აშშ-ს PYD/YPG-ს მხარდაჭერის საერთაშორისო სამართლებრივი ბაზა
აშშ-ს PYD/YPG-ს მხარდაჭერის საერთაშორისო სამართლებრივი ბაზა

აშშ ტერ ორგანიზაცია, DEAŞ-ის გასანადგურებლად, სირიის ტერიტორიიდან თურქეთის მიმართულებით თავდასხმების განმხორციელებელ სეპარატისტულ ტერ ორგანიზაცია PKK-ს ფრთა PYD/YPG-ს სახმელეთო ძალად გამოყენების განცხადებას ავრცელებს და ამ თვალსაზრისით, მათ მძიმე იარაღით ლოგისტიკურ მხარდაჭერას უწევს და წვრთნებსაც უტარებს.
ამ შემთხვევაში, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითში, აშშ, საერთაშირისო სამართლის და გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებებს არღვევს. ამ თვალსაზრისით 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ 2001 წლის 28 სექტემბერს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული 1373-ე რეზოლუციაში ნათქვამია:[1] „ტერორისტული ქმედებები და განხორციელების მეთოდები როგორიც არ უნდა იყოს, იგი, გაეროს მიზნებს და პრინციპებს ეწინააღმდეგება; ასევე ტერორის დაფინანსება და მათდამი ნებისმიერი სახის მხარდაჭერაც, გაეროს მიზნებს და პრინციპებს ეწინააღმდეგება. რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ ტერ ორგანიზაციაში წევრების უზრუნველყოფა, იარაღის მიწოდება ყველა სახელმწიფოების წინააღმდეგ, ეს რა ფორმითაც არ უნდა ხორციელდებოდეს აკრძალულია. გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ 2017 წელს მიღებული 2370-ე რეზოლუციაც[2] ნათლად ასახავს, რომ ნებისმიერ სახელმწიფოს ტერორისტებისადმი მხარდაჭერა აკრძალულია.
ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე 2018 წლის 3 თებერვალს სააგენტო ანადოლუ აჟნსის ინტერვიუსთან [3] სტამბულის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის და საპროცედურო დეპარტამენტის სამართლის პროფესორი, ადემ სოზუერი აცხადებს, რომ ტერ ორგანიზაცია, PYD/YPG-სათის აშშ-ს მხარდაჭერა, გაეროს რეზოლუციებს ეწინააღმდეგება. სოზუერი ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-ს მხრიდან რომელიმე ტერ ორგანიზაციაზე იარაღით დახმარება და მისი წევრების გაწვრთნა, 2011 წელს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ 1371-ე რეზოლუციას და გასულ წელს მიღებულ 2370-ე რეზოლუციას ეწინააღმდეგება. მისივე თქმით 1371-ე რეზოლუცია ქვეყნებს ტერ ორგანიზაციებზე იარაღით ან სხვა სახის დახმარებების აკრძალვასთან ერთად მსგავსი ქმედების აღკვეთასაც მოითხოვს. სოზუერის თქმითვე, აღნიშნული რეზოლუციის მეშვიდე მუხლი წევრ ქვეყნებს, საერთაშორისო და რეგიონალური კონფლიქტების მიზნით ტერორისტების განიარაღების მიზნით შესაბამისი ზომების მიღებას ავალდებულებს. ამავე რეზოლუციის და საერთაშორისო სამართლის მიხედვით ერთი რომელიმე ქვეყნის მხრიდან სხვა ქვეყნის საზღვრის წინააღმდეგ თავდასხმების განხორციელების მიზნით რომელიმე დაჯგუფების მხარდაჭერა ან კიდევ მათი წაქეზება, აკრძალულია. ამიტომ, აშშ-ს ამ ქმედებისთვის შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს. ამ შემთხვევაში საკითხის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოზე გატანაც დგება დღის წესრიგში. სამწუხარო კი ისაა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოზე ვეტოს უფლების მქონე ქვეყნების წინააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვეტილების მიღება ვერ ხდება. ამიტომ, აშშ-ს მაღალჩინოსნების საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალზე გასამართლება შეუძლებელია. ამის მაგალითები რუანდასა და იუგოსლავიის საკითხებზეც ნათლად დავრწმუნდით. ამ შემთხვევაში თურქეთს ეძლევა უფლება, როდესაც მისი ქვეყნის წინააღმდეგ ტერორისტული ქმედებები ხორციელდება, ეს იქნება ქვეყნის შიგნით თუ სხვა ქვეყანაში, თვითონ გაასამართლოს. მაგალითად ერაყის ოკუპაციის დროს ომის დანაშაულის ჩამდენი პირების გასამართლება ქვეყნებს თვითონ შეუძლიათო აცხადებდა აშშ. ამიტომ ამ შემთხვევაში თურქეთს ტერ ორგანიზაცია, PKK/PYD-სათვის იარაღის მიწოდების გამო ამერიკელი მაღალჩინოსნების გასამართლების უფლება აქვს. პროფესორი სოზუერი ინტერვიუში ასევე აცხადებს, რომ ტერ ორგანიზაცია, PKK-ს განშტოებების წევრების გასამართლების საკითხში „ეფექტური კონტროლის“ გამო, აშშ და სირია საერთაშორისო სისხლის სასამართლოზე ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებენ რა, ამ კონტექსტში, ვიეტნამში, ავღანეთში, ერაყში, ლიბიაში და სხვა ქვეყნებში ჩადენილი დანაშაულების გამო, აშშ-ს საერთაშორისო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა არაეფექტური იქნება. ამ შეფასებების შემდეგ ნათლად შეიძლება ითქვას, რომ აშშ ტერ ორგანიზაცია, PKK-ს სირიის ფრთა PYD/YPG-სათის იარაღის მიწოდებით და სხვა დახმარებების გაწევით, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ 1373-ე და 2370-ე რეზოლუციებს და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კანონს არ ემორჩილება. მეორეს მხრივ, ახლო წარსულს თუ გადავხედავთ დავინახავთ, რომ აშშ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა ნიკარაგუას საკითხშიც. საკითხი, ვაშინგტონის მხრიდან ტერ ორგანიზაციისათვის იარაღით დახმარების, წევრების აღმზრდელობითი საქმიანობის ბრალდებით 1980-იანი წლების მეორე ნახევარში მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოზე იქნა გატანილი. სასამართლომ საბოლოო განაჩენი 1986 წელს გამოიტანა. „ნიკარაგუას წინააღმდეგ სამხედრო და გასამხედროებული მოქმედებების შესახებ“ განაჩენს ამ საკითთან მნიშვნელოვანი კავშირი გააჩნია. [4]
ნიკარაგუაში 1979 წელს მემარცხენე, სანდინისტების რევოლუციონერებმა მემარჯვენე სომოსას რეჟიმი დაამხეს და ახალი კოალიცია ჩამოაყალიბეს. სანდინისტების რევოლუციონერების მხრიდან ჩამოყალიბებულმა მთავრობამ სამხედრო ძალა საგრძნობლად გაზარდა და საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან და კუბასთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება დაიწყო. ნიკარაგუას ასეთი გადაწყვეტილება, სოციალისტური სამყაროს წინააღმდეგ გამომსვლელ ამერიკის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა რა, აშშ-ს მთავრობამ, სანდინისტების წინააღმდეგ მყოფი ოპოზიციონერებს სამხედრო, ლოგისტიკური ტაქტიკური და დაზვერვის მომზადების მხარდაჭერა დაიწყო. ნიკარაგუას მთავრობამ, აშშ-ს წინააღმდეგ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში შიდა პოლიტიკაში ჩარევის და მთავრობის წინააღმდეგ ძალის გამოყენების ბრალდებით სარჩელი შეიტანა. ნიკარაგუამ სარჩელში აღნიშნა, რომ აშშ-მ გაეროს და ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის პასუხისმგებლობები დაარღვია. აშშ-მ კი ამ არგუმენტს შეეწინააღმდეგა იმ მოსაზრებით, რომ სასამართლო გავლენას მოახდენს არა მარტო ორ მხარეს შორის არამედ, მრავალმხრივი შეთანხმებების შესაძლო დარღვევაზე, როგორიცაა გაერო და OEA, არამედ სხვა ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ ამ შეთანხმებებს. აშშ-ს აზრით სასამართლოს კოლეგია ამ საქმეს მანამ არ განიხილავდა სამან მხარეებიდან ყველა თანახმა არ იქნებოდა. სასამართლოს კოლეგიამ კი, აშშ-ს შეთავაზების მეორე პუნქტი დააკმაყოფილა. რადგან საქმეში მესამე მხარეც იყო, საქმე ემყარებოდა გაეროს და OEA პრინციპების დარღვევას რა, სასამართლოს კოლეგიამ დაამტკიცა, რომ აშშ-მ საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვია. [5]
- სხვა სახელმწიფოს სუვერენიტეტზე ძალის გამოყენება.
სასამართლოს კოლეგიის მიხედვით, აშშდარღვევებს კონტრისტების შეიარაღებით და ფინანსური დახმარებით ახორციელებდა.
- ჰუმანიტარული სამართლის ზოგადი პრინციპების საწინააღმდეგო ქმედებების წახალისება.
სასამართლოს კოლეგიამ ამ კონტექსტში აშშ-ს მთავრობის მხრიდან პარტიზანული ბრძოლებისმიმართფსიქოლოგიური დახმარების მტკიცე დეტალები გამოავლინა.
- ორმხრივი მეგობრული და სავაჭრო შეთანხმებების დარღვევა.
სასამართლო კოლეგიის მიხედვით აშშ-ს მხრიდან, ნიკარაგუაზე 1981 და 1985 წლებში დაკისრებული ეკონომიკური ემბარგო ამ შეთანხმების დარღვევის ნათელი მაგალითია.
საბოლოოდ სასამართლო კოლეგიამ, აშშ-ს ნიკარაგუისათვის 17 მილიარდი დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ნიკარაგუას სარჩელი 12 ხმით, 3-ის წინააღმდეგ დასრულდა. აღნიშნული სასამართლო ზოგიერთი თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. პირველ რიგში დადგინდა, რომ აშშ-მ, ნიკარაგუას ოპოზიციონერებს იარაღით, განათლებით, ტექნიკით და ფინანსურად დახმარება გაუწია. აშშ-ს ეს დახმარება კი იმას ნიშნავს, რომ მან, ნიკარაგუას სახით სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევას ნიშნავდა, რაც იმ ქვეყნის სუვერენიტეტს ეწინააღმდეგება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით სასამართლომ ნიკარაგუას სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. ამერიკის მხრიდან, ნიკარაგუას წინააღმდეგ ჩადენილი ეს ქმედება, გაეროს წესდების მეორე მუხლს ეწინააღმდეგება, რომელიც ძალის გამოყენებას და სხვა ქვეყნის შიდა საქმიანობაში ჩარევას კრძალავს.[6]
მას შემდეგ სასამართლომ კონტრისტების მიმართ, აშშ-ს მხარდაჭერის დეტალები გამოიძია. ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლომ „შეიარაღებული თავდამსხმელები“ ტერმინი „შეიარაღებულ დაჯგუფებებად“ შეცვალა. ანუ ამით იმის თქმა უნდოდა, რომ თითქოს და აშშ-ს ქმედება კონტრისტებისთვის იარაღის, ლოგისტიკის, ან სხვა სახის მხარდაჭერას არ მოიცავდა. სასამართლო ამტკიცებდა, რომ თუ სახელმწიფომ შეიარაღებული ბანდები გააგზავნა სხვა სახელმწიფოში, ეს იქნება შეიარაღებული თავდასხმა; მაგრამ, მათზე იარაღით ან სხვა სახის მხარდაჭერა არ შეიძლება განიხილებოდეს თავდასხმად. ამიტომ ყოველი ასეთი ქმედება მხოლოდ სხვა ქვეყნის შიდა საქმიანობაში ჩარევად შეიძლება იქნას აღქმული.
ის პირები, რომლებიც ამ სასამართლოს ადევნებდნენ თვალყურს არ შეიძლებოდა ყოფილიყო სახელმწიფოს მოხეელები, რადგან ამ შემთხვევაში შეიძლება ისინი არალეგალურად ჩათვლილიყვნენ. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, სახელმწიფო იმ პირების, რომლების ამ ტერორისტულ ქმედებებს ახორციელებდა, მათი მხარდამჭერის პოზიციაში აღმოჩნდებოდა[7] თუმცა ასევე უნდა იქნეს განხილული სახელმწიფოს საგარეო მოთამაშეების მიერ განხორციელებული ქმედებები სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამ საკითხთან დაკავშირებით, ჰააგის სასამართლოს მიერ, ნიკარაგუას საქმეზე, აშშ-ს მხრიდან სანდინისტების მმართველების და სამოქალაქოების მიმართ კონტრისტების მხრიდან შეიარაღებული თავდასხმებისათვის მათდამი იარაღით, ფინანსური და სხვა სახის დახმარებების გაწევა, აშშ-ს თავდასხმად არ იქნა აღიარებული. ამ კონტექსტში სასამართლომ ნიკარაგუას აშშ-ს მხრიდან, კონტრისტების მიმართ განხორციელებული თავდასხმების მტკიცებულებები მოსთხოვა.
აშშ, კონტრისტების გაწვრთნაში შეიარაღებაში და ოპერაციების განხორციელებაში მონაწილეობდა. მაგრამ სასამართლომ კონტრისტების, აშშ-ს მხრიდან მხარდაჭერის დაკისრების ზღვარი საკმაოდ მაღლა ასწია. თითქოს და აშშ, კონტრისტებზე საჭირო ზეგავლენას ვერ ახდენდა. ამიტომ სასამართლოს მტკიცებით კონტრისტების მიერ განხორციელებულ თავდასხმებში, აშშ პირდაპირი წესით არ მონაწილეობდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ერთი რომელიმე სახელმწიფოს სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ აჯანყებაში ან კიდევ აჯანყებულების მიმართ ლოგისტიკური და სხვა სახის დახმარებების გაწევა გაეროს კანონმდებლობის მიხედვით არასამართლიანია, მაგრამ, ამ დახმარებების „შეიარაღებული თავდასხმის“ სახით თუ არ იქნა მოხსენიებული, მაშინ შესაძლებელია.
ამიტომ, აშშ-ს მხრიდან ათასობით ტრაილერი იარაღის ტერორისტებზე მიწოდების საკითხის განხილვამდე PYD/YPG-ს PKK-სთან კავშირები უნდა იქნეს განხილული. ამ საკითხთან დაკავშირებით 2016 წლის აპრილის თვეში იმ დროინდელი, აშშ-ს თავდაცვის მინისტრის, ეშტონ კარტერი სენატში სიტყვით გამოსვლა მნიშვნელოვანია.[8] კარტერს ერთ-ერთმა სენატის წევრმა ჰკითხა: თუ გსმენიათ PYD-ს და YPG-ს შესახებ? მან ასეთი პასუხი გასცა: „დიახ.“ შემდეგ სენატორმა კარტერს ასეთი კითხვა დაუსვა: ვინ არიან ისინი? მან კი ასე უპასუხა: „ქურთული დაჯგუფებები.“ სენატორი: YPG, PYD-ს შეიარაღებული ფრთაა? კარტერი: „დიახ ეგრეა.“ სენატორი: ანგარიშის მიხედვით ამათ PKK-სთან მჭიდრო კავშირები გააჩნიათ, ეს სიმართლეა? კარტერი: დიახ.[9] ამის შემდეგ სენატმა განაცხადა, რომ PKK თურქეთის თვალში ტერ ორგანიზაცია გახლდათ, რის შემდეგაც კარტერმა ასე გააგრძელა: „PKK არა მხოლოდ თურქეთის არამედ, აშშ-ს თვალშიც ტერ ორგანიზაციაა.“
საკითხთან დაკავშირებით გაზეთ Posta-ში 2018 წლის 7 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში[10] მისი ავტორი, ნედიმ შენერი აცხადებს, რომ თურქეთი აშშ-ს წინააღმდეგ სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია, PKK-ს სირიის ფრთა PYD/YPG-სათვის მიცემული იარაღის გამო სარჩელის შეტანას აპირებს. შენერი ასევე აცხადებს, რომ საკითხთან დაკავშირებით თურქეთს უფრო ადრე უნდა ემოქმედა. შენერი თავის სტატიაში იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ აშშ-ს წინააღმდეგ საკითხთან დაკავშირებით სარჩელი, რომ შეტანილი იქნას, ამერიკას PYD/YPG-ს და PKK-ს შორის კავშირების უარყოფის შესაძლებლობაც არ აქვს, რადგან, აშშ-ს მთავრობაში ამის ამსახველი მრავალი მტკიცებულება არის.
მეორეს მხრივ, აშშ-ს მხრიდან სირიაში ტერ ორგანიზაცია PKK-ს ფრთა YPG-სათვის მხარდაჭერის საკითხთან დაკავშირებით მრავალი ინფორმაცია, თვით ამერიკის ადგილობრივ მედიაშიც გაშუქდა. ადგილობრივ მედიაში ასევე ხშირად აცხადებენ, რომ აშშ-ს მთავრობა YPG/PYD-PKK-სთან კავშირში საკუთარ კონსტიტუციასაც არღვევს. ამ ეტაპზე, ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში თეთრ სახლში შექმნილ ანტიტერორისტული დაზვერვის განყოფილების მიერ მომზადებულ ანგარიშზეც უნდა იქნეს ხაზგასმით აღნიშნული, თუ რა კავშირები აქვთ PYD-ს და PKK-ს. ასევე აშშ-ს კონსტიტუციაში მოცემული დებულება, „ჩამოთვლილი ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერა, საკონსტიტუციო სამართალდარღვევაა“ ამის შესახებ უნდა შეახსენონ.
[1] გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ 2001 წლის 28 სექტემბერს მიღებული 1373-ე რეზოლუცია შეგიძლიათ იხილოთ. https://www.un.org/en/sc/ctc/specialmeetings/2012/docs/United%20Nations%20Security%20Council%20Resolution%201373%20(2001).pdf
[2] გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ 2017 წლის 2 აგვისტოს მიღებული 2370-ე რეზოლუცია შეგიძლიათ იხილოთ.
[3] საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ. http://aa.com.tr/tr/dunya/abd-pydye-verdigi-silahlardan-dolayi-yargilanabilir/1053248
[4] აქინ ოზჩერ, „საერთაშორისო მართლმსაჯულებამ აშშ როგორ დასაჯა?“ 06.02.2018 http://serbestiyet.com/yazarlar/akin-ozcer/adalet-divani-abdyi-nasil-mahkum-etmisti-845450
[5]აქინ ოზჩერ, „საერთაშორისო მართლმსაჯულებამ აშშ როგორ დასაჯა?“ 06.02.2018 .
http://serbestiyet.com/yazarlar/akin-ozcer/adalet-divani-abdyi-nasil-mahkum-etmisti-845450
[6] Case Concerning Military And Paramilitary Activities In And Against Nicaragua (Nicaragua V. United States Of America), International Court Of Justice, 27 ივნისი 1986.
http://www.icj-cij.org/files/case-related/70/070-19860627-JUD-01-00-EN.pdf
[7]აჰმდე ჰამდი თოპალ, „საერთაშორისო სამართალში სახელმწიფოს მიერ ტერორისტების მხარდაჭერა და მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენება“, სადოქტორო დისერტაცია, ანკარის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ინსტიტუტი , 2004, ანკარა, No. 158
[8] საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ.
http://aa.com.tr/tr/dunya/abd-savunma-bakani-pkk-ile-ypg-ve-pyd-iliskisini-kabul-etti/563312
[9] საკითხთან დაკავშირებით ვიდეომასალა შეგიძლიათ იხილოთ.
https://www.c-span.org/video/?c4591267/lindsey-graham-throws-ypgjpyd-bus
[10] ნედიმ შენერი, საძიებო მტკიცებულება აშშ-ს სენატშია “Aranan Delil ABD Senatosu’nda”, გაზეთი Posta, 7 თებერვალი 2018.
http://www.posta.com.tr/aranan-delil-abd-senatosu-nda-nedim-sener-yazisi-1379577