14 აპრილი ისტორიაში

14 აპრილი ისტორიაში

235032
14 აპრილი ისტორიაში

14 აპრილი ისტორიაში​

1865 წლის 14 აპრილს აშშ-ს მე-16 პრეზიდენტ აბრაჰამ ლინკოლნზე თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც იგი ადგილზევე გარდაიცვალა. იგი თავდასხმის დროს თეატრალურ წარმოდგენას ესწრებოდა და თავდამსხმელიც ამ თეატრის მსახიობი, სამხრეთელი ვილკეს ბოოტი იყო, რომელმაც ლინკოლნს ტყვია პირდაპირ თავში ესროლა. ლინკოლნი იყო პირველი ამერიკელი პრეზიდენტი, რომელმაც გააერთიანა სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკა და მონობაც პირველად მან გააუქმა

1912 წლის 14 აპრილს სტამბოლის ისტორიული “გალათას“ ხიდი მეოთხე რესტავრაციის შემდეგ ექსპლოატაციაში იქნა გადაცემული. ოსმანეთის იმდროინდელმა ფადიშაჰმა მეჰმეტ მეხუთემ ამ ხიდის რესტავრაცია დაავალა ერთ გერმანულ ფირმას და ამ უკანასკნელმა პირობა შეასრულა და 2 წელიწადში დაასრულა სარესტავრაციო სამუშაოები. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ რესტავრაციის შემდეგ ხსენებულ ხიდზე გადასვლა ფასიანი გახდა და ასე გაგრძელდა 1930 წლამდე. ჰალიჩის უბეზე მდებარე ორსართულიანი “გალათას“ სახელობის ხიდის სიგრძე 466 მეტრია, სიგანე 25 მეტრი და მას ბოლო რესტავრაცია 1994 წელს ჩაუტარდა

1914 წლის 14 აპრილს პირველი თურქი სამხედრო პილოტი მეჰმეტ ალი ქურჩერი თავისი თვითმფრინავით სტამბოლის ბეაზითის სახელობის მოედანზე დაეშვა და ასე მიესალმა ხალხს. აღსანიშნავია, რომ ეს დაშვება მან სანაძლეოს შედეგად განახორციელა, ე.ი. მას არ ჰქონდა ნებართვა აღებული სტამბოლის მერიიდან, თუმცა ამით მან დაამტკიცა თავისი დიდი ოსტატობა და პილოტობის უმაღლესი ნიჭიც გამოამჟღავნა. ქურჩერმა აქტიური მონაწილეობა მიიღო პირველი მსოფლიო ომის დროს ჩანაქკალეს და ბაღდადის ბრძოლებში და ჯერ მარცხენა ფეხი დაკარგა, შემდეგ მხედველობა

1931 წლის 14 აპრილს ესპანეთის მეფე ალფონსო მე-13 ტახტიდან გადადგა და ქვეყანაში რესპუბლიკა გამოცხადდა. მეფემ დიდი შორსმჭვრეტელობა გამოიჩინა პირველი მსოფლიო ომის დროს და ესპანეთი არ ჩართო ამ ომში, თუმცა 1930-იან წლებში რესპუბლიკის მხარდამჭერები მომძლავრდნენ და გაიმარჯვეს რა არჩევნებში, ალფონსო იძულებული გახდა გადამდგარიყო და ესპანეთი ახალ, რესპუბლიკურ რეჟიმზე გადავიდა. ახალმა ხელისუფლებამ მას გადასახლების განაჩენი გამოუტანა და იგი იტალიაში გარდაიცვალა


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ისტორია , #აპრილი

მსგავსი ინფორმაციები