20 ივნისი ისტორიაში

20 ივნისი ისტორიაში

310642
20 ივნისი ისტორიაში

20 ივნისი ისტორიაში

1481 წლის 20 ივნისს ბეიაზიდ მეორესა და მის ძმას ჯემ სულთანს შორის ტახტისათვის საბრძოლველად იენიშეჰირის ბრძოლა მოხდა. ფათიჰ სულთან მეჰმედის გარდაცვალების შემდეგ ოსმალეთში ორ ძმას შორის დაწყებულ და უცხოური სახელმწიფოების ჩართვით გაგრძელებულ ტახტისათვის ბრძოლაში ჯემ სულთანი აფშინოღლუ იაკუბ ბეის დახმარებით იენიშეჰიის ბრძოლაში დამარცხდა და ესქიშეჰირში, იქედან კი კონიაში და შემდეგ ადანაში გაიქცა. ჯემ სულთანის დამარცხების ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი აფშინოღლუ იაკუბის და მის დაქვემდებარეში მყოფი შენაერთების ღალატი და ომის დროს ბეიაზიდ მეორის მხარეზე გადასვლა გახდა. ჯემ სულთანი იენიშეჰირის ომის შემდეგ ბეიზადის მოწოდებებს არ დაემორჩილა და ბრძოლა განაგრძო. იგი ეგვიპტეში იქედან ბალკანეთში, შემდეგ კი ევროპაში გადავიდა და დასვლეთის მხარდაჭერით დიდი ხნის მანძილზე ტახტზე ასვლას ცდილობდა, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია.

1976 წლის 20 ივნისს კვიპროსის თურქულ ფედერალულ სახელმწიფოში პირველად გამართულ არჩევნებში რაუფ დენქთაში სახელმწიფოს მეთაურად იქნა არჩეული. 1974 წლის კვიპროსის სამშვიდობო ოპერაციის შემდეგ დენქთაშის და თურქეთის რესპუბლიკის მცდელობით შექმნილ კვიპროსის ფედერალურ სახელმწიფოში ჩატარებულ არჩევნებში დენქთაშმა ხალხის დიდი მხარდაჭერა მოიპოვა და 1981 წელში მეორე ვადით იქნა არჩეული პრეზიდენტად. რაუფ დენქთაშმა 1983 წელში ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული სახელმწიფო გამოაცხადა და 1985, 1990, 1995 და 2000 წლებში ოთხჯერ იქნა არჩეული პრეზიდენტად. 2005 წელს ჩატარებულ არჩევნებში კი თანამდებობა მეჰმედ ალი თალათს გადააბარა.

1997 წლის 20 ივნისს პოეტი ჯაჰით კულები გარდაიცვალა. კულებმა სტამბოლის პედაგოგიური სასწავლებლის თურქული ენისა და ლიტერატურის განყოფილების დასრულების შემდეგ ანკარის სახელმწიფო კონსერვატორიასა და ანკარის გაზის ლიცეუმში ლიტერატურის პედაგოგად დაიწყო მუშაობა. ერთი პერიოდი განათლების სამინისტროს რევიზორისა და შვეიცარიაში კულტურის ატაშეს თანამდებობზეც მუშაობდა. პოეტმა პირველი ლექსები ჟურნალებში 1938 წელში გამოაქვეყნა, ხოლო მას დიდი პოპულარობა 1950-იან წლებში გამოქვეყნებულმა ლექსებმა მოუტანა. ჯაჰით კულები, რომელიც 1940-იან წლებში თურქული ლექსის განახლების მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო, დიდი ხნის მანძილზე თურქული ენის სახელმწიფო ორგანიზაციაშიც მუშაობდა. მან მრავალი მნიშვნელოვანი ნაწარმოები შემატა თურქულ ლიტერატურას.

2004 წლის 20 ივნისს კინოსა და თეატრის თურქი მსახიობი ენგინ ინალი 64 წლის ასაკში სტამბოლში სიმსივნით გარდაიცვალა. სტამბოლის უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ ხელოვანი გალათასარაის ლიცეუმსა და მარმარას უნივერსიტეტში პედაგოგად მუშაობდა. კინოკარიერა ენგინ ინალმა 1965 წელში დაიწყო ფილმ „საყვარელ მასწავლებელში“ შესრულებული როლით, რასაც მოჰყვა როლები თეატრებსა და სერიალებში. მან თარგმნა ასევე 50-მდე წიგნი და ენციკლოპედია. ანტალიის 22-ე კინოფესტივალზე ენგინ ინალი მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლად იქნა დასახელებული.


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ივნისი

მსგავსი ინფორმაციები