6 მარტი ისტორიაში

6 მარტი ისტორიაში

1157152
6 მარტი ისტორიაში

6 მარტი ისტორიაში

1714 წლის 6 მარტს ინგლისელმა ინჟინერმა ჰენრი მილმა საბეჭდი მანქანის პატენტი აიღო

 

1869 წლის 6 მარტს დიმიტრი მენდელეევმა პირველი „პერიოდული სისტემა“ გამოაქვეყნა. „პერიოდული სისტემა“ ქიმიური ელემენტების კლასიფიკაციისათვის შექმნილი ცხრილია.

 

1902 წლის 6 მარტს შეიქმნა FIFA- ს მიერ მე-20 საუკუნის საუკეთესო საფეხბურთო კლუბად აღიარებული მადრიდის "რეალი"

 

1920 წლის 6 მარტს 36 წლის ასაკში გარდაიცვალა ეროვნული და ისტორიული ნოველების ავტორი, ცნობილი თურქი მწერალი, ომერ სეიფეთინი.

 

1946 წლის 6 მარტს პირველი წარმატებული მაღალსიჩქარიანი ელექტრონული კომპიუტერის "Eniac"-ის გამოყენება აშშ-ში დაიწყო. „Eniac“-ი იყო ელექტრონულ-ციფრულ კომპიუტერამდე მიმავალ გზაზე გადადგმული ერთ-ერთი დიდი ნაბიჯი და იგი 1955 წლამდე გამოიყენებოდა.   

 

1955 წლის 6 მარტს გარდაიცვალა აზერბაიჯანის დამაარსებელი მეჰმეთ ემინ რესულზადე. მან 1917 წელს პირველი თურქული რესპუბლიკა, აზერბაიჯანი შექმნა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ საბჭოეთმა ამ სახელმწიფოს ოკუპაცია მოახდინა.

 

1964 წლის 6 მარტს კასიუს კლეიმ ოფიციალურად აიღო სახელი მუჰამედ ალი. ყველა დროის საუკეთესო მოკრივედ აღიარებული მუჰამედ ალი კარიერის მანძილზე მხოლოდ 5 მატჩში დამარცხდა.

 

1995 წლის 6 მარტს, თურქეთის 1963 წელს ანკარის შეთანხმებით დაწყებული ევროინტეგრაციის პროცესში კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა. ევროკავშირის წევრ 15 ქვეყანასა და თურქეთს შორის საბაჟო კავშირის ხელშეკრულებას ხელი საგარეო საქმეთა მინისტრმა მურათ ქარაიალჩინმა მოაწერა.

 


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #6 მარტი , #მარტი

მსგავსი ინფორმაციები