21 თებერვალი ისტორიაში

21 თებერვალი ისტორიაში

21 თებერვალი ისტორიაში

დღეს 21 თებერვალია და გთავაზობთ ამ დღეს მომხდარ ყველაზე გამორჩეულ მოვლენებს

 

1885 წლის 21 თებერვალს დასრულა ვაშინგტონის მონუმენტის მშენებლობა. ვაშინგტონის მონუმენტის სიმაღლე 169,35 მეტრია და იგი მსოფლიო უმაღლესი ობელისკი გახლავთ. მონუმენტი ამერიკის ქალაქ ვაშინგტონში მდებარეობს და ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლოა. იგი ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ჯორჯ ვაშინგტონის საპატივცემულოდ ააშენეს.

 

1935 წლის 21 თებერვალს ფრანგი მისიონერების ზოგიერთი სკოლის ნაციონალიზაცია მოხდა.

 

1952 წლის 21 თებერვალს თურქეთი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO)  წევრი გახდა, ლისაბონში გამართულ შეხვედრაში პირველად მიიღო მონაწილეობა.  

 

1953 წლის 21 თებერვალს დნმ-ს მოლეკულური სტრუქტურა ამოხსნეს. ინგლისელმა ბიოლოგმა და ფიზიკოსმა ფრანსიზ კრიკმა და ჯეიმს ვათსონმა დნმ-ის მოლეკულური სტრუქტურა ამოხსნეს. ამ წარმატების გამო 1962 წელში მათ ფიზიოლოგიისა და მედიცინის სფეროში ნობელის პრემია გაინაწილეს.

 

1958 წლის 21 თებერვალს დაიწყო თურქეთის პროფესიონალური ფეხბურთის ლიგა. პირველი მატჩი „იზმირსპორსა“ და „ბეიქოზს“ შორის ჩატარდა. შეხვედრაში „იზმირსპორმა“ 2-1 მოიგო და მატჩის პირველი გოლი „იზმირსპორი“-დან ოზჯან ალთუღმა გაიტანა, რაც პირველი იყო თურქეთის პროფესიონალური ფეხბურთის ისტორიაში.  

 

1965 წლის 21 თებერვალს ამერიკის მუსლიმ შავკანიანთა მოძრაობის ლიდერზე მალკომ იქსის სახელით ცნობილ მალიქ ალ შაჰბაზზე, ნიუ-იორკში ერთ-ერთი წვეულების დარბაზში სიტყვით გამოსვლისას შეიარაღებულმა პირებმა თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც იგი დაიღუპა.

 

2001 წლის 21 თებერვალს თურქეთის საზოგადოებაში „შავი ოთხშაბათის“ სახელით ცნობილი დიდი ეკონომიკური კრიზისი დაიწყო.

 

2007 წლის 21 თებერვალს ამერიკელმა ასტრონომებმა განაცხადეს, რომ პირველად მოახდინეს მზის მსგავსი ვარსკვლავის ირგვლივ მბრუნავი პლანეტის ატმოსფეროს კომპონენტების ანალიზი.  



მსგავსი ინფორმაციები