18 მარტი ისტორიაში

18 მარტი ისტორიაში

18 მარტი ისტორიაში

1584 წლის 18 მარტს გაერთიანებული რუსეთის ჩამომყალიბებელი  და უსასტიკესი თვისებების მქონე მეფე ივანე მრისხანე გარდაიცვალა.

1915 წლის 18 მარტი ჩანაქკალეს საზღვაო ბრძოლაში გამარჯვების დღეა. პირველ მსოფლიო ომში ანტანტის ქვეყნების მიერ ოსმალეთში შემავალი ბოსფორის და დარდანელის სრუტეების დაპყრობის მიზნით ჩანაქკალეს ბრძოლა დაიწყეს, რომელიც ოსმალეთის გამარჯვებით დასრულდა. ჩანაქკალეს საზღვაო ბრძოლაში ინგლისის და საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებსა და ოსმალეთის არმიას შორის შეტაკებები ერთ თვეს გაგრძელდა. ოსმალეთის არმიამ ამ ბრძოლის დროს მუსტაფა ქემალის სარდლობით, ანტანტის ქვეყნების არმიას მძიმე დანაკარგები მიაყენა. საზღვაო ბრძოლაში დამარცხებულმა ინგლისმა და მისმა მოკავშირეებმა სახმელეთო ბრძოლა დაიწყეს, მაგრამ აქაც ვერ მიაღწიეს წარმატებას.

1940 წლის 18 მარტს ჰიტლერმა და მუსოლინიმ იტალიაში შეხვედრა გამართეს.

1949 წლის 18 მარტს NATO ჩამოყალიბდა.

1962 წლის 18 მარტს  ალჟირში საფრანგეთის გენოციდი  დასრულდა.   საფრანგეთმა 1954 წელს დაწყებული  ალჟირის აჯანყება მიუხედავად ყველა მცდელობისა ვერ ჩაახშო. ამ პროცესის დროს დაახლოებით 1.5 მილიონი ალჟირელი დაიღუპა.

1965 წლის 18 მარტს ადამიანმა კოსმოსში პირველად დადგა ფეხი. Voskhod-2-ის სახელწოდების კოსმოსური ხომალდი, რომელსაც რუსი კოსმონავტი ალექსეი ლეონოვი მართავდა, 2177 მერტ სიმაღლეზე უჰაერო სივრცეში გავიდა და 20 წუთი ფეხით იარა. სპეციალური მოწყობილობებით ლეონოვმა ხომალდიდან 4,5 მეტრით მოშორება შეძლო.

1995 წლის 18 მარტს თურქული კინოს და თეატრის მნიშვნელოვანი მსახიობი სადრი ალიშიქი სტამბულში გარდაიცვალა.

2010 წლის 18 მარტს თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა, TRT Haber-ის არხმა მაუწყებლობა დაიწყო.

კარგად ბრძანდებოდეთ...


საკვანძო სიტყვები: 18 მარტი , ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები