15 მარტი ისტორიაში

15 მარტი ისტორიაში

263791
15 მარტი ისტორიაში

15 მარტი ისტორიაში

ჩ.წ.-მდე 44 წლის 15 მარტს სენატში იქნა მოკლული დიდი რომაელი სახელმწიფო მოღვაწე და სარდალი, რომის იმპერატორი იულიუს კეისარი. იგი ამავე დროს მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთ გამოჩენილ პირად და ლიდერადაც ითვლება. მან დაიპყრო გალია და ბრიტანეთის მიწები რა, რომის იმპერიის საზღვრები ატლანტიკის ოკეანემდე გააფართოვა, რის გამოც სენატმა მას სიკვდილამდე ლიდერობის სტატუსი მისცა. თუმცა მის გამოსვლებს სენატში მოწინააღმდეგებიც ჰყავდა, რადგან მათი აზრით, ცეზარმა თავისი არასწორი პოლიტიკით შეკვეცა და შეზღუდა რომაელების უფლებები და დიდი ზარალი მიაყენა რომის დემოკრატიასაც. სწორედ ამავე სენატში მარკუს ბრუტუსის მეთაურობით შეთქმულთა ჯგუფი შეიქმნა, რომლებმაც ცეზარის მოკვლა დაგეგმეს და მართლაც, როცა იგი სენატში შევიდა, მას დანებით და ხანჯლებით დაესხა თავს ათობით სენატორი და იგი ადგილზევე მოკლეს. მისი ბოლო სიტყვები კი მიმართული იყო ბრუტუსისადმი, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობოდა და მის მიერ 2 ათასი წლის წინ წარმოთქმული “შენც ბრუტუს?“ მოარულ გამოთქმად დარჩა დღემდე.

453 წლის 15 მარტს დაიღუპა მსოფლიოს და თურქეთის ერთ ერთი უდიდესი სარდალთაგანი, ჰუნთა იმპერატორი ატილლა. სანამ დაიღუპებოდა, მას ქორწილი ჰქონდა, ხოლო დილით კი იგი დაღუპული ნახეს. ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით იგი საწამლავით მოკლა რომაელების მიერ მიჩენილმა ქალმა, რომელიც სწორედ სიკვდილის ღამეს შეირთო ატილამ. მართლაც და იმ დროს ატილა ხშირად ესხმოდა თავს აღმოსავლეთ და დასავლეთ რომს და ფაქტიურად მთელს ევროპას განაგებდა რა, მძიმე ხარკიც დააკისრა მათ. ატილას არმიის რაოდენობა 750 ათასამდე გაიზარდა და შიშის ზარს სცემდა რა იმდროინდელ მსოფლიოს, კატალონიის ბრძოლაში მთლიანად გაანადგურა რომის უძლიერესი არმია და გალიაც დაიპყრო. როცა მან დასავლეთ რომზე ბოლო ლაშქრობა დააპირა, მას ელჩები გაუგზავნა რომის პაპმა და პატიება სთხოვა რა ატილლას, ამით დასავლეთი რომი ოკუპაციას გადაარჩინა. მართალია ატილამ რომი ვერ დაიპყრო, მაგრამ მას ხარკი დააკისრა.

1892 წლის 15 მარტს მთელს მსოფლიოში პირველი მოძრავი კიბე ამოქმედდა. მისი გამომგონებელი გახდა ამერიკელი ჯესსი რენო და მისი პატენტიც აიღო. მაგრამ მისი მოხმარება მეტად ძვირი ჯდებოდა და ამიტომ თავიდან მაინც და მაინც დიდად არ იყენებდნენ. მისი პირველი გამოყენება კი მოხდა 1895 წელს ნიუ-იორკის ერთ ერთ სავაჭრო ცენტრში, ხოლო 1900-იანი წლებიდან საფრანგეთშიც დაიწყეს მისი გამოყენება. იმავე წლებში ეს მოძრავი კიბე პარიზის გამოფენაზე აჩვენეს, რის შემდეგაც მისი მასიური ხმარება დაიწყეს მრავალსართულიან სავაჭრო ცენტრებში.

1897 წლის 15 მარტს აზერბაიჯანის ქალაქ შემახიში დაიბადა ცნობილი აზერბაიჯანელი თეატრის და კინოს მსახიობი აღასადიკ გერაიბეილი. მან დიდი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანული თეატრისა და კინოს განვითარებაში და დაჯილდოებულია აზერბაიჯანისა და საბჭოთა კავშირის მრავალი ჯილდოთი. კინოში პირველი მთავარი როლი მან 1929 წელს უხმო ფილმა “სევილ“-ში ითამაშა, ხოლო შემდეგ მას უდიდესი პოპულარობა მოუტანა “ბახტიარში“ და “ეს თუ არ იქნება ის იყოს“ ფილმებში თამაშმა. აღასადიკ გერაიბეილიმ დიდხანს იცოცხლა და იგი 1988 წელს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ისტორია , #მარტი

მსგავსი ინფორმაციები