25 აპრილი ისტორიაში
25 აპრილი ისტორიაში
25 აპრილი ისტორიაში
1915 წლის 25 აპრილის 18 მარტს ჩანაქქალეს ბრძოლიდან ანტანტის ქვეყნებმა ჯარების გაყვანა დაიწყეს. ჩანაქქალეს სოფლებში ინგლისელებს თავიანთი შეიარაღებული ძალები ჰყავდათ განლაგებული. მათ თურქი ჯარების წინააღმდეგობას ვერ გაუძლეს და მიზნების მიუღწევლად უკან დახევა გადაწყვიტეს. თურქეთის ჯარების სამიზნეებთან 200 მეტრში მოახლოებულმა საფრანგეთისა და ინგლისის არმიამ ვერ მიაღწია მიზანს და უკან დაიხია. ჩანაქქალეს ბრძოლის დროს თურქეთისა და ანტანტის ქვეყნების ჯარებმა 500 ათასამდე ჯარისკაცი დაკარგეს. ანტანტის ქვეყნებმა ჩანაქქალეს დაპყრობა ვერ შესძლეს და 1916 წლის იანვრის თვეში ბოლო სამხედრო შენაერტებიც გაიყვანეს. ეს ბრძოლა თურქების გამარჯვებით დასრულდა.
1926 წლის 25 აპრილს ირანში რიზა ჰან ფეჰლევიმ გვირგვინი დაიდგა და ფეჰლევთა დინასტია გამოაცხადა. საკუთარი თავი კი შაჰად აღიარა. ფეჰლევიმ 1920 წლის დასაწყისში ინგლისის და საბჭოთა კავშირის მხარდაჭერით ირანში გადატრიალება მოაწყო და მმართველობა ხელში ჩაიგდო. მან მმართველობის პირველ პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებებით მორწმუნეთა და მოლათა მძაფრი კრიტიკა გამოიწვია. ფეჰლევიმ დროთა განმავლობაში სეკულარული, ნაციონალისტური და ანტი-კომუნისტური მმართველობა ჩამოაყალიბა. მეორე მსოფლიო ომის დროს ინგლისმა და რუსეთმა 1941 წელს ირანის ოკუპაცია მოახდინეს და შაჰ რიზა ფეჰლევის მმართველობა დაამხეს. შაჰ რიზა ფეჰლევის მიერ ჩამოყალიბებულმა ფეჰლევთა დინასტიამ 15 წელი იარსება და ამ ხნის განმავლობაში მრავალი რეფორმების გატარებაც მოახერხა. იგი გატარებულ რეფორმებში ძირითადად ათათურქს ჰბაძავდა. ბოლოს ფეჰლევი ინგლისელების მხრიდან სამხრეთ აფრიკაში იქნა გადასახლებული და აქვე გარდაიცვალა.
1974 წლის 25 აპრილს მიხაკების რევოლუცია მოხდა. პორტუგალიაში გენერალ ანტონიო სპინოლას მეთაურობით სამხედრო რევოლუცია მოხდა, რომელსაც ”მიხაკების რევოლუცია” უწოდეს. რევოლუციის დროს ტანკების და იარაღების ლულებზე მიხაკები ჰქონდათ დამაგრებული და სწორედ ამიტომ უწოდეს მას ”მიხაკების რევოლუცია”. ამ რევოლუციით ევროპის ბოლო დიქტატორი ჩამოგდებული იქნა.