2 მაისი ისტორიაში

2 მაისი ისტორიაში

256377
2 მაისი ისტორიაში

2 მაისი ისტორიაში

1519 წლის 2 მაისს რენესანსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მხატვარი, ინჟინერი, არქიტექტორი და მეცნიერი, ლეონარდო და ვინჩი, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. ერთ-ერთ ყველაზე დიდი გენიოსად აღიარებული და ვინჩი მხატვრობით ფლორენციაში 14 წლის ასაკში დაინტერესდა და იმ პერიოდის ცნობილი მხატვრების შეგირდი გახდა. 1482 წელში და ვინჩიმ ფლორენცია დატოვა და 17 წლის მანძილზე მილანის ჰერცოგის სფორცასთვის მუშაობდა. ამ პერიოდში მხატვრობასა და ქანდაკების ხელოვნებასთან ერთად ბინების, ციხე-სიმაგრეების, არხების, ეკლესიების მსგავსი არქიტექტურული ნაგებობებითაც დაინტერესდა და იარაღი, მექანიკური მოწყობილობები, მფრინავი აპარატი და მსგავსი კონსტრუქციები შექმნა. კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ნახატად აღიარებული მონა ლიზის ხატვა და ვინჩიმ 1503 წელში დაიწყო და ნახატის დასრულების შემდეგ მხატვარი მას ყველგან თან დაატარებდა.

1808 წლის 2 მაისს ესპანეთის ქალაქ მადრიდში დოს დე მაიოს აჯანყება დაიწყო. მადრიდის ნაპოლეონის არმიის მიერ დაპყრობის შემდეგ ნაპოლეონის უფროსი ძმის ჟოზეფ ბონაპარტის ესპანეთის მეფედ გამოცხადებამ მწვავე რეაქცია გამოიწვია მადრიდელებში, რის გამოც მათსა და ფრანგ სამხედროებს შორის შეტაკება მოხდა, ამას კი ასობით მადრიდელი ემსხვერპლა. ამ ამბოხმა, რომელიც ცნობილმა ესპანელმა მხატვარმა, გოიამ, ფერწერულ ტილოზეც ასახა, ესპანელ ხალხზე დიდი გავლენა მოახდინა, ამბოხება ესპანეთის სხვა რეგიონებსაც მოედო და ესპანეთის ამბოხი დაიწყო.

1885 წლის 2 მაისს ანატოლიის პირველი ლიცეუმის, კასტამონუს აბდურაჰმან ფაშას სახელობის ლიცეუმს ჩაეყარა საძირკველი. ლიცეუმის მშენებლობაში დიდი წვლილი მიუძღვის ოსმალეთის სახელმწიფოს ვეზირსა და კასტამონუს გუბერნატორად გადაყვანილ აბდურაჰმან ფაშას. აბდურაჰმან ფაშას მიაჩნდა, რომ ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა განათლებაზე გადიოდა, რის გამოც ანატოლიაში საგანმანათლებლო რეფორმის გატარება დაიწყო და სტამბოლის გარეთ პირველი ლიცეუმი კასტამონუში გახსნა.

 


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ისტორია , #მაისი

მსგავსი ინფორმაციები