23 ივნისი ისტორიაში

23 ივნისი ისტორიაში

314675
23 ივნისი ისტორიაში

23 ივნისი ისტორიაში 

1894 წლის 23 ივნისს ფრანგი ისტორიკოსისა და პედაგოგის პიერ კუბერტენის ინიციატივით საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი შეიქმნა, რომლის ცენტრი შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში განლაგდა და სწორედ ეს კომიტეტი გახდა დღევანდელი ზაფხულის ოლიმპიადების ორგანიზატორი. ამ კომიტეტმა პირველი ყრილობა პარიზის სორბონის უნივერსიტეტში გამართა და მასში მონაწილეობა მიიღო 2 ათასმა დელეგატმა მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, რომლებმაც ამავე ყრილობაზე ოლიმპიური თამაშების წესები და პრინციპებიც მიიღეს. აქვე მიღებული გადაწყვეტილებით პირველი ოლიმპიადა 1896 წელს ათენში ჩატარდა

1939 წლის 23 ივნისს ჰათაის ოლქი ჩამოერთვა სირიას და იგი თურქეთის რესპუბლიკას გადაეცა. ეს დადგენილება მიღებულ იქნა ანკარაში თურქეთ-საფრანგეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე. ეს ქალაქი, რომელიც ხმელთაშუაზღვის სანაპიროზე, სირიის ჩრდილო დასავლეთში და თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთში მდებარეობს, პირველი მსოფლიო ომის დროს ჯერ ინგლისელებმა, შემდეგ ფრანგებმა დაიპყრეს და 1939 წლამდე ფრანგების კონტროლ ქვეშ დარჩა. ათათურქის ინიციატივით ერთა ლიგაში მიღებული დადგენილებით 1938 წელს ამ ოლქში რეფერენდუმი გაიმართა და მოსახლეობამ თურქეთში შესვლას დაუჭირა მხარი, რის კვალდაკვალ თურქეთმა და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს შესაბამის შეთანხმებას

1941 წლის 23 ივნისს თურქეთის რესპუბლიკის მიერ შეკვეთილი და ინგლისში დამზადებული წყალქვეშა გემი სახელწოდებით “რეფაჰ შილები“ თურქეთის ხმელთაშუაზღვისპირა საპორტო ქალაქ მერსინიდან გეზს ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიისაკენ აიღებს, მაგრამ, დღემდე დაუდგენელი ერთი წყალქვეშა გემის მხრიდან კუნძულ კვიპროსის მიდამოებში ჩაძირულ იქნა. ამ ტრაგედიის შედეგად 168 კაცი დაიღუპა და თურქეთის დიდმა ეროვნულმა მეჯლისმა საქმის მოკვლევის გადაწყვეტილება გამოიტანა, თუმცა, დღემდე ვერ იქნა დადგენილი, თუ რომელი ქვეყნის წყალქვეშა გემმა ჩაძირა ეს თურქული გემი. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას ინგლისიც და გერმანიაც ცდილობდნენ თავიანთ მხარეზე გადაებირებინათ თურქეთი და ამიტომ იმ დროინდელი თურქი ლიდერების და საზოგადოების აზრით სწორედ ამ ქვეყნებს შეეძლოთ დაშინების მიზნით თურქული გემის ჩაძირვა


1960 წლის 23 ივნისს ანკარაში გარდაიცვალა ცნობილი თურქი პედაგოგი, მკვლევარი და სოფლის ინსტიტუტების დამაარსებელი ისმაილ ჰაქქი ტონგუჩი. მან ლიცეუმი პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, ძალიან ცუდ პირობებში დაასრულა, რის კვალდაკვალ იგი გერმანიაში წავიდა და იქ დაეუფლა უმაღლეს განათლებას. ბატონი ისმაილი 1919 წელს თურქეთში დაბრუნდება და ქალაქ ესკიშეჰირის პედაგოგიურ სასწავლებელში მასწავლებლად დაიწყებს მუშაობას. 1925 წელს მას ანკარაში გადაიყვანენ და განათლების სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე დაიწყებს მუშაობას. სწორედ აქ მუშაობისას გამოვა სოფლის ინსტიტუტების შექმნის ინიციატივით და ანატოლიის ოთხივ კუთხეში გაიხსნება ათასობით სასწავლებელი, რომელთა წყალობითაც თურქეთის ახალგაზრდა რესპუბლიკაში მაქსიმუმამდე აიყვანენ განათლების დონეს

 


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ივნისი

მსგავსი ინფორმაციები