22 მარტი ისტორიაში

22 მარტი ისტორიაში

275317
22 მარტი ისტორიაში

22 მარტი ისტორიაში

1888 წლის 22 მარტს ოსმანეთის საზღვაო ფლოტს შეუერთდა კიდევ 2 ცალი თურქული წყალქვეშა გემი, რომლებიც იმ ეპოქის ოსმანი სულთნების აბდულჰამიდის და აბდულმეჯიდის სახელებს ატარებდნენ. Nordenfeld 1 სახელწოდების პირველი წყალქვეშა სამხედრო გემი ოსმანეთმა აბდულჰამიდ მეორის დროს, კონკრეტულად კი რუსეთთან ომში დამარცხების შემდეგ საბერძნეთისგან შეისყიდა. ამის შემდეგ ოსმანეთმა უფრო სრულყოფილი კიდევ 2 წყალქვეშა გემი Nordenfeld 2 და Nordenfeld 3 შეიძინა. თითოეულ ამ გემში ოსმანეთმა 11 ათასი სტერლინგი გადაიხადა. სხვათა შორის მთელს მსოფლიოში პირველი ტორპედო წყალქვეშა გემებიდან სწორედ სტამბოლში ჰალიჩის უბეში ისროლეს, თუმცა ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით განადგურების პირზე მყოფმა ოსმანეთმა ეს გემები ვერ გამოიყენა და ისინი ჰალიჩის უბეშივე დაჟანგდნენ რა, ვერ გამოიყენეს თვით პირველ მსოფლიო ომშიც

1945 წლის 22 მარტს სტამბოლში გარდაიცვალა ცნობილი თურქი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ჰალიტ ზია უშაქგილი. იგი ითვლება პირველ თურქ მწერლად, რომლის რომანებში დასავლური მსოფლმხედველობა ჭარბობს. პირველი ნოველა მან ჯერ კიდევ 20 წლისამ, 1893 წელს გამოაქვეყნა და იმავე წელს ლიტერატურული საზოგადოების Servet-i Fünun-ის წევრი გახდა. 1908 წლიდან იგი პედაგოგიურ მოღვაწეობას იწყებს სტამბოლის უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტზე. თავის რომანებში ბატონი ჰალიტი სტამბოლურ ცხოვრებას ასახავს, მოთხრობებში კი ანატოლიას. მისი ზოგიერთი ნაწარმოები ეკრანიზებულია, ხოლო რომანი “აკრძალული სიყვარული“ სერიალად გადაიღეს და მან დიდი პოპულარობა მოიპოვა რა, მრავალ სხვა ქვეყანაშიც აჩვენებენ


1945 წლის 22 მარტს ეგვიპტემ, იორდანიამ, ერაყმა, ლიბანმა, საუდის არაბეთმა და სირიამ არაბთა ლიგა შექმნეს. ეს ორგანიზაცია მიზნად ისახავდა წევრ ქვეყნებს შორის ყველანაირი ურთიერთობების გაღრმავება გაფართოებას და ერთობლივი რეგიონალური პოლიტიკის გამომუშავებას. ამ ორგანიზაციის ერთ ერთი დამფუძნებელთაგანი, ეგვიპტე, 1979 წელს კემპ დევიდში ისრაელთან ხელმოწერილი შეთანხმების გამო წევრობიდან გარიცხულ იქნა, თუმცა 10 წლის შემდეგ, ე.ი. 1989 წელს იგი არაბთა ლიგაში ახლიდან გაწევრიანდა. დღეს ამ ორგანიზაციაში 22 არაბული სახელმწიფო შედის და მისი ცენტრი კაიროშია. თურქეთი ამ ორგანიზაციაში დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსით შედის

1963 წლის 22 მარტს ჯანმრთელობის გაუარესების გამო ციხიდან გაანთავისუფლეს სამუდამო პატიმრობა მისჯილი თურქეთის რესპუბლიკის მესამე პრეზიდენტი ჯელალ ბაიარი. იგი პრეზიდენტი 1950 წელს გახდა და პირველი და მეორე პრეზიდენტების, ათათურქის და ისმეთ ინონუს შემდეგ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გახდა რა, მთელი 10 წელი დარჩა ამ პოსტზე. 1960 წლის 27 მაისს თურქეთში სამხედრო გადატრიალება მოხდა და ბაიარი დაადანასაულეს რა ქვეყნის ღალატში და კონსტიტუციის დარღვევაში, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. იგი 1986 წელს 103 წლის ასაკში სტამბოლში გარდაიცვალა

2001 წლის 22 მარტს 88 წლის ასაკში ანკარაში გარდაიცვალა მსოფლიოს და თურქეთის პირველი სამხედრო მფრინავი ქალი საბიჰა გოქჩენი, რომლის სახელსაც ატარებს დღეს სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტი. 1935 წელს მან დაამთავრა ანკარის საჰაერო სასწავლებელი და პირველი თურქი მფრინავი ქალი პილოტი გახდა. იგი აკრობატულ და სამხედრო ღონისძიებებშიც იღებდა მონაწილეობას და მსოფლიოს პირველი სამხედრო მფრინავი ქალის ტიტულიც მას ეკუთვნის


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ისტორია , #მარტი

მსგავსი ინფორმაციები