ბექირ ბოზდაღმა განცხადება გააკეთა

ბექირ ბოზდაღმა განცხადება გააკეთა

913840
ბექირ ბოზდაღმა განცხადება გააკეთა

მინისტრთა საბჭოს შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში ვიცეპრემიერმა და მთავრობის პრესსპიკერმა ბექირ ბოზდაღმა განაცხადა რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ სირიის აფრინის რეგიონში მიმდინარე ოპერაცია ზეთისხილის რტო გეგმის მიხედვით გრძელდება.

" თურქეთის გადაწყვეტილება მტკიცეა. უკან დახევაზე საუბარი არ არის და არც იქნება." განაცხადა ბოზდაღმა და დაამატა რომ რეჟიმის ძალების აფრინში შესვლის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

მისივე თქმით ოპერაცია ზეთისხილის რტოს შედეგად განეიტრალებულ ტერორისტთა რაოდენობა 1651-მდე გაიზარდა და ბრძოლა რეგიონში ბოლო ტერორისტის განადგურებამდე გაგრძელდება.

"თურქეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი იქ (მენბიჩში ) ტერორისტები გაანადგუროს. აშშ თუ იქედან YPG ს არ გაიყვანს ბოლო სიტყვას ჩვენ ვიტყვით. ვიმედოვნებთ რომ ოპერაციის გარეშე დიალოგის გზით მოგვარდება." განაცხადა ბოზდაღმა.


საკვანძო სიტყვები: #მინისტრთა საბჭო , #განცხადება

მსგავსი ინფორმაციები