ტურიზმი თურქეთში 3

ანტიკური ქალაქი ეფესი

1129996
ტურიზმი თურქეთში 3

ძვირფასო რადიომსმენელებო, თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტურისტულ რეგიონში შედის ანტიკური ქალაქი ეფესი და მისი მიდამოები....

თურქეთის ეგეოსის რეგიონში, იზმირის ოლქში მდებარეობს ეფესი, სადაც პირველი დასახლება 9 ათასი წლის წინ აშენდა და მას შემდეგ იგი საუკუნეების განმალობაში ელინისტური, რომაული, ბიზანტიური და ოსმანური ცივილიზაციების მნახველი და მოწმე გახდა. თანაც ამ საუკუნეების განმავლობაში ეს დასახლება ყოველთვის მნიშვნელოვან რეგიონალურ ნავსადგურსაც წარმოადგენდა რა, ამის პარალელურად აქ უმაღლეს დონეზე იყო განვითარებული კულტურა და ვაჭრობა

 

ანტიკური ქალაქი ეფესი ჩ.წ.-მდე 6 ათასი წლის წინ, ნეოლითის ქვის ხანის პერიოდში დაარსდა. ბოლო წლებში არქეოლოგებმა ამ რეგიონში მრავალი ხეთური დასახლებები და ძეგლები აღმოაჩინეს. ყველაზე ბრწყინვალე პერიოდი ეფესმა რომის იმპერიის დროს განიცადა და ამ დროს იგი აზიის ყველაზე უდიდეს პორტსაც კი წარმოადგენდა. 1330 წელს ეფესი თურქების მიერ იქნა დაპყრობილი და ერთ ერთი ძლიერი საბეგოს ადმინისტრაციული ცენტრი გახდა. დროთა განმავლობაში ეფესმა მნიშვნელოვანი პორტის თვისება დაკარგა, რამაც თანდათანობით მისი დაპატარავება გამოიწვია და დღეს, ეფესი არის უძველესი ქალაქი, რომელიც ყოველ წელს 100 ათასობით ტურისტს იზიდავს მსოფლიოს ყველა კუთხიდან. ისტორიის მანძილზე ეფესმა მრავალჯერ შეიცვალა ადგილმდებარეობა, ამიტომაც მისი ნაშთები ფართო არეალზეა გავრცელებული. მრავალი წელია რაც აქ გათხრები და აღდგენითი სამუშაოები ტარდება და დღის შუქზე გამოაქვთ ახალ ახალი ისტორიული რეალობები

 

ეფესოში სხვადასხვა ეპოქის დროინდელი ურბანიზაციის, არქიტექტურისა და რწმენის მრავალი სიმბოლოებია შემორჩენილი. ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანია არტემიდას ტაძარი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ შვიდ საოცრებათაგანში შედის. ზოგიერთების აზრით, სწორედ ეფესში დაწერა სახარება წმინდა იოანემ, ხოლო ერთი სხვა ვერსიით ამ მიწაზე გარდაიცვალა ღვთისმშობელი მარიამი და მისი სახელობის სახლ-მუზეუმს ქრისტიანები პილიგრამობად იყენებენ. მის მახლობლად მდებარეობს ბაზილიკა და მარიამის სახელობის ეკლესიაც, რომელიც იოანეს საფლავზეა აგებული და ესენი ყველანი ერთად ყოველწლიურად ქრისტიანული სამყაროდან ასი ათასობით სტუმარს იზიდავენ.

ასე რომ, თქვენც გელით ამ წმინდა ქალაქში



მსგავსი ინფორმაციები