PYD/YPG-ს მხრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევები

PYD/YPG-ს მხრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევები

899991
PYD/YPG-ს მხრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევები

PYD/YPG-ს მხრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევები

PKK/KCK შექმნიდან დღემდე აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებზე ზეწოლას და ძალადობას (თავდასხმები სოფლებზე, მკვლელობები, იძულებით გადასახლება, დაკავება, შეშინება და სხვა) ახორციელებს და რეგიონის მოსახლეობას ტერორგანიზაციაზე დამოკიდებულს ხდის. ტერორგანიზაციის სირიის განშტოება PYD/YPG-ც ასეთსავე სტრატეგიას სირიაში მცხოვრები ხალხის მიმართ ახორციელებს.

ტერორგანიზაცია PYD/YPG რეგიონში იმისათვის, რომ ერთადერთი გაბატონებული ძალა გამხდარიყო, რეგიონში მცხოვრები ქურთების, არაბების, თურქმენების და იეზიდების მსგავსი ეთნიკური ელემენტების მიმართ ეთნიკური წმენდის ჩათვლით, კაცობრიობის წინაღმდეგ დიდ დანაშაულს ჩადის. აღნიშნულ დარღვევებს ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციები აკვირდებიან და ამ ქმედებებზე თავიანთ ანგარიშებში საუბრობენ. ტერორგანიზაცია PYD/YPG-ს ძალადობის გამო ბევრი ადგილობრივი მცხოვრები იძულებით გადასახლდა და საცხოვრებელი ადგილი მიატოვა. PYD/YPG-ს გამოქცეულებმა, თურქეთის მიერ სირიელებისათვის ღია კარის პოლიტიკის გატარების შესაბამისად, როგორც უსაფრთხო ქვეყანას, თურქეთს მიანიჭეს უპირატესობა. PYD/YPG-ს მიერ ჩადენილი ამდენი ადამიანის უფლებების დარღვევების მიუხედავად, გაკეთდა პროპაგანდა, რომ ტერორგანიზაცია (ვითომდა) დეაშ-თან მებრძოლი ერთადერთი ტერორგანიზაცია იყო და გამოჩნდა, რომ საერთაშორისო ძალებმა, რომლებმაც ტერორგანიზაციას გარე მხარდაჭერა გაუწიეს, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე თვალი დახუჭეს. დეაშ-თან (ვითომდა) ბრძოლის სახელით მიღებული იარაღის და საბრძოლო მასალის უმრავლესობა ტერორგანიზაციამ რეგიონში მცხოვრები ქურთების, არაბების, თურქმენების და მათი მსგავსი ხალხების დასამორჩილებლად გამოიყენა.

მაგალითად, სირიის ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციის (SNHR)  მიერ 2016 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ PYD/YPG-ს კონტროლის ქვეშ მყოფ რეგიონებში ეთნიკური წმენდიდან თვითნებურ დაკავებამდე, იძულებით ჯარში წაყვანიდან იძულებთ გადასახლებამდე ადამიანის უფლებების დარღვევის ბევრი ფაქტი გამოვლინდა. აქვე ნათქვამია, რომ ანგარიშის გამოქვეყნების თარიღამდე მინიმუმ 407 სამოქალაქო პირი მათ შორის 51 ბავშვი, 43 ქალი და 16 წამების შედეგად,  PYD/YPG-ს მიერ იქნა მოკლული.[1]      

ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციამ HRW, 2014 წლის ივნისში გამოქვეყნებულ “Under Kurdish Rule: Abuses in PYD-Run Enclaves of Syria”-ს სახელწოდების ანგარიშში აღნიშნა, რომ ტერორგანიზაცია PYD/YPG პოლიტიკური კუთხით კონკურენტად აღქმული პირების მიმართ ხშირად ახორციელებს დაკავებას, გატაცებას, მკვლელობას და განსაკუთრებით, PYD-ს მოწინააღმდეგე პარტიების, სირიის ქურთული დემოკრატიული პარტიის (PDKS), იექითის და აზადის წევრების მიმართ ცუდ მოპყრობას და თვითნებურ დაკავებებს.[2]   

PYD/YPG-ს ეთნიკური წმენდის დონემდე ასეული ადამიანის უფლებების დარღვევების მაგალითები:

ოპოზიციის წინააღმდეგ ჩადენილი მკვლელობები

ტერორგანიზაცია PYD/YPG სირიაში არ უშვებს ალტერნატიულ სტრუქტურას და ოპოზიციის წინააღმდეგ მკვლელობებს ახორციელებს.

ტერორგანიზაცია PYD/YPG-მ მკვლელობები 2011 წლის ოქტომბერში სირიაში ოპოზიციონერი ქურთებისგან შემდგარი „მომავლის პარტიის“ ლიდერის მიშელ ტემოს[3] მკვლელობით დაიწყო. ამან რეგიონის ქურთების უმრავლესობის მწვავე რეაქცია გამოიწვია.

ოპოზიციის მიმართ თავდასხმები PYD/YPG-ს ამ მკვლელობის შემდეგაც გაგრძელდა. ერთ-ერთი საგვარეულოს ლიდერი აბდულა ბედრო და სირიის ქურთების დემოკრატიული გაერთიანების პარტიის ალეპოს განყოფილების ხელმძღვანელი შერზად ჰაჯ რეშიდი ტერორგანიზაციის მიერ განხორცილებული თავდასხმის შედეგად მოკლეს. 

ამასთანავე, სირიის ქურდისტანის დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე სალაჰ ბედრედინი ტერორგანიზაციის ზეწოლის შედეგად ერბილში გაიქცა. 

სირიაში ომამდე 12 ქურთული ჯგუფი არსებობდა ახლა კი მხოლოდ PKK/PYD არის. ასი ათასობით ქურთი ზეწოლის გამო PKK/PYD-ს კონტროლის ქვეშ მყოფი რეგიონებიდან იძულებით გადასახლდა. თურქეთს თავი 350 ათასმა სირიელმა ქურთმა შეაფარა და ამჟამადაც თურქეთში ცხოვრობენ.

ამასთან ერთად, ამუდეში 2013 წლის 27 ივნისს PYD/YPG-ს წინააღმდეგ გამართულ აქციაში მონაწილეებს PYD/YPG-ელმა ტერორისტებმა ცეცხლი გაუხსნეს და სამ დღეში 8 ადამიანი დაიღუპა. ამავე გამოსვლის დროს პარტიის უფლებამოსილი 50 წევრი PYD/YPG-ს წევრებმა YPG-ს ოფისში წაიყვანეს და სცემეს.

დარღვევები დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირთა მიმართ

ტერორისტული ორგანიზაციის მხრიდან “საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის“ მიზნით შექმნილი პოლიციური სტრუქტურის მიერ ჩადენილი დარღვევები,  ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის ანგარიშებშიც მოხვდა. უკვე დადგენილია, რომ დაკავებულების მიმართ ადგილი აქვს ხშირ წამებას, ძალადობას და ცუდ მოპყრობას, რის შედეგადაც მრავალი მათგანი დაიღუპა. HRW-ს ანგარიშის მიხედვით; აფრინში დაკავებული ჰანნაჰ ჰამდოსი, დაკავებიდან ცოტა ხნის შემდეგ მომკვდარა და იგი PYD/YPG-ს წევრების მხრიდან მისი თავის კედელზე დარტყმების შედეგად დაღუპულა. 2014 წლის თებერვალში კი 24 წლის რასვან ათაში, სერე კანიეს დასახლებაში მომხდარი შემთხვევის დროს მოკლულ იქნა  “საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის“ წევრების მხრიდან.

ანგარიშის მიხედვით; 2012-2014 წლებს შორის რეგიონში 9 გამოუმჟღავნებელი მკვლელობა და გაუჩინარების ფაქტი მომხდარა და რამდენად საკვირველიც არ უნდა იყოს, ყველა ესენი PYD/YPG-სთან ოპოზიციაში ყოფილან, ამიტომ არსებობს ძლიერი ეჭვი, რომ ისინი ტერორისტების თვითნებობის მსხვერპლნი გახდნენ.

ძალადობები ქალების და ბავშვების მიმართ

     PYD/YPG-ს ტერორისტული ორგანიზაცია, სირიის ოკუპირებულ რეგიონებში ხელისუფლების შენარჩუნების, ოპოზიციონერების დაშინების და ორგანიზაციაში წევრების მიზიდვის მიზნით ხშირად ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობას მიმართავს.

PYD/YPG-ს მხრიდან ჩადენილი ამ ფაქტების შესახებ აღნიშნულია ადამიანის უფლებათა სირიის ქსელის, SNHR-ის მიერ 2016 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში. მისი მიხედვით; 2011 და 2016 წლებში PYD/YPG-ს ტერორისტების მიერ მოკლულ იქნა 42 ქალი, რაც უკვე დამტკიცებულია. ამ ქალებიდან ერთ-ერთი, ნაბია ელ სალაჰი, 2015 წლის 14 აგვისტოს   PYD/YPG ტერორისტების მიერ 3 ტყვიით იქნა მოკლული სოფელ საი გოლში, რომელიც მდებარეობს ალეპოს მახლობლად, რაკკა-ტელ აბიადის დამაკავშირებელ გზატკეცილზე

ამ ანგარიშში კიდევ ერთი მაგალითიც იპყრობს ყურადღებას. 58 წლის ქალს, ტარფა ჰალილ ელ ჰასუდს თავის ქმარი შემოკვდომია და ამის დამალვა უცდია. მაგრამ, PYD/YPG-სტერორისტებმა გაიგეს თუ არა ამ მკვლელობის შესახებ, დაიჭირეს და თავისი სახლის ბოსელში ჩამოახრჩვეს. გარდა ამისა, ამავე ანგარიშით,  PYD/YPG-ს წევრებმა 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის ოქტომბრამდე ჰასექეში, კამიშლიში, აფრინში და ახლობელ რეგიონებში, "სავალდებულო სამხედრო სამსახურის" სახელით 88 ქალი დააკავეს.

 ეთნიკური წმენდა და ძალით მიგრაცია

იმ ადგილებში, სადაც PYD/YPG-ს ტერორისტული ორგანიზაცია აქტიურია, ქურთების გარდა მრავლად ცხოვრობენ არაბებიც, თურქმენებიც, იეზიდებიც, სომხებიც და სხვა ეთნიკური ჯგუფები. ეს ტერორგანიზაცია, რომელიც ცდილობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაიცვას თავისი სუვერენიტეტი, ამის პარალელურად რეგიონში მცხოვრებ ამ არა ქურთებს აიძულებს ძალით მიგრაციას, რათა რეგიონის დემოგრაფია ქურთების სასარგებლოდ შესცვალოს.

ადამიანის უფლებათა სირიის ქსელის (SNHR) ანგარიშში შავით თეთრზე წერია, რომ ჰასექეს დასახლებაში ქურთმა ტერორისტებმა დაახლოებით 100 თურქმენული ოჯახი ძალის გამოყენებით და ზეწოლით გაასახლეს. ეს თურქმენული ოჯახები ქურთებმა ჯერ სირიის სხვა რეგიონში ჩაასახლეს, მაგრამ, იქ ისეთ გაუსაძლის პირობებში აცხოვრეს, რომ ხსენებული თურქმენები თურქეთში გამოიქცნენ.[4]

ამავე ადამიანის უფლებათა სირიის ქსელის (SNHR) მხრიდან 2016 წლის იანვარში მომზადებული ანგარიშის მიხედვით; PYD/YPG-ს ტერორისტები ძალით შედიან არა ქურთებით დასახლებულ ადგილებში, ძარცვავენ და ანადგურებენ ყველაფერს, ახორციელებენ ეთნიკურ წმენდას, წვავენ სახლებს და მის მცხოვრებლებს აიძულებენ სხვაგან წასვლას და მიგრაციას. ამავე ანგარიშის მიხედვით; PYD/YPG-ს ტერორისტებმა ასობით სოფელი გადაწვეს, გაძარცვეს და 10 ათასობით ადამიანი, რომელთა უმრავლესობას არაბები წარმოადგენდნენ, იძულებით ადგილნაცვალი გახადეს. აი ეს ყველაფერი რომის კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად; ომის დანაშაულად, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად ითვლება. SNHR-ს მხრიდან მომზადებული ანგარიშით; ქურთმა ტერორისტებმა 9 დასახლებული პუნქტი მთლიანად დაანგრიეს და მისი მოსახლეობა იძულებით ადგილნაცვალი გახადეს, ხოლო ამის პარალელურად 19 სოფელი კი ნაწილობრივ გაანადგურეს და მათში მცხოვრები არასასურველი ადამიანები კი გააძევეს.

ამის გარდა, იმ დასახლებებშიც, რომლებიც ოკუპირებულ იქნა PYD/YPG-ს მხრიდან და რომლებშიც არა ქურთი მოსახლეობა ცხოვრობს, ქურთი ტერორისტები ამ დასახლებების მცხოვრებლებზე  მუქარისა და ძალადობის გზით ეთნიკურ წმენდას ახორციელებს. იმავე SNHR- ის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით; სულ მცირე 49 ასეთი დასახლებიდან 10 ათასობით ადამიანი ძალით იქნა დეპორტირებული. 

 

                                                                             

تجريف المنازل في قرية الرزازة غرب الحسكة.jpg görüntüleniyorტერორგანიზაცია PYD/YPG-მ 2015 წლის 26 მაისს სირიის ჰასექეს რეგიონში 26-ზე მეტ სოფელში, ადგილობრივებს სოფლების დასაცლელად 24 საათიანი ვადა მისცა. ამ სოფლებიდან ერთ-ერთის მკვიდრის ანგარიშში ასახული ჩვენება ასეთია: „PYD/YPG-ს ტერორისტები, როდესაც ჩვენს სოფელში შემოვიდნენ, აცხადებდნენ, რომ ე.წ. ქურთისტანში არაბებს და თურქმენებს ადგილი არ ჰქონდათ. მათ ასევე სოფელში რამდენიმე სახლი მთლიანად გადაწვეს.“ ანგარიშის კიდევ ერთ მაგალითში  კი ნახსენებია, რომ 2015 წლის თებერვლის თვეში ისევ ჰასექეს რეგიონში 100 თურქმენი ოჯახი ძალადობითა და წამებით აიძულეს საკუთარი სახლკარი მიეტოვებინა. აღნიშნულმა ოჯახებმა თურქეთს შეაფარეს თავი. საერთაშორისო ამინისტიის ორგანიზაციამ 2015 წლის ოქტომბერში თვითმხილველებზე და სპეციალისტებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ანგარიში სახელწოდებით, „წასასვლელი სხვა გზა არა გვაქვს“,  (We Had Nowhere Else to Go) რომელშიც ტერორგანიზაცია, PYD/YPG-ს მხრიდან განხორციელებული ეთნიკური წმენდა დეტალურად არის ასახული. ანგარიშში ასევე ტელ-ჰამისში არაბულ სოფლებში ჩატარებული კვლევები და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებიც არის აღწერილი.

იმ სოფლებში 2014-2015 წლებში 225 ათასი მოსახლე ცხოვრობდა მომდევნო ერთი წლის შემდეგ აქ მხოლოდ 14 საცხოვრებელი კორპუსი შემორჩა და ეს ყველაფერი თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებშიც ნათლად ჩანს.  საერთაშორისო ამინისტიის ექსპერტი, ლემა ფაკიჰი აცხადებს: „ტერ ორგანიზაცია PYD/YPG სამოქალაქოების საცხოვრებელ სახლებს და სოფლებს ისე ანადგურებს, რომ ისინი არანაირ ომის კანონს და საერთაშორისო ადამიანის უფლებებს არ იცავენ.“

მეომარი ბავშვები

ტერორგანიზაციაypg child soldiers ile ilgili görsel sonucu PYD/YPG-ს სირიაში განხორციელებული ტერაქტების შედეგად დაპყრობილ ტერიტორიებზე მცხოვრები უამრავი ბავშვი თავის ნაწილებში აჰყავს და შემდეგ მათ კონფლიქტების დროს წინა ხაზზე უშვებს. მრავალი საერთაშორისო შეთანხმების მიხედვით, ბავშვების ბრძოლის ველზე გაყვანა და მათი ბრძოლაში ჩართვა აკრძალულია. მაგრამ PYD/YPG-ს მიერ ამ აკრძალვების დარღვევის შესახებ ასევე მრავალ საერთაშორისო და დამოუკიდებელ ორგანიზაციების ანგარიშშია საუბარი.

 

გაეროს საერთაშორისო დამოუკიდებელი სირიის კვლევის კომისიის მიერ 2016 წლის 16 აგვისტოს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, PYD/YPG-ს ტერორისტებმა აფრინსა და ჰასექეში 12 წლის ბავშვები კონფლიქტის დროს საბრძოლველად გაიყვანეს.[5]

ypg kids ile ilgili görsel sonucuგაეროს „სირიაში ბავშვები და შეიარაღებული კონფლიქტი“ სახელწოდების ანგარიშის მიხედვით, PYD/YPG-მ ჰასექეში 14-17 წლამდე ბავშვები ტერორგანიზაციის წევრობისთვის გადაიბირა, საკონტროლო და კონფლიქტის ზონაში გამოიყენა.[6]

აშშ-ს მიერ 2016 წლის ივნისის თვეში „ადამიანით ვაჭრობის ანგარიში“ (ტრეფიკინგი) აღნიშნულია, რომ ტერორგანიზაცია PYD/YPG 15 წელს ქვემოთ ბავშვებს მის დაჯგუფებაში აწევრიანებს და ბანაკებში შესაბამისად ზრდის. ამავე ანგარიშის მიხედვით, 2015 წლის აპრილის თვეში ქალაქ აფრინში PYD/YPG-ს ტერორისტებმა 16 წლის ბავშვი (გოგონა) ძალით გამოსტაცეს ოჯახს.[7]

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ 2014 წელს „ქურთი მმართველობის ქვეშ“ (Under Kurdish Rule)  სახელწოდების ანგარიშის მიხედვით;  PYD/YPG-YPJ-ს ტერ ორგანიზაცია 18 წლამდელ ბავშვებს ბრძოლის დროს იყენებდა. ამავე ანგარიშში 59 ბავშვის სიაც არის მოცემული, რომელთა ასაკიც 10-15 წლამდეა.

 

[1] https://www.hrw.org/world-report/2016/country-chapters/syria

[2] https://www.hrw.org/report/2014/06/19/under-kurdish-rule/abuses-pyd-run-enclaves-syri

[4] http://sn4hr.org/wp-content/pdf/english/Violations_by_the_Kurdish_Self_Management_Forces_en.pdf

[5] http://www.ohchr.org/EN/HRBodies/HRC/.../A.HRC.28.69_E.doc%20%C3%96nbellek%20Benzer

[6] http://edition.cnn.com/2013/11/29/world/meast/syria-children-refugees-report/index.html

[7] https://www.state.gov/j/tip/rls/tiprpt/2016/



მსგავსი ინფორმაციები