31 მარტი ისტორიაში

31 მარტი ისტორიაში

288424
31 მარტი ისტორიაში

31 მარტი ისტორიაში

1727 წლის 31 მარტს მსოფლიოს უდიდესი ინგლისელი ფიზიკოსი და მათემატიკოსი ისააკ ნიუტონი ლონდონში გარდაიცვალა. მას ჯერ კიდევ დაწყებით სკოლაში გაუჩნდა სიყვარული და ინტერესი ქიმიისადმი, ხოლო 1660 წელს წარმატებით დაასრულა ტრინიტის კოლეჯი და უნივერსიტეტში ჩაირიცხა, მაგრამ, ლონდონში ამ დროს ჭლექი იფეთქებს და მიატოვებს რა უნივერსიტეტს, სოფელში დედასთან დაბრუნდება, სადაც 2 წელი დარჩება და სწორედ აქ აღმოაჩენს მიზიდულობის კანონს. ნიუტონი აქვე შეადგენს ინტეგრალის და დიფერენციალის ანგარიშებს. 27 წლის ასაკში იგი უკვე კემბრიჯის უნივერსიტეტში მათემატიკის პროფესორი გახდება. 1688 წელს ნიუტონი პარლამენტში იქნა არჩეული და ამიტომ ბოლო წერტილს დაუსვამს სამეცნიერო მოღვაწეობას და ჰუმანიტარულ საქმიანობებზე გადავა

1889 წლის 31 მარტს პარიზში საზეიმოდ გაიხსნა ეიფელის კოშკი, რომლის ავტორია ფრანგი ინჟინერი გუსტავ ეიფელი და რომლის მონტაჟს მან 2 წელი მოანდომა. ეს კოშკი მან მიუძღვნა საფრანგეთის რევოლუციის მე-100 წლისთავს და მას შემდეგ დაწყებული დღემდე მსოფლიოს ერთ ერთი ყველაზე განთქმული არქიტექტურული ძეგლია, რომელიც ყველაზე მეტ ტურისტს იზიდავს. ფრანგები ამ კოშკს “რკინის ლედს“ უწოდებენ და მისი სიმაღლე 300 მეტრია. სხვათა შორის მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანიის მხრიდან საფრანგეთის დაპყრობის შემდეგ ეიფელის კოშკი მოინახულა ადოლფ ჰიტლერმა

1909 წლის 31 მარტს ოსმანეთის ისტორიაში ყველაზე დიდი აჯანყება დაიწყო, რომელიც დიდი სისხლისღვრით დასრულდა. მისი პროვოკაცია ინგლისმა მოაწყო, რომელმაც ვერ მიიღო რა საჭირო კომპრომისები მმართველი კავშირისა და პროგრესის პარტიისაგან, ოპოზიცია მათ წინააღმდეგ აამხედრა და ინგლისის მატერიალური მხარდაჭერით გათამამებული ოპოზიციის წევრები შეიჭრებიან რა პარლამენტში, დაიწყებენ იმ ოფიცრების მოკვლას, რომლებიც მმართველი პარტიის პოზიციებს იცავდნენ. ეს მოვლენები მალე აჯანყებაში გადაიზრდება და მმართველი პარტია დაკარგავს რა კონტროლს სტამბოლზე, საქმეში ჩაერევა სულთანი აბდულჰამიტ მეორე, რომელიც მესამე არმიას გამოიძახებს სოლანიკიდან და ერთის მხრივ სისხლით ჩაახშობს ამ აჯანყებას, ხოლო მეორეს მხრივ მის მოთავეებს სამხედრო ტრიბუნალზე გაიყვანენ და სიკვდილით დასჯის განაჩენს გამოუტანენ. ამის კვალობაზე ოსმანეთის პარლამენტი საგანგებოდ შეიკრიბა და ტახტიდან ჩამოაგდეს რა აბდულჰამიტ მეორე, მის მაგივრად ოსმანეთის იმპერიის ახალი სულთანი გახდა მეჰმეტ მეხუთე

1964 წლის 31 მარტს ბრაზილიაში სამხედრო გადატრიალება მოხდა და ქვეყნის სათავეში სამხედრო ხუნტა მოვიდა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ქვეყნის კომუნისტმა პრეზიდენტმა ხუაო გულარტმა ერთის მხრივ გააძლიერა ურთიერთკავშირები კომუნისტურ სახელმწიფოებთან, ხოლო მეორეს მხრივ ქვეყანაში მოქმედი უცხოელი ფირმების შევიწროება დაიწყო, რამაც აღშფოთებაში მოიყვანა ამერიკა და სწორედ მისი დახმარებით მოახდინა ქვეყნის არმიამ სამხედრო გადატრიალება. სამხედრო ხუნტის მმართველობა ბრაზილიაში 21 წელს გაგრძელდა და მას ბოლო 1985 წელს მოეღო რა, მას შემდეგ ქვეყანას სამოქალაქო მთავრობა მართავს. სამხედრო ხუნტის მმართველობის პერიოდში ათასობით ოპოზიციონერი იქნა მოკლული, ხოლო ათასობით კი აწამეს


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ისტორია , #მარტი

მსგავსი ინფორმაციები