21 ივნისი ისტორიაში

21 ივნისი ისტორიაში

311846
21 ივნისი ისტორიაში

21 ივნისი ისტორიაში

1037 წლის 21 ივნისს ქალაქ ჰამადანში წუთისოფელს გამოეთხოვა იმ დროის მსოფლიოში ცნობილი ისლამური მოაზროვნე, მეცნიერი, ფილოსოფოსი, ასტრონომი, მათემატიკოსი, ფიკიჰი და ექიმი იბნი სინა. მისმა მრავალმხრივმა ნაწარმოებებმა და აზროვნებამ უდიდესი ზეგავლენა მოახდინა მის დროინდელ და მომდევნო თაობის აღმოსავლელ თუ დასავლელ მეცნიერებზე და მოაზროვნეებზე. სწორედ პირველმა მან წამოაყენა ავადმყოფი ადამიანების მუსიკით განკურნების წინადადება და ეს მეთოდი მან საკმარისად განავითარა კიდეც. მის ყველაზე განთქმულ ნაწარმოებს “სამედიცინო კანონები“ წარმოადგენს, რომელშიც გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე დეტალურად საუბრობს და მისი ეს წიგნი მრავალი საუკუნეების განმავლობაში ისწავლებოდა როგორც აღმოსავლეთის, ასევე დასავლეთის უნივერსიტეტებშიც. იბნი სინას ფილოსოფიურ აზროვნებას დღესაც არ დაუკარგავს ხიბლი და მისი წიგნები დღესაც კი ძალზედ პოპულარულნი არიან

1934 წლის 21 ივნისს ახალგაზრდა თურქეთის რესპუბლიკაში გვარის შესახებ კანონი გამოიცა და სწორედ ამ თარიღიდან გადავიდნენ გვარზე, როცა მანამდის ადამიანები მამის ან ადგილის, ანდა ზედ მეტსახელით სახელით მოიხსენიებოდნენ. ამ კანონით კი ყველა მოქალაქეს სახელის გარდა გვარიც უნდა ჰქონოდა, რომელსაც მთელი ოჯახი ან საგვარეულო გამოიყენებდა. ეს კანონი პირდაპირ იმ დროინდელ პრეზიდენტ ქემალ ფაშას ათათურქის მითითებით გამოიცა და გვარების შემოღებით თურქულ საზოგადოებაში არსებული დიდი ქაოსი მოწესრიგდა, თანაც ამავე კანონით ისეთი წოდებები და ჩინები გაუქმდა, როგორებიც იყო აღა, ბეი, ჰაჯი, მოლა, ეფენდი, ხანუმა, ფაშა და ა.შ. სწორედ ამ კანონის შემდეგ მიანიჭა თურქმა ხალხმა მუსტაფა ქემალს ათათურქის გვარი

1970 წლის 21 ივნისს გარდაიცვალა ინდონეზიის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ლიდერი, ამ ქვეყნის დამაარსებელი და პირველი პრეზიდენტი აჰმეტ სუკარნო. სიკვდილის წინ იგი შინაპატიმრობაში იმყოფებოდა ამ ქვეყნის დედაქალაქ ჯაკარტაში. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ დაიწყო მან დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა, რის გამოც ჰოლანდიის სასამართლომ მას 2 წლის პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო სასჯელის მოხდის შემდეგ 8 წლიანი გადასახლებაც მიუსაჯეს. მეორე მსოფლიო ომის წლებში იგი იაპონიის მთავრობის მრჩეველი იყო და მხარს უჭერდა იაპონიის ბრძოლას დასავლეთის წინააღმდეგ. 1945 წელს კი მისი ხელმძღვანელობით გაიმარჯვა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა ბრძოლამ რა, ჰოლანდიისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და ქვეყნის პირველი პრეზიდენტი გახდა. იგი არც ამერიკის და არც საბჭოთა კავშირის მფარველობის ქვეს არ შევიდა და დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას აწარმოებდა. იგი ხელისუფლებიდან სამხედრო ხუნტამ ჩამოაგდო და სიკვდილამდე ჯაკარტაში შინაპატიმრობაში იმყოფებოდა

დღეს 21 ივნისია და ეს არის წელიწადში ყველაზე გრძელი დღე და ხვალიდან უკვე დღე დამოკლებას დაიწყებს, ხოლო ამის პარალელურად ჩრდილოეთ პოლუსი ზაფხულზე, ხოლო სამხრეთ პოლუსი კი ზამთარზე გადადის, ამიტომაც სამხრეთში ყველაზე მოკლე, ჩრდილოეთში კი ყველაზე გრძელი დღეა.


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ივნისი

მსგავსი ინფორმაციები