იცით თუ არა, რომ? 13/2019

„ქაფალიჩარში“ ანუ დიდი ბაზარი

იცით თუ არა, რომ? 13/2019

„ქაფალიჩარში“ ანუ დიდი ბაზარი

იცით თუ არა, რომ მსოფლიოში პირველი დახურული სავაჭრო ცენტრი სტამბოლში მდებარე „ქაფალიჩარში“ ანუ „დიდი ბაზარია“?

მსოფლიოში პირველ და ყველაზე დიდ სავაჭრო ცენტრს სტამბოლში მდებარე „ქაფალიჩარში“ ანუ „დიდი ბაზარი“ წარმოადგენს. დიდი ბააზარი, რომელიც ფათიჰ სულთან მეჰმედის დროს აშენდა, სახურავებითა და გუმბათებით დაფარული მაღაზიებით გარშემორტყმული ისტორიული სავაჭრო მოედანია. დიდი ბაზარი, რომელსაც საძირკველი 1461 წელს ჩაეყარა, ესთეტიკური დიზაინით გიგანტურ ლაბირინთს მოგვაგონებს. ეს ისტორიული ნაგებობა, რომელიც 60 ქუჩასა და 3600 ზე მეტს მაღაზიას მოიცავს, მთლიანობაში 30 ათას 700 კვადრატულ მეტრზეა განლაგებული. 1460 წელს აგებული პირველ ბაზარს ბედესტენე უწოდეს და მისი შემოსავალი ფათიჰ სულთან მეჰმედს გადასცეს აიასოფიასთვის მისაცემად.  მოგვიანებით აქ სხვადასხვა დუქნები და სავაჭრო დახლები გაიხსნა, რითაც სტამბოლის სავაჭრო ცენტრად გადაიქცა.

დიდი ბაზარი დღესაც აქტიურად ფუნქციონირებს. ბაზარს სეზონის მიხედვით ყოველდღიურად 250 ათასიდან 400 ათასამდე ადამიანი სტუმრობს.



მსგავსი ინფორმაციები