22 ივნისი ისტორიაში

22 ივნისი ისტორიაში

313063
22 ივნისი ისტორიაში

22 ივნისი ისტორიაში    

1633 წლის 22 ივნისს ინკვიზიციის სასამართლომ ჩამოხრჩობის განაჩენი გამოუტანა იტალიელ ფიზიკოსს და ასტრონომს გალილეო გალილეის. სიკვდილის განაჩენის გამოტანის მიზეზი გახდა მისი თეორემა დედამიწის თავის ღერძის გარშემო და მზის გარშემო ტრიალის შესახებ. მან ეკლესიის გულისწყრომა დაიმსახურა 1632 წელს გამოცემული წიგნით, რომლის სახელწოდება იყო “საუბარი ორი სამყაროს სისტემის შესახებ“. ამ წიგნის გამო იგი რომში დაიბარეს და ინკვიზიციის სასამართლომ სიკვდილის განაჩენი გამოუტანა, მაგრამ, თავისი თეორიის უარყოფის შემდეგ ეს განაჩენი 70 წლის გალილეის შინაპატიმრობით შეუცვალეს რა, იგი 1642 წელს გარდაიცვალა. ზოგიერთი წყაროებით სასამართლოს მხრიდან განაჩენის გამოტანის შემდეგ გალილეის ფეხები მიწაზე დაუბრახუნებია და უთქვია: თქვენ რაც გინდათ ის ჰქენით, დედამიწა მაინც ბრუნავსო.

1691 წლის 22 ივნისს ქალაქ ედირნეში გარდაიცვალა ოსმანეთის იმპერიის რიგით მე-20 სულთანი სულეიმან მეორე. იგი მაშინ ავიდა ტახტზე, როცა ოსმანეთმა წარუმატებელი ვენის ალყის შემდეგ დასუსტება დაიწყო და კუნძული მორო კი ვენეციელებმა დაიპყრეს. სულეიმან მეორე ტახტზე 1687 წელს, მეჰმეტ მეოთხის ჩამოგდების შემდეგ ავიდა და მხოლოდ 4 წელს იმეფა. მისი მეფობის წლებში ოსმანეთმა უკვე ეკონომიკური დაღმასვლაც დაიწყო, რამაც ქვეყანაში ყაჩაღობის გავრცელებას შეუწყო ხელი. სულეიმან მეორეს მემკვიდრე ვაჟი არ ჰყავდა და მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტზე უმცროსი ძმა აჰმეტ მეორე ავიდა

1919 წლის 22 ივნისს ოსმანეთის ოფიცერმა მუსტაფა ქემალ ფაშამ ე.წ. ამასიის დეკლარაცია გამოსცა, რომლითაც მან სათავე დაუდო ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლოს დაწყებას, ამიტომაც ზოგიერთები ამ დეკლარაციას საერთო ეროვნული აჯანყების მანიფესტსაც ეძახიან. მასში თურქი ოფიცერი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ დასავლელი ინტერვენტების ოკუპაციის ქვეშ მყოფი სამშობლო განთავისუფლებას საჭიროებდა. ე.ი. ფაქტიურად ამასიის დეკლარაცია დამოუკიდებლობის და ოსმანეთის ადგილზე თურქეთის რესპუბლიკის შექმნის დაწყების დოკუმენტი იყო. ამასიის დეკლარაცია ჯერ სივასის და შემდეგ ერზრუმის კონგრესებზე დაამტკიცეს, რის კვალობაზე დაიწყო მზადება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისათვის

1941 წლის 22 ივნისს ფაშისტური გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. გერმანიამ ელვისებური თავდასხმის გეგმა მოამზადა, რომელსაც “ბარბაროსის მოძრაობა“ შეარქვა და ამ გეგმით იგი საბჭოთა კავშირის უმოკლეს დროში ოკუპირებას ითვალისწინებდა. გერმანიას ამ გეგმის განხორციელებას მხარს უჭერდნენ მისი მოკავშირე იტალია და რუმინეთი. მართლაც გერმანიის ჯარები ელვის სისწრაფით წავიდნენ წინ და მოსკოვს, ლენინგრადს და ვოლგოგრადს მიადგნენ, მაგრამ, ამის შემდეგ მათ უკან დახევა დაიწყეს და 1945 წლის 8 მაისს გერმანიამ დამარცხება აღიარა რა, მას შემდეგ 9 მაისს საბჭოთა კავშირში გამარჯვების დღედ აღნიშნავენ. აღმოსავლეთის ფრონტზე გერმანიამ და მისმა მოკავშირეებმა 250 ათასი ჯარისკაცი დაკარგეს, მათთან ბრძოლაში 1 მილიონამდე საბჭოელი ჯარისკაცი და 5 მილიონამდე სამოქალაქო პირი დაიღუპა


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ივნისი

მსგავსი ინფორმაციები