30 მარტი ისტორიაში

გთავაზობთ ამ დღის გამორჩეულ მოვლენებს

1173318
30 მარტი ისტორიაში

1842 წლის 30 მარტს, ინგლისელმა ექიმმა კრუდფორდ ლონგმა, თავისი სტუდენტის კისრის ოპერაციის დროს, სამედიცინო ისტორიაში პირველად გამოიყენა ეთერის სპირტი და ამით სტარტი მისცა ქირურგიაში ავადმყოფების ანესთეზიას.

1856 წლის 30 მარტს, რუსეთის, ოსმალეთის, ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსა და საფრანგეთის იმპერიებს  შორის პარიზის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რითაც ბოლო მოეღო  ყირიმის ომს.

1863 წლის 30 მარტს, მშობლების გარეშე დარჩენილი ობოლი და უპატრონო ბავშვების მზრუნველობის მიზნით, ოსმანეთის განათლების სფეროში პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია Darüşşafaka დაარსდა, რომლის მიერ შექმნილი სკოლა-ინტერნატი, უფასო სწავლა-განათლებას იძლეოდა.

....

1867 წლის 30 მარტს, აშშ-მა რუსეთის იმპერიისგან, დედამიწის ყველაზე უდიდესი და ამავე დროს ყველაზე ნაკლები მოსახლეობის მქონე ალიასკის ნახევარკუნძული, 7.2 მილიონ დოლარად შეიძინა.

1918 წლის 30 მარტს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოსა და მის გარეუბნებში შეტაკებები დაიწყო ბაქოს საბჭოსა და სომხეთის რევოლუციური ფედერაციის ძალებს შორის, რომლის დროსაც სომხებმა 10 ათასობით მშვიდობიანი აზერბაიჯანელი მოქალაქე მოკლეს.


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #30 მარტი

მსგავსი ინფორმაციები