილიყო, ეს პროცესი შესაძლოა უფრო გვიან მომხდარიყო.  

ცივი ომის პერიოდში რუსული საფრთხის წინააღმდეგ ნატო-მ თურქეთისათვის გარანტია შექმნა.

ნატო-მ ზემოთ აღნიშნულ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილთან ერთად თურქეთს ასევე ძალიან ნეგატიური საფასურიც მოუტანა. თურქეთში 1960 წლის სამხედრო გადატრიალებით ინსტიტუციონალიზებული მეურვეობის რეჟიმი ნატო-ს, განსაკუთრებით აშშ-სგან დამოუკიდებელად ახსნა შეუძლებელია. გავრცელებულია მოსაზრება იტალიაში ნატო-სთან დაკავშირებული გლადიოს ტიპის ორგანიზაციების ნატო-ს სხვა წევრ ქვეყნებშიც არსებობს შესახებ. ცნობილია თურქეთში 1980 წლის გადატრიალების დროს იმ პერიოდის ამერიკის პრეზიდენტისათვის გაგზავნილი წერილი, რომელშიც ნათქვამია „ჩვენმა ბავშვებმა ეს შესძლეს“. ბოლოს, 15 ივლისის FETÖ-ს გადატრიალების მცდელობას ბევრი აშშ-თან აკავშირებს.

ნატო-ს მიერ თურქეთისათვის მოტანილი წვლილი

შექმნის დღიდან დაწყებული, ნატო-ს ქოლგის ქვეშ ბევრ ომში ან სამხედრო ჩარევაში თურქმა სამხედროებმაც მიიღეს მონაწილეობა. მათგან ყველაზე ცნობილია კორეის ომი, სადაც ბევრი თურქი სამხედრო დაიღუპა.  ჩემი მამიდის მეუღლეც კორეის ომის ვეტერანი იყო. ნატო-ს (ISAF) ქოლგის ქვეშ ავღანეთში ყოფნისას ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 2012 წელში დაღუპული მაიორი შუქრუ ბაღდათლი ჩემი ახლო მეგობარი გახლდათ.  

თუმცა თურქეთის ნატო-ში მთავარი წვლილი განსაკუთრებით მუსლიმურ ქვეყნებში ოპერაციებით უზრუნველყოფილი ლეგიტიმურობაა. ნატო-ს მძიმე თავდასხმების მქონე ზოგიერთ ისლამურ ქვეყანაში ნატო-ს არსებობას, ოკუპანტ ძალას ან ახალ ჯვაროსნულ თავდასხმას უწოდებენ. თურქეთის გარეშე ნატო ამგვარი შეფასებების წინაშე უფრო ხშირად აღმოჩნდებოდა.

არის თუ არა ნატო შეუცვლელი? ან  შესაძლებელია თუ არა ნატო თურქეთის გარეშე?

მე-20 საუკუნის დასაწყისში მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს თუ გადავხედავთ ესენია ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია, აშშ, რუსეთი და ოსმალეთის მსგავსი ქვეყნები. 21-ე საუკუნის დასაწყისში მსოფლიო პოლიტიკაში გავლენიან ქვეყნებად ისევ ამ სახელმწიფოების ჩამოთვლაა შესაძლებელი. ამ სახელმწიფოებს შეგვიძლია მივამატოთ თურქეთი, რომელმაც ოსმალეთის სახელმწიფოს ადგილი დაიკავა და ჩინეთი.  

თურქეთი ისტორიულად ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა. თურქეთის ნატო-ს წევრი ერთადერთი მუსლიმური ქვეყანაა. თურქეთის ესპანეთთან ერთად ცივილიზაციათა ალიანსის თანათავმჯდომარედ მიწვევა და ამ მოვალეობის შესრულება არსებული ისტორიული მემკვიდრეობის შედეგია.

ამის გამო თურქეთი ნატო-ში ისე ვერ მოიქცევა როგორც რიგითი დასავლური ქვეყანა. თურქეთის ნატო-სათვის გაწეული სამსახური და მხარდაჭერა, საბერძნეთის, იტალიის და სხვა სახელმწიფოებთან შედარება არ შეიძლება. რიგით დასავლურ ქვეყანად მიჩნეული თურქეთი, ნატო-საც გლობალური მშვიდობის დამყარებაში საკმარისს დახმარებას ვერ გაუწევს. ისტორიული სიღრმის, ასევე პოტენციალის გამო, რომელიც ხელს შეუწყობს გლობალური მშვიდობის დამყარებას, თურქეთმა ნატო-სთან, რუსეთთან, დასავლეთთან, აღმოსავლეთთან, ჩრდილოეთთან, სამხრეთთან ყველა კუთხით სიღრმისეული ურთიერთობა უნდა დაამყაროს. თურქეთისთვის ეს ურთიერთობები ერთმანეთის ალტერნატივა არ არის.

ისინი ვინც აცხადებენ, რომ თურქეთისთვის ნატო აუცილებლობას წარმოადგენს, აქცენტს აკეთებენ რუსეთისა და რეგიონული ბალანსის თვალსაზრისით ნატო-ს წვლილზე. აცხადებენ, რომ ნატოს გარეშე თურქეთს უფრო გაუჭირდება რუსული საფრთხის წინაშე. უდავოა, რომ ეს აქცენტები გამართლებულია. ამასთან ერთად წარსულში რუსეთის საფრთხის წინააღმდეგ ნატო-ს მიერ თურქეთის მხარდაჭერა მხოლოდ თურქეთის საჭიროებით არ იხსნება.  ნატო თურქეთის საჭიროებისთვის კი არა, რუსეთის ეფექტურობის გაზრდის ხელის შესაშლელად უჭერდა მხარს თურქეთს, რადგანაც ფიქრობდა, რომ ეს მას საფრთხეს უქმნიდა. ანუ თურქეთი წევრიც რომ არ ყოფილიყო, ნატო გარკვეული დოზით იძულებული იყო ეს მხარდაჭერა გაეწია.  მაგალითად, დღეს ინდოეთი ნატო-ს წევრი არ არის. მაგრამ ჩინეთის ექსპანსიონიზმის წინააღმდეგ აშშ ნატოს რომელიმე წევრ ქვეყანაზე მეტ მხარდაჭერას უწევს მას.  მოკლედ რომ ვთქვათ, ნატო, რომელსაც სურს, შეინარჩუნოს პრეტენზია გლობალურ დონეზე და რომელსაც უნდა რუსეთს, ჩინეთს ან სხვა ქვეყანას გარს შემოერტყას, იმის მიუხედავად არის თუ არა წევრი, ისედაც იძულებულია სხვა ქვეყნებს მხარდაჭერა გაუწიოს.

თურქეთმა ნატოში არსებობა, რა თქმა უნდა, უნდა გააგრძელოს. მაგრამ როდესაც აშშ და ნატო, ახლო აღმოსავლეთში საზღვრებს თავიდან ხაზავენ, ცხვირწინ ტერორისტული სახელმწიფოს შექმნის სურვილის დროს, იმის გამო რომ ნატო-ს წევრია, არ უნდა ელოდნენ თურქეთის გაჩუმებას. ასეთ თურქეთზე არ უნდა ოცნებობდნენ.

ბრაზილია, ინდონეზია, ინდოეთი, მალაიზია, პაკისტანი, ჩინეთი და სხვა ქვეყნები, რომელთა ადგილიც მსოფლიო პოლიტიკაში იზრდება, ნატოს წევრი ქვეყნები არ არიან. ნატოს შიგნით ან გარეთ თურქეთს ყოველთვის შეუძლია თავისი გზით სიარული. დავასრულებ ისმეთ ინონუს ისტორიული სიტყვებით, 1964 წლით დათარიღებულ ცნობილი ჯონსონის წერილში იგი ასე ამბობს: ახალი მსოფლიო თავიდან შეიქმნება და თურქეთი თავის ადგილს დაიკავებს.

ნატოს გარეშე თურქეთი გარკვეულ რამეს დაკარგავს, მაგრამ გზის გაგრძელებას შესძლებს. ამავდროულად თურქეთის გარეშე ნატოც ცოტა რამეს არ დაკარგავს.



მსგავსი ინფორმაციები