თურქეთის სოციალურ-კულტურული ორგანიზაციები 8

საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მონათესავე ხალხების სამმართველო 3

1150020
თურქეთის სოციალურ-კულტურული ორგანიზაციები 8

მოგესალმებით პატივცემულო რადიომსმენელებო „თურქეთის სოციალურ-კულტურული ორგანიზაციები“  სახელწოდების ციკლურ პროგრამაში გასულ კვირას; „საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მონათესავე ხალხების სამმართველო“-ს საქმიანობებზე გავამახვილეთ ყურადღება.  ამ კვირაშიც  ამავე  თემაზე გავაგრძელებთ საუბარს...

დღეისათვის დიასპორის საქმიანობა, მხოლოდ მოქალაქეობის კრიტერიუმით არ შემოიფარგლება. ამის ნათელი მაგალითი რუსეთის, ინგლისის, საფრანგეთის, ინდოეთის და ჩინეთის მსგავსი ქვეყნების მიერ გაკეთებულები შეიძლება დასახელდეს. დიასპორათა განმარტება განსაზღვრულია კონტექსტში, რომელიც მოიცავს ისტორიულ და კულტურულ კავშირებს. დიდი  კულტურის და ცივილიზაციის მქონე თურქეთმა,  რა თქმა უნდა თავისი  ღირებულებები უნდა დაიცვას. ამ თვალსაზრისით, YTB-ს მიერ მონათესავე ხალხებში არსებული  საერთო მემკვიდრეობის დასაცავად განხორციელებული წამახალისებელი პროგრამები რა თქმა უნდა ძალზედ მნიშვნელოვანია.  მონათესავე ხალხებსა და თურქეთს შორის მეცნიერული და ჰუმანიტარული კავშირის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებებიდან ერთ-ერთი,   „თურქეთის სტიპენდიანტები“ პროგრამა,  გახლავთ. მონათესავე ხალხების ქვეყნებიდან განათლების მიღების მიზნით თურქეთში ჩამოსული უცხოელი სტუდენტები, მათი ქვეყნის საჭირო სფეროებში განათლებას იღებენ. ეს ყველაფერი კი თურქეთსა და იმ ქვეყნების კარგ ურთიერთობების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ეს სტუდენტები, YTB-ს დაქვემდებარებაში მყოფი „თურქეთის კურსდამთავრებულები“ სახელწოდების ასოციაციის მეშვეობით დღეისათვისაც აგრძელებენ თურქეთთან ურთიერთობას. 

YTB-ს,  ეს გლობალური საქმიანობა, ჩვენს და მათ  ქვეყნის საერთაშორისო თანამეგობრობის ინტერესებს კი არ ეწინააღმდეგება, არამედ,   ერთმანეთს ავსებს.



მსგავსი ინფორმაციები