3 აპრილი ისტორიაში

3 აპრილი ისტორიაში

223528
3 აპრილი ისტორიაში

3 აპრილი ისტორიაში​

1882 წლის 3 აპრილს ცნობილი ამერიკელი კრიმინალი ჯესი ჯეიმზი ახლო მეგობარმა რობერტ ფორმა თავის არეში დაჭრა და მოკლა. ახალგაზრდობაში ამერიკის სამოქალაქო ომის დროს სამხრეთის შენაერთებში ჩარიცხულმა ჯეიმზმა ჩრდილოეთელების გამარჯვების შემდეგ საკუთარი ბანდა შექმნა და დროთა განმავლობაში გადაიქცა კრიმინალად, რომელიც მთელმა მსოფლიომ გაიცნო. ჯეიმზმა კრიმინალური საქმიანობის განმავლობაში ათობით ბანკი, მატარებელი, საფოსტო მანქანა და მაღაზია გაძარცვა.

1930 წლის 3 აპრილს ქალებს პირველად მიენიჭათ არჩევნებში როგორც ხმის მიცემის, ასევე კანდიდატურის წამოყენების უფლება. თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისში მიღებული „მუნიციპალიტეტების კანონის“ მიხედვით ქალებისათვის მინიჭებული ეს უფლება თურქეთის დემოკრატიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია და გზა გაუხსნა თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის მიერ 1934 წელში ქალების დეპუტატად არჩევის კანონის მიღებას.

1948 წლის 3 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა ხელი მოაწერა ეკონომიკური დახმარებების შემცველ მარშალის გეგმას. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეკონომიკურ კრიზისში ჩავარდნილი ზოგიერთი ქვეყნის დახმარების მიზნით 1947 წელში შედგენილი გეგმა 16 ქვეყნას, მათ შორის თურქეთსაც მოიცავდა. ამ გეგმის მიხედვით, თურქეთს 100 მილიონი, საბერძნეთს კი 300 მილიონი დოლარის ეკონომიკური დახმარება გამოეყო და გეგმაში თურქეთის მოხვედრის მიზეზი ეკონომიკურზე მეტად პოლიტიკური გახლდათ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთის მიერ სრუტეებში ბაზების შექმნის მოთხოვნამ და არდაგანის მიმდებარე ტერიტორიაზე პრეტენზიების წამოყენებამ ამერიკა შეაშფოთა და მას თურქეთის რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი აღმოსავლეთ ბლოკისაგან დაშორების მცდელობებისკენ უბიძგა.


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ისტორია , #აპრილი

მსგავსი ინფორმაციები