16 მაისი ისტორიაში

16 მაისი ისტორიაში

276770
16 მაისი ისტორიაში

16 მაისი ისტორიაში

1926 წლის 16 მაისს ოსმალეთის სახელმწიფოს ბოლო ფადიშაჰი ვაჰდეთთინი გარდაიცვალა. ოსმალეთის სახელმწიფოს 36-ე და ბოლო ფადიშაჰი მეჰმედ მეექვსე ვაჰდეთთინი იტალიის სან რემოს რეგიონში გულის შეტევის შედეგად 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. 57 წლის ასაკში მეჰმედ მეხუთე რეშადის მაგიერ ტახტზე ასული ვაჰდეთთინი ქვეყანას 4 წლის მანძილზე მართავდა. სწორედ ამ პერიოდში პირველი მსოფლიო ომის ყველაზე ცუდი პერიოდი იდგა. იგი იძულებული იყო ასევე ებრძოლა გაერთიანება და პროგრესის პარტიასთან რომელიც 1913 წლიდან იმპერიას მართავდა. ამ ორ დიდი პრობლემასთან საბრძოლველად ტახტზე ასვლისტანავე მეჰმედ მეექვსემ მუსტაფა ქემალ ფასა სირიის ფრონტის სარდლად დანიშნა. განმანთავისუფლებელი ბრძოლის შემდეგ თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის მიერ მიღებული კანონით სასულთნოს გაუქმების შემდეგ მეჰმედ მეექვსე დოლმაბაჰჩეს სასახლიდან ინგლისური დაჯავშნული მანქანით გამოვიდა და მალტაში გაემგზავრა, იქედან იტალიაში ბოლოს კი სან რემოში ჩავიდა. მეჰმედ მეექვსის ცხედარი დამასკოში მდებარე სულეიმანიეს მეჩეთის ეზოში დაკრძალეს.

1929 წლის 16 მაისს დღევანდელი სახელით ოსკარის, კინო ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის ჯილდოების გადაცემა ლოს ანჯელესში დაიწყო. ოსკარებით დაჯილდოების ცერემონია, რომელზედაც ყოველწიურად ათობით ფილმი სხვადასხვა კატეგორიაში მეტოქეობას უწევს ერთმანეთს, დღეს მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა კინემატოგრაფიის სფეროში. ოსკარი 15კატეგირიაში გაიცემა და ხმის მიმცემ წევრთა რაოდენობა დაახლოებით 6 ათასია.

1943 წლის 16 მაისს ვარშავის გეტოს აჯანყება დასრულდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაული და პოლონური წინააღმდეგობის ძალებმა ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ აჯანყება მოაწყვეს ოკუპირებული პოლონეთის დედაქალაქის ტერიტორიაზე, რომელიც მიზნად ისახავდა ნაცისტური გერმანიის ძალების მიერ ვარშავის გეტოს ლიკვიდაციის თავიდან არიდებასა და გეტოში მყოფი ადამიანების გადარჩენას.აჯანყება გერმანელთა მიერ გეტოს დარჩენილი მოსახლეობის ტრებლინკას საკონცენტრაციო ბანაკში გადაყვანის გადაწყვეტილებას მოჰყვა. აჯანყება 1943 წლის 18 იანვარს დაიწყო, ხოლო მისი ძირითადი შეიარაღებული ფაზა იმავე წლის 16 მაისამდე გაგრძელდა. აჯანყებულები რამდენიმე კვირის განმავლობაში უწევდნენ ძლიერ წინააღმდეგობას გერმანულ ძალებს თუმცა აჯანყებულები გერმანულმა ძალებმა გაანადგურეს. ბრძოლის შედეგად გერმანელებმა გეტო მთლიანად დაანგრიეს.

1975 წლის 16 მაისს ევერესტი პირველმა ქალმა მთასვლელმა იაპონელმა იუნკო ტაბეიმ დალაშქრა. ჩინეთ-ნეპალის საზღვარზე მდებარე 8848 მეტრის სიმაღლის ევერესტის დალაშქვრის შემდეგ ტაბეიმ 7 კონტინენტის უმაღლესი 7 მწვერვალიც დაიპყრო და მსოფლიოს საუკეთესო მთასვლელების სიაში შევიდა. ევერესტზე პირველი წარმატებული ასვლა 1953 წელში ახალმა ზელანდიელმა ედმონდ ჰილარიმ და ნეპალელმა ტენზინგ ნორგაიმ განახორციელეს.


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #მაისი , #ისტორია

მსგავსი ინფორმაციები