7 მარტი ისტორიაში

7 მარტი ისტორიაში

1158598
7 მარტი ისტორიაში

7 მარტი ისტორიაში

1876 წლის 7 მარტს ალექსანდრე გრეჰემ ბელმა აიღო მის მიერ გამოგონებული ტელეფონის პატენტი.

 

1917 წლის 7 მარტს ამერიკაში გაყიდვაში  გამოვიდა ჯაზის პირველი ფირფიტა.

 

1969 წლის 7 მარტს გოლდა მეირი ისრაელის პირველი ქალი პრემიერმინისტრი გახდა.

 

1979 წლის 7 მარტს აშშ-ს კოსმოსურმა ხომალდმა Voyager I-მა აღმოაჩინა, რომ იუპიტერს და ურანს სატურნის მსგავსად რგოლები ჰქონდა. Voyager I-მა რგოლებიანი იუპიტერის ფოტოები დედამიწაზე გამოაგზავნა.

 

1979 წლის 7 მარტს თურქეთსა და საბჭოთა კავშირს შორის ნავთობის ხელშეკრულება გაფორმდა.

 

1984 წლის 7 მარტს ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის დროშა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პარლამენტმა დაამტკიცა.  

 

1989 წლის 7 მარტს ირანმა შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები ინგლისთან. ირანისა და დასავლეთის ურთიერთობები 1980 წელში დაწყებული 8 წლიანი ირან-ერაყის ომის დროს გაწყვეტის წერტილამდე მივიდა.

 

1990 წლის 7 მარტს თურქი ჟურნალისტი ჩეთინ ემეჩი მოკლეს. გაზეთი „ჰურიეთი“-ს მთავარი რედაქტორი, ჟურნალისტი და მწერალი ჩეთინ ემეჩი და მისი მძღოლი ალი სინან ერჯანი თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ.

 

1999 წლის 7 მარტს ცნობილი ამერიკელი რეჟისორი სტენლი კუბრიკი გარდაიცვალა. კუბრიკის რეჟისორობით გადაღებული და კინო კლასიკად ქცეული ფილმებია „სპარტაკი“, „ლოლიტა“, „ნათება“, „სრულმეტალიკური გარსი“, „მექანიკური ფორთოხალი“, „ფართოდ დახუჭული თვალებით“ და სხვა.

 


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #7 მარტი , #მარტი

მსგავსი ინფორმაციები