26 ივნისი ისტორიაში

26 ივნისი ისტორიაში

320121
26 ივნისი ისტორიაში

26 ივნისი ისტორიაში

1928 წლის 26 ივნისს ახალი თურქული ანბანის მომზადების მიზნით შექმნილმა ენის საბჭომ პირველი შეკრება ანკარაში გამართა. ლათინური ანბანის თურქული ენისათვის მოსარგებად სამუშაოების ჩასატარებლად შექმნილმა სამეცნიერო საბჭომ მზადება სწრაფად დაასრულა. მუსტაფა ქემალის მიერ რესპუბლიკის დაარსების წლებშივე განზრახული ანბანის შეცვლის იდეა დროთა განმავლობაში ხალხმაც გაითავისა. ლათინურ ანბანზე გადასვლის პროცესის წარმატებისათვის მომდევნო პერიოდში ათათურქის სურვილით ეროვნული სასწავლებლებიც გაიხსნა და თურქებში წერა-კითხვის დონე მოკლე დროში გაიზარდა.

1942 წლის 26 ივნისს მეორე მსოფლიო ომის დროს მარსა მატრუჰის ბრძოლა მოხდა. ფაშისტური ქვეყნების ალიანსის წინააღმდეგ ინგლისთან ერთად ინდოეთისა და ახალი ზელანდიის შენაერთებიც იბრძოდნენ. ამ ბრძოლით ინგლისელებმა გერმანელთა და იტალიელთა წინსვლა ვერ შეაჩერეს და უკან დაიხიეს. ინგლისელების დამარცხებით, რომლებსაც ავია ბომბდამშენებისა და სამხედროების რაოდენობით უპირატესობა ჰქონდათ, ფაშისტური ქვეყნების ალიანსმა ლიბიაში კიდევ ერთ ფრონტზე გაიმარჯვა და ანტიჰიტლერულმა კოალიციამ ჩრდილოეთ აფრიკაში უკანსვლა გააგრძელა.

1951 წლის 26 ივნისს მითჰათ ფაშა სტამბოლში გადაასვენეს და თავისუფლების მონუმენტთან დაკრძალეს. ოსმალეთის ერთადერთი კონსტიტუციის ავტორი, მითჰათ ფაშა, აბდულაზიზის ტახტიდან ჩამოგდებით დასრულებული სამხედრო გადატრიალების მოწყობაში დაადანაშაულეს, ატ ტაიფში გადაასახლეს და 1884 წელში იქ მოკლეს.

1960 წლის 26 ივნისს მადაგასკარმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყანა მადაგასკარმა ასეულობით წლიანი კოლონიალიზმის წინააღმდეგ საფრანგეთისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1600-იან წლებში საფრანგეთის მიერ თავის კოლონიად ქცეულ ქვეყანაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა დაიწყო, რის შედეგადაც დაახლეობით 100 ათასი ადამიანი დაიღუპა. მადაგასკარში, რომელიც წლების მანძილზე პარიზიდან იმართებოდა როგორც ავტონომიური რესპუბლიკა, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 15 წლის შემდეგ დემოკრატიული სახელმწიფო დაარსდა. ახალი რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ ფრანგმა სამხედროებმა მთლიანად დატოვეს კუნძული.

2002 წლის 26 ივნისს თურქული კინოს ცნობილი მსახიობი თურგუთ ოზათაი გარდაიცვალა. მან 497 ფილმში მიიღო მონაწილეობა. ოზათაიმ პირველი როლი ფილმ „გმირ მეზღვაურებში“ განასახიერა. იგი ხშირად ასახიერებდა უარყოფით გმირებს და ისეთ ცნობილ მსახიობებთან ერთად თამაშობდა ფილმებში, როგორებიცაა ქემალ სუნალი და ჯუნეით არქინი.

 


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ივნისი

მსგავსი ინფორმაციები