აქტუალური თემის ანალიზი 15

რუანდის გენოციდი

აქტუალური თემის ანალიზი 15

 

გენოციდის დანაშაულის პრევენციისა და დასჯის შესახებ გაეროს 1948 წლის კონვენციის თანახმად, ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის, ნაწილობრივ ან მთლიანად აღმოსაფხვრელად ჩადენილი ნებისმიერი ქმედება გენოციდის დანაშაულს წარმოადგენს. ამ ქმედებებში ფაქტიურად ითვლება: მოსახლეობის მიზანმიმართული განადგურება, მთლიანად ან ნაწილობივ, რასისტულ, ეთნიკურ ან ეროვნულ ნიადაგზე, ადამიანთა ჯგუფის წევრების მკვლელობა ან მათი ჯანმრთელობისთვის განზრახ სერიოზული ზიანის მიყენება; მიზანმიმართულად ისეთი ცხოვრებისეული პირობების შექმნა, რაც მათ ფიზიკურ განადგურებას გამოიწვევს მთლიანად ან ნაწილობრივ; ისეთი ზომების მიღება, რაც ხელს შეუშლის შობადობის ზრდას; ძალდატანების მეშვეობით ბავშვების სხვა ჯგუფად ტრანსფორმირება. ახლა ამ საკითხთან დაკავშირებით გთავაზობთ ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის სახელობის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ქუდრეთ ბულბულის მასალას, რომელშიც იგი წერს...

სიტყვა გენოციდი ძველი ბერძნულიდანაა ნაწარმოები. geno - რასა, ადამიანებია, cide – ლათინური ეტიმოლოგია აქვს და ნიშნავს "მოკვლას." ეს არის მოსახლეობის მიზანმიმართული განადგურება, მთლიანად ან ნაწილობივ, რასისტულ, ეთნიკურ, ეროვნულ ნიადაგზე. ეს ტერმინი რაფაელ ლემკინმა 1944 წელს (პოლონელ-ებრაელი იურისტი) მოიგონა, რათა ნაცისტების მიერ ჩადენილი სისტემური მკვლელობები და ევროპაში ებრაელთა განადგურება აღეწერა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერმინი თავდაპირველად წარმოიშვა დასავლელი ქვეყნების ზოგიერთი არაჰუმანური პრაქტიკის გამო, დღეს ეს ტერმინი დასავლეთ ქვეყნების მაგივრად ძირითადად არა დასავლურ ქვეყნებზე გამოიყენება.

დღეს კაცობრიობის ერთ-ერთ ყველაზე უდიდეს და საზარელ, რუანდის გენოციდზე გესაუბრებით, რომელიც მსოფლიოს უკანასკნელი, ბოსნიის გენოციდის წინ განხორციელებულ ერთ ერთ ბოლო გენოციდს წარმოადგენს

ისტორიული ფონი: ბელგიიდანაც იგივე კლასიკური: გაყოფე, გათიშე და მართე

რუანდის ისტორია არ განსხვავდება მრავალი სხვა კოლონიზებული ქვეყნის ისტორიისგან. მისი პირველი კოლონიზატორი გერმანია იყო და პირველი მსოფლიო ომში მისი დამარცხების შემდეგ, ახლა ბელგია შეიჭრა რუანდაში და მისი კოლონიზაციის პირობები არაფრით არ განსხვავდებოდა სხვა კოლონიზატორების პირობებისგან, რადგან, ამ ქვეყანამც ბრიტანეთის მსგავსად,  გაყოფე, გათიშე, მართე პრინციპი გამოიყენა და ამ დროს სხვა იმპერიალისტებივით, თავისი იმპერიული ზრახვების განსახორციელებლად, უმცირესობების მხარდამჭერი პოლიტიკის განხორციელება დაიწყო. ამ მიზნით, მან გერმანიის ჰიპოთეზა განაგრძო, რომელიც ვითომცდა ჰუტუს ტომების თავდასხმებისგან ტუტსას ტომების დაცვას ითვალისწინებდა. ამ ქმედებამ კი ერთმანეთის პირისპირ დააყენა და სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაჰკიდა საუკუნეების მანძილზე მშვიდობის ატმოსფეროში მცხოვრები ორი ტომი. ბელგიის მხარდაჭერით ტუტსებმა, მრავალი წლის განმავლობაში ზეწოლის ქვეშ მოიქციეს ჰუტები და ასე გაგრძელდა 1961 წლამდე, ე.ი. რუანდის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდის, სადაც უკვე ხელისუფლება ჰუტების ხელში გადავიდა და ახლა მათ დაიწყეს ტუტსებზე ზეწოლის და ძალადობის განხორციელება

1994: 1 მილიონი რანდელის გენოციდი..

რუანდას გენოციდი მოეწყო ტუტსის ეთნიკური ჯგუფის წინააღმდეგ, რომელიც განხორციელდა ჰუტუს ექსტრემისტული დაჯგუფების მიერ. 1994 წლის 6 აპრილიდან მოყოლებული დაიწყო რუანდას მოსახლეობის მასობრივი ხოცვა-ჟლეტა, რომელიც 100 დღის მანძილზე გაგრძელდა და 1 მილიონამდე კაცი იქნა მოკლული. მას შემდეგ რაც რუანდას პატრიოტულმა ფრონტმა დაიბრუნა ძალაუფლება, გენოციდიც დასრულდა. თუმცა ამის შემდეგ 2 000 000 რუანდელი ლტოლვილად იქცა (ძირითადად ჰუტუს ტომის წარმომადგენლები).

აღნიშნული გენოციდი სამოქალაქო ომის პერიოდში განხორციელდა, რომელიც 1990 წელს დაიწყო ჰუტუს მთავრობასა და პატრიოტულ ფრონტს შორის. რამაც საშინელი ზეგავლენა იქონია შემდგომში რუანდაზე და მის მეზობელ ქვეყნებზე. გენოციდის დროს მასიურად ადგილი ჰქონდა გაუპატიურების შემთხვევებს, რის შედეგადაც გაიზარდა აივ ინფექციებით დაავადებულთა რაოდენობა. ინფრასტრუქტურის განადგურებამ და მკაცრმა დეპოპულაციამ კი ქვეყნის ეკონომიკას ძლიერი ზიანი მიაყენა

უდანაშაულო ადამიანების დამცველმა გაერომ თავისი სამხედრო ძალები  გაიყვანა

გენოციდის პერიოდში, ქვეყანაში გაეროს 2500-მდე სამშვიდობო იმყოფებოდა და მათ ტუტსები უნდა დაეცვათ, თუმცა, როგორც 1995 წლის ბოსნიის ომის დროს ისინი ვერ დაიცვეს სერბების გენოციდისგან, ასევე ტუტსები ვერ დაიცვეს ჰუტებისგან, რადგან, იმ დღეებში გაეროს უს-ს მიერ გამოტანილი დადგენილებით, სამშვიდობო ძალების რაოდენობა 10-ჯერ შეამცირეს და მხოლოდ 250 ცისფერ ჩაფხუტიანი დატოვეს, ე.ი. გაერომ თვალი დაუხუჭა ძალადობას და ერთგვარად ხელიც კი შეუწყო რუანდის და ბოსნიის გენოციდებს

საფრანგეთის როლი....

რუანდის პრეზიდენტმა კაგემმა, გენოციდის პოლიტიკურ მზადებაში საფრანგეთი და ბელგია დაადანაშაულა. გენოციდის მსხვერპლთა წარმომადგენლებმა ამ ქვეყნების ხელისუფლებების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. ამ ქვეყანაში მოქმედმა კათოლიკურმა ეკლესიამ კი გენოციდში შეტანილი წვლილის გამო, რუანდელებს ოფიციალური ბოდიში მოუხადათ

2016 წელს რუანდის გენოციდთან მებრძოლმა ეროვნულმა კომისიამ, გენოციდის დანაშაულის დამნაშავეებისა და მათთან მოთანამშრომლე იმ 22 ფრანგი ოფიცრის სახელი გამოაცხადა, მათ შორის გენერალური შტაბის უფროსი ჟაკ ლანქსედისაც, რომლებსაც ბრალი დაედოთ გენოციდის განმხორციელებელთა წვრთნაში და მათთვის იარაღის მიწოდებაში

ინტენსიური საერთაშორისო რეაქციების და ადამიანის უფლებების კრიტიკის გამო, 25 წლის შემდეგ, 2019 წლის აპრილში მაკრონმა საბოლოოდ გადაწყვიტა შექმნას კომისია გენოციდის შესახებ. მაგრამ, ანალიტიკოსთა აზრით ეს კომისია არა სპეციალისტებისა  და კომპეტენტური პირებისგან იქნება შემდგარი, არამედ, საფრანგეთის მიერ "მისაღები" მიჩნეული სახელების მიხედვით, რაც ახლავე ეჭვ ქვეშ აყენებს მაკრონის გულწრფელობას, წერს ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის სახელობის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქუდრეთ ბულბული

 



მსგავსი ინფორმაციები