1 ივნისი ისტორიაში

1 ივნისი ისტორიაში

299469
1 ივნისი ისტორიაში

1 ივნისი ისტორიაში  

1453 წლის 1 ივნისს თურქებმა მეჩეთად გადაქცეულ აიასოფიაში პირველი პარასკევის ლოცვა 2 დღის წინ დაპყრობილ სტამბოლში ჩაატარეს და ამ ნამაზს წარუძღვა სტამბოლის დაპყრობი სულთნის მეჰმეტ მეორის მოძღვარი აქშემსეტტინი, ხოლო მლოცველთა შორის სულთანთან ერთად სტამბოლის დაპყრობაში მონაწილე სარდლები და ჯარისკაცებიც იყვნენ. აქშემსეტტინი იმ დროს არა მხოლოდ ოსმანეთის, არამედ აზიის და საერთოდ იმ დროინდელი მსოფლიოს ყველაზე უდიდეს მოაზროვნედ და მეცნიერად ითვლებოდა რა, ოსმანეთის პირველ ვეზირს და მეჰმეტ მეორის მოძღვარსაც წარმოადგენდა

1831 წლის 31 მაისს ინგლისელმა მოგზაურმა და მკვლევარმა ჯეიმს კლარკ როსსიმ ჩრდილოეთ პოლუსი აღმოაჩინა. მას ამ აღმოჩენის დროს თან ახლდა ინგლისელი საზღვაო ოფიცერი უილიამ პარი და ისინი გაოცებულნი დარჩნენ, როცა ხმელეთის ნაცვლად მათ ყინულოვანი მასა დახვდათ. ჩრდილოეთ პოლუსის აღმოჩენის შემდეგ მათ მოგზაურობა გააგრძელეს და ბოლოს, 1839 წელს მათვე სამხრეთ პოლუსს ჩააღწიეს, სადაც ამჟამად როსის სახელის მატარებელი კუნძულიც აღმოაჩინეს. მათვე ანტარქტიდის გარშემო მრავალი კუნძული აღმოაჩინეს და როსის სახელი მიენიჭა ყინულოვან შელფს და ყინულის ზღვას

1911 წლის 1 ივნისს შეიქმნა თურქეთის საჰაერო ძალები, რომელიც ოსმანეთის არმიას დაექვემდებარა და თავიდან იგი ერთი კომისიის სახით მოქმედებდა. ოსმანეთი საჰაერო ძალების აუცილებლობაში დარწმუნდა იტალიასთან ტრიპოლისათვის ბრძოლის დროს, როცა იტალიის თვითმფრინავებმა დაბომბეს ოსმანეთის პოზიციები და დიდი დარტყმა მიაყენეს ცოცხალ ძალებსაც და ტექნიკასაც, თორემ მანამდის ოსმანები უკვე ამარცხებდნენ კიდეც იტალიის ჯარებს. თურქეთის საჰაერო ძალების დაარსების დადგენილება სამხედრო მინისტრმა მაჰმუტ შეფქეთ ფაშამ გამოიტანა და მანვე მომდევნო 1912 წელს პილოტის პროფესიის შესასწავლად 8 თურქი ოფიცერი მიავლინა საფრანგეთს. როცა იმავე წელს ბალკანეთის ომი დაიწყო, ოსმანეთს უკვე 17 საკუთარი თვითმფრინავი გააჩნდა. საჰაერო ფლოტის განვითარებას დიდი ყურადღება მიექცა თურქეთის რესპუბლიკის შექმნის შემდეგ და დღეს იგი მსოფლიოში ყველაე განვითარებულ მეხუთე ფლოტს წარმოადგენს

1967 წლის 1 ივნისს ყველა დროის ყველაზე საუკეთესო ალბომი სახელწოდებით “Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band” გამოსცა ინგლისურმა როკ ჯგუფმა “The Beatles”-მა. ეს იყო ამ ჯგუფის დაშლის წინა ბოლო ალბომი და მასში შემოქმედების უმაღლეს მწვერვალზე ავიდნენ ჯგუფის წევრები რა, ამის შემდეგ სამწუხაროდ ბითლზი დაიშალა და მისმა წევრებმა ცალ ცალკე გააგრძელეს მუსიკალური მოღვაწეობა. ხსენებული ალბომი წინა ალბომებისაგან განსხვავებით გარკვეულ საზოგადოებას კი არა, არამედ ფართო აუდიტორიას მიმართავდა, თანაც ყველაზე მკვეთრად თავიანთი სტილი კვარტეტის წევრებმა სწორედ ამ ალბომში გამოაჩინეს. ალბომში სულ 13 სიმღერა შედიოდა და მილიონობით ტირაჟით გაიყიდა რა, ყველა დროის რეკორდიც მოიხსნა

 


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ისტორია , #ივნისი

მსგავსი ინფორმაციები