4 მაისი ისტორიაში

4 მაისი ისტორიაში

260252
4 მაისი ისტორიაში

4 მაისი ისტორიაში

1912 წლის 4 მაისს იტალიის ჯარმა ბალკანეთის ომის ფარგლებში კუნძული როდოსი დაიპყრო. 400 წელზე მეტი იყო რაც ეს კუნძული ოსმანეთის ტერიტორიაში შედიოდა და მას მხოლოდ თურქი ჯარების 1000 კაციანი რაზმი იცავდა. იტალიამ თურქებზე 10 ჯერ უფრო მეტი, 10 ათას კაციანი დესანტი გადასხა, რომელთაც მხარში ამოუდგნენ ადგილობრივი, ე.ი. როდოსელი იტალიელები და ბერძნები რა, ასე დაიპყრეს ხსენებული კუნძული, თუმცა, იტალიის ჯარებმა თურქებთან ბრძოლაში დიდი დანაკარგები განიცადეს. მალე იტალიელებმა 50 ათას კაციანი არმია განალაგეს როდოსზე და მთელი 30 წლის განმავლობაში ეს კუნძული იტალიის მიწად ითვლებოდა, მაგრამ, 1947 წელს პარიზში ხელმოწერილი შეთანხმებით როდოსი და მის მახლობლად მდებარე 12 კუნძული საბერძნეთს გადაეცა

1924 წლის 4 მაისს პარიზში აიღო სტარტი მორიგმა საზაფხულო ოლიმპიადამ, რომელშიც ათობით ქვეყნიდან 3 ათასზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა და ყველაზე მეტი, 99 მედალი ამერიკელებმა მოიპოვეს რა, პირველად გახდნენ ოლიმპიადის ჩემპიონები. ამ ოლიმპიადაზე მიწვეულ იქნენ პირველი მსოფლიო ომის დროს მოკავშირე ქვეყნებიც, გერმანია, თურქეთი, ბულგარეთი და ავსტრია-უნგრეთი, მაგრამ, გერმანიამ საფრანგეთთან არსებული პოლიტიკური უთანხმოების გამო უარი თქვა ამ მიწვევაზე და არ ჩავიდა პარიზში. ამან კი ძალზე განარისხა ოლიმპიადების ჩატარების ავტორი ფრანგი პიერ კუბერტენი და მშვიდობის სიმბოლო სპორტის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების პროტესტის მიზნით ოლიმპიური კომიტეტის თავჯდომარეობიდან გადადგა


1949 წლის 4 მაისს თურქეთის დიდმა ეროვნულმა მეჯლისმა-პარლამენტმა 5384 ნომრიანი კანონი მიიღო, რითაც ძალადაკარგულად გამოცხადდნენ სამხედრო საველე სასამართლოები. ისინი შეიქმნენ 1920 წელს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ფარგლებში და დიდი უფლებები მიეცათ, რათა წინ აღდგომოდნენ ამ ბრძოლების დროს წარმოქმნილ აჯანყებებს, ამბოხებებს, დეზერტირობას, მოღალატეობას, იარაღით არალეგალურ ვაჭრობას, ჯაშუშობას და ა.შ. ე.ი. ყველა ისეთი მოვლენის წინააღდეგ იყო მიმართული, რომელსაც შეეძლო უარყოფითი ზეგავლენა მოეხდინა ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის გამარჯვებით დასრულებაში. მოკლედ, ამ საველე სასამართლოებმა 29 წელი იმოქმედეს და მის ფარგლებში სიკვდილის განაჩენი გამოეტანა 2 ათას კაცს

1979 წლის 4 მაისს ინგლისის ისტორიაში პირველად არჩეულ იქნა პირველი ქალი პრემიერმინისტრი, რკინის ლედად წოდებული მარგარეტ ტეტჩერი. იგი თემთა პალატაში ჯერ კიდევ 1959 წელს შევიდა, სადაც იგი გამოირჩეოდა მკაცრი და ოპოზიციური გამოსვლებით და ასე გაითქვა სახელი. 1970 წელს იგი განათლების მინისტრი გახდა, ხოლო 9 წლის შემდეგ, როცა კალაგანის კაბინეტი გადადგა, ტეტჩერი კონსერვატიული პარტიიდან პრემიერმინისტრი გახდა. ამ დროს ბრიტანეთს ფოლკლენდის კუნძულების გამო ომი მოუხდა არგენტინასთან და ინგლისმა გაიმარჯვა რა, ტეტჩერი ძალზედ პოპულარული გახდა. ამის შემდეგ მან კიდევ ორჯერ გაიმარჯვა არჩევნებში და პრემიერის თანამდებობაზე 11 წლის განმავლობაში, ე.ი. 1990 წლამდე დარჩა. ქ-მ მარგარეტს ბარონესას ტიტული მიენიჭა და ლორდთა პალატის წევრიც გახდა 

 


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ისტორია , #მაისი

მსგავსი ინფორმაციები