15 მაისი ისტორიაში

15 მაისი ისტორიაში

275380
15 მაისი ისტორიაში

15 მაისი ისტორიაში

1856 წლის 15 მაისს ანატოლიისა და რუმელის შუქურებმა დაიწყეს ფუნქციონირება. ისტორიული ანატოლიისა და რუმელის შუქურები ფრანგებმა სტამბოლის სრუტეზე ააგეს და მათვე აამუშავეს იგი. სტამბოლის სრუტის შავ ზღვასთან შეერთების ჩრდილოეთ წერტილში აგებული შუქურები ყირიმის ომის დროს სრუტის შავი ზღვის ნაპირის გასანათებლად და უსაფრთხო ხედვის უზრუნველსაყოფად აიგო. ერთმანეთისაგან ორი საზღვაო მილის დაშორებით მდებარე შუქურების მართვის უფლება 1933 წელს ფრანგებს ჩამოერთვათ და მთლიანად თურქებს გადაეცათ. თავდაპირველად შუქურების განათება კეროსინის მეშვებით ხდებოდა, დღეს კი მას ელექტრო ენერგიით ანათებენ.

1919 წლის 15 მაისს იზმირში გარდაიცვალა განმანთავისუფლებელი ბრძოლის გმირი, თურქი ჟურნალისტი, ჰასან თაჰსინი. ლიცეუმის დამთავრების შემდეგ ჰასან თაჰსინმა ჟურნალისტობა დაიწყო და იგი განმანთავისუფლებელი ომის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა. ჰასან თაჰსინმა 20 ათასი კაცით იზმირში შესული ბერძნების წინააღმდეგ პირველმა გახსნა ცეცხლი, ბერძენთა დროშებს ესროლა, რის შემდეგაც იგი ბერძენი სამხედროების მხრიდან თავდასხმის შედეგად იქნა მოკლული. ჰასან თაჰსინის ეს მოქმედება განმანთავისუფლებელი ბრძოლის დამწყებ ტყვიად შევიდა ისტორიაში. 1974 წელში ჰასამ თაჰსინის მიერ გასროლილი პირველი ტყვიის მემორიალი იზმირში ქონაქის მოედანზე გაიხსნა.

1935 წლის 15 მაისს მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა მოსკოვის მეტრომ ფუნქციონირება დაიწყო. სტალინის ბრძანებით 1931 წელში დაწყებული მშენებლობა 4 წელი გაგრძელდა და გაყვანილი იქნა 180 გვირაბი. მეტრო ისტორიული და მხატვრული კუთხით ტურისტთა დიდ დაინტერესებასაც იწვევს. მეორე მსოფლიო ომის დროს მეტრო საბჭოეთის მაღალი რანგის პირებისათვის თავშესაფრად იქნა გამოყენებული. 1941 წელში გერმანელების მიერ მოსკოვის ალყის დროს სტალინი მეტროს შტაბბინად იყენებდა და აქედან ხელმძღვანელობდა ომს. დღესდღეისობით მეტროს მეშვეობით ყოველდღიურად დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი მგზავრობს და იგი ისტორიული კუთხით ტურისტულ ადგილად ითვლება.


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #მაისი , #ისტორია

მსგავსი ინფორმაციები