9 მარტი ისტორიაში

9 მარტი ისტორიაში

254154
9 მარტი ისტორიაში

9 მარტი ისტორიაში

1764 წლის 9 მარტს ოსმანეთის სულთანმა მუსტაფა მესამემ სტამბოლში საზეიმო ცერემონიით გახსნა ლალელის სახელობის მეჩეთი, რომლის არქიტექტორს წარმოადგენდა მეჰმეტ თაჰირ აღა. მეჩეთს სახელი დაერქვა ამავე უბანში მცხოვრები დერვიშის, ლალელი ბაბას პატივსაცემად. ეს მეჩეთი ორგინალური არქიტექტურით და დახვეწილი სტილით გამოირჩევა რა, ოსმანური არქიტექტურის მნიშვნელოვან ძეგლთაგანს წარმოადგენს. სხვათაშორის, ლალაელის მეჩეთი ერთადერთია სტამბოლში, რომელსაც სულ 105 ფანჯარა გააჩნია. მეჩეთის მშენებლობა 4 წელს გაგრძელდა და მას ბაროკოს სტილიც დაჰკრავს.

1920 წლის 9 მარტს დაიბადა დიდი ყირიმელი თათარი მწერალი ჯენგიზ დაღჩი. იგი ყირიმის პედაგოგიურ ინსტიტუტში სწავლობდა, როცა მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და მიატოვა რა ინსტიტუტი, მოხალისედ წავიდა ომში, სადაც იგი ტყვედ ჩაუვარდა გერმანელებს. გერმანიის კაპიტულაციის მომდევნო 1946 წელს სხვებთან ერთად ისიც გაანთავისუფლეს ტყვეობიდან, მაგრამ საბჭოთა კავშირში შესაძლო დაჭერის შიშით სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, ლონდონში წავიდა და იქ დასახლდა სამუდამოდ. აღსანიშნავია ისიც, რომ მან თავისი რომანები არა რუსულად, არამედ თურქულად დაწერა და გამოსცა. ჯენგიზ დაღჩი თავის რომანებში რუსების მიერ ყირიმელ თათრებზე განხორციელებულ დიდ ჩაგვრა-შევიწროებაზეც ამახვილებს ყურადღებას.

1956 წლის 9 მარტს კვიპროსელი ბერძნების ლიდერს, ეპისკოპოს მაკარიოს მესამეს ინგლისელებმა ანტი თურქული აჯანყების წაქეზება დაწყებაში დასდეს ბრალი და სამ წლიან გადასახლებაში გააგზავნეს შორეულ შეისელის კუნძულზე. მაკარიოისი კვიპროსელ თურქებს არარაობად და კუნძულის ერთადერთ ბატონ-პატრონად კი ბერძნებს მიიჩნევდა, ამიტომაც კვიპროსის საბერძნეთთან მიერთებას უჭერდა მხარს. სწორედ ამ იდეამ წარმოშვა კუნძულის ბერძნებში ე.წ. ენოსისის მოძრაობა, მაგრამ მალე მაკარიოსმა ამ იდეაზე უარი თქვა და 1959 წელს, როცა იგი გადასახლებიდან კვიპროსზე დაბრუნდა, კვიპროსის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი გახდა. თუმცა მალე კვიპროსი კვლავ აირია, ხოლო საბერძნეთის ხელისუფლებაში სამხედრო ხუნტა მოვიდა, რომელიც ენოსისს უჭერდა მხარს და ამიტომ მაკარიოსი პრეზიდენტობიდან გადადგა და ჯერ მალტას და შემდეგ ლონდონს გაიქცა. 1974 წელს, როცა კვიპროსი ორად გაიყო, იგი კვლავ კუნძულზე დაბრუნდა, სადაც 1977 წელს გარდაიცვალა.

1994 წლის 9 მარტს 73 წლის ასაკში კალიფორნიაში გარდაიცვალა ცნობილი ამერიკელი პოეტი და მწერალი ჩარლზ ბუკოვსკი. 2 წლის იყო, როცა მისი მშობლები ამერიკაში ჩავიდნენ, ლოს ანჟელესში დასახლდნენ და მან აქვე მოქმედ უნივერსიტეტში დაასრულა ლიტერატურის ფაკულტეტი და ჟურნალისტობა დაიწყო. 24 წლისამ ჯერ მცირე ნოველების და მოთხრობების წერა დაიწყო, შემდეგ კი რომანებზე გადავიდა. უნდა ითქვას, რომ მისი ნაწარმოებები თავიდან არ უყვარდათ მკითხველებს. ხშირად მისი ნაწარმოებების მთავარ გმირებს საზოგადოებიდან გარიყული ადამიანები წარმოადგენენ. ბუკოვსკის მთლიანობაში 45 წიგნი აქვს გამოცემული, რომლებიც მსოფლიოს მრავალ ენაზე ითარგმნა.


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დრეს , #ისტორია , #მარტი

მსგავსი ინფორმაციები