13 მარტი ისტორიაში

13 მარტი ისტორიაში

261773
13 მარტი ისტორიაში

13 მარტი ისტორიაში

624 წლის 13 მარტს მუსლიმებსა და მექელ კურაიშებს შორის პირველი ომი, ბედირის ბრძოლა, მოხდა. ებუ სუფიანის ლიდერობით ვაჭართა ქარავანმა მექა-დამასკოს გზაზე მიმავალ შუამავალ მუჰამედს შეურაცყოფა მიაყენა, რის გამოც 300 კაციანმა ჯგუფმა ქარავანს გზა გადაუკეტა. ებუ სუფიანმა ეს რომ შეიტყო მექელ წარმართებს დახმარება სთხოვა, რასაც ომი მოჰყვა და ამ ბრძოლაში მუსლიმთა არმიამ გაიმარჯვა. ბედირის ომი მუსლიმთა მიერ მექელების წინააღმდეგ მოგებული პირველი ომი იყო და ომის შემდეგ ბედირის ჭები და დამასკოს სავაჭრო გზები მუსლიმთა ხელში გადავიდა. ომში ტყვედ ჩავარდნილი მექელი ტყვეები მუსლიმებისათვის წერა-კითხვის სწავლების პირობით გაათავისუფლეს. შუამავალმა მუჰამედმა ომის დროს ნადავლის განაწილების და დაჭრილი მოწინააღმდეგეების გათავისუფლების ბრძანება გასცა, რამაც ომის ისლამურ სამართალს დაუდო საფუძველი.

1781 წლის 13 მარტს მზის სისტემის მეშვიდე პლანეტა ურანი წარმოშობით გერმანელმა და ინგლისში მცხოვრებმა ვილიამ ჰერშელმა აღმოაჩინა. იგი გახდა პირველი მეცნიერი, რომელმაც მზის სისტემის გარეთ დარჩენილი პლანეტები გამოიკვლია და ასევე იგი იყო თანამედროვე ასტრონომიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1786 წელში საკუთარი მცდელობით სახლის სარდაფში შექმნილ ობსერვატორიაში ურანი აღმოაჩინა, რითაც დიდი პოპულარობა მოიპოვა და ამით ინდივიდუალური მუშაობით პლანეტის აღმომჩენი პირველი მეცნიერი გახდა. ასტრონომმა მარსისა და ვარსკვლავების შესახებ დღესაც კი აღიარებული კატალოგი მოამზადა. მანა სევე აღმოაჩინა, რომ ზოგიერთი ვარსკვლავი ერთმანეთის გარშემო ბრუნავს და იგი გახდა ასევე სამყაროში ინფრაწითელი სხივების არსებობის აღმომჩენი პირველი ადამიანი.

1970 წლის 13 მარტს გახმოვანების სპეციალისტი და თარჯიმანი ადალეთ ჯიმჯოზი 60 წლის ასაკში სტამბოლში გარდაიცვალა. ხელოვანმა, რომელმაც პოპულარობა თურქული ლიტერატურის თარგმანითა და კინო გახმოვანებით მოიპოვა, სწავლა გერმანიაში დაასრულა, სადაც 6 წლის ასაკში ოჯახთან ერთად გადასახლდა. სწავლის დასრულების შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა და თარგმნასა და წერას მიჰყო ხელი. მან მრავალ ლიტერატურულ ჟურნალში ლექსები და მოთხრობები გამოაქვეყნა, თურქულად თარგმნა ბრეხტის, ბიუხერის და კაფკას მსგავსი ცნობილი გერმანელი მწერლების ნაწარმოებები. პირველად მან ფილმი „კინგ კონგში“ ქალი მსახიობი გაახმოვანა, რის შემდეგაც თურქულ ფილმებში ახმოვანებდა ისეთ ცნობილ მსახიობებს როგორებიც იყვნენ თურქან შორაი, ბელგინ დორუკი, ფატმა გირიკი, ფილიზ აქინი და სხვა.

1996 წლის 13 მარტს რადივოე კორაჩის თასი პირველად მოიგო თურქულმა ეფეს პილსენის კალათბურთის გუნდმა, რომელმაც ამ შეხვედრაში იტალიის მილანის სტეფანელი დაამარცხა. ამით ეფეს პილსენი პირველი თურქული კლუბი გახდა, რომელმაც ევროპული თასი მოიგო. ფინალური შეხვედრის პირველი მატჩში სტამბოლში ჩატარდა და იგი თურქულმა კლუბმა 76-68 მოიგო, საპასუხო მატჩი კი მილანში 77-70 წააგო, თუმცა ერთ ქულიანი უპირატესობის გამო თასს მაინც დაეუფლა. 1969 წელში დაღუპული იუგოსლავიელი ლეგენდარული კალათბურთელის რადოვოე კორაჩის სახელობის თასის გათამაშება უკანასკნელად 2001-2002 წლების სეზონზე ჩატარდა.


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ისტორია , #მარტი

მსგავსი ინფორმაციები