14 ივნისი ისტორიაში

14 ივნისი ისტორიაში

303249
14 ივნისი ისტორიაში

14 ივნისი ისტორიაში

1752 წლის 14 ივნისს ცნობილმა ამერიკელმა სახელმწიფო მოღვაწემ და მეცნიერმა ბენჟამინ ფრანკლინმა პირველად ისტორიაში ფრანის საცდელი ფრენა მოაწყო, რისთვისაც მან ფრანის წვერზე მეტალისგან დამზადებული გასაღები მიამაგრა და ეს ფრანი წვიმიან ამინდში ღრუბლებისკენ ააფრინა. როცა ფრანს მეხი მოხვდა, მეტალის გასაღებმა ნაპერწკლები გამოყარა და იქაურობა გაანათა. ამით მან დაამტკიცა, რომ წვიმის ღრუბლები ელექტრიკით არის დატვირთული და მეხი ამ ელექტრიკის განტვირთვას წარმოადგენს. სამწუხაროდ ექსპერიმენტის დროს მისი ორი თანაშემწე მეხისგან დაიღუპა, რის შემდეგაც მან თავისი ყველაზე უდიდესი გამოგონება, მეხამრიდი გამოიგონა

1920 წლის 14 ივნისს ცნობილი გერმანელი მოაზროვნე და სოციოლოგი მაქს ვებერი პნევმონიის დაავადების, ე.ი. პანდემიური გრიპისგან გარდაიცვალა. მაქს ვებერმა შეიმუშავა ფილოსოფიური მიდგომა სოციალური მეცნიერებებისადმი და სოციოლოგიის თეორიის კონცეპტუალური ჩარჩოები. მისი ფილოსოფია მიჯნავს რადიკალურ განსხვავებას „ფენომენს“, ანუ გარე სამყაროს შეცნობასა და „ნოუმენს“ — აღქმით შემეცნებას შორის, რომლის საფუძველია სხვაობა ბუნებრივ და სოციალურ მეცნიერებებს შორის. მისი ნაშრომების დიდი რაოდენობიდან და მოცულობიდან ყველაზე მნიშვნელოვნად მიჩნეულია: „ეკონომიკა და საზოგადოება“, „პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმის სული“ და „ზოგადი ეკონომიკის ისტორია. მან შემოქმედებითი აქტიურობა 1890 წლიდან დაიწყო, თუმცა 1903 წელს უარი თქვა პროფესორობაზე. პირველი მსოფლიო ომის დროს მაქს ვებერი ვერსალის ზავში მონაწილე გერმანული დელეგაციის კონსულტანტი იყო


1940 წლის 14 ივნისს გერმანელებმა საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი დაიპყრეს. როგორც ცნობილია 1940 წლის მაისიდან დაწყებული გერმანიამ ჯარები დასავლეთ ფრონტის ხაზზე გადაიყვანა და ჯერ ჰოლანდია, შემდეგ კი ბელგია და საფრანგეთი დაიპყრო. მცირე ხანში გერმანიამ საფრანგეთის უდიდესი ნაწილზე კონტროლი დაამყარა, ხოლო პარიზის აღების შემდეგ საფრანგეთის მთავრობა პარიზიდან ბორდოში გადავიდა. გერმანიის საფრანგეთზე თავდასხმის დროს ნაცისტებმა 100 ათასზე მეტი ფრანგი ჯარისკაცი და 80 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

2001 წლის 14 ივნისს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია შეიქმნა, რომელშიც დამფუძნებლების სახით შევიდნენ რუსეთი, ჩინეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი, შემდეგ მათ შეუერთდა უზბეკეთიც და დღეს ამ ორგანიზაციას 5 წევრი ჰყავს. ასეთი ორგანიზაციის შექმნის ინიციატივა ეკუთვნის ჩინეთს და ამის წინადადება მან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წამოაყენა, რათა ჯერ ერთი ხსენებული ქვეყნების საზღვრების უსაფრთხოება დაცულიყო, ხოლო მეორეს მხრივ მათ შორის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთთანამშრომლობა გაფართოებულიყო. სინამდვილეში ეს ორგანიზაცია დასავლეთის საპირისპიროდ შეიქმნა და მიზნად ისახავს მსოფლიოს მოდებული აშშ-ს ზეგავლენისათვის წინააღმდეგობის გაწევას და პირველად მათი დაპირისპირება სირიის საკითზე მოხდა, როცა დასავლეთი ესადის წინააღმდეგ გამოდის, ჩინეთმა და რუსეთმა პირიქით, ესადის მხარდაჭერა გამოთქვეს

 


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ივნისი

მსგავსი ინფორმაციები