3 მარტი ისტორიაში

3 მარტი ისტორიაში

245020
3 მარტი ისტორიაში

3 მარტი ისტორიაში

1878 წლის 3 მარტს რუსეთ-ოსმანეთს შორის ხელი მოეწერა აიასტეფანოსის საზავო ხელშეკრულებას. აიასტეფანოსი ქალაქ სტამბოლის ევროპულ ნაწილში, იეშილქოის უბანში მდებარეობს და ზავის სახელიც აქედან მიეცა. რუსეთ-თურქეთის 1876-78 წლების ომში ოსმანეთი დამარცხდა და ზავის დადებაც მან მოითხოვა. ამ ზავით რუმინეთი, ჩერნოგორია და სერბეთი ოსმანეთს გამოეყო და დამოუკიდებელი სახელმწიფოები გახდნენ, ხოლო ბულგარეთს კი ოსმანეთში ავტონომია მიეცა. გარდა ამისა ამავე ზავით ქარსი, არდაჰანი, ბათუმი და დოღუ ბეაზითიც რუსეთს გადაეცა. მოკლედ, აიასტეფანოსის ზავი ოსმანეთისათვის მეტად მძიმე პირობებს შეიცავდა და სომხეთის სასარგებლოდ დათმობებსაც შეიცავდა. რუსეთის გაძლიერებამ კავკასიაში და ბალკანეთში დასავლეთ ევროპელების შეშფოთება გამოიწვია და ოსმანეთი ინგლისს კვიპროსის გადაცემას შეჰპირდა რა, მის მაგივრად დასავლეთის მხარდაჭერა მიიღო და აიასტეფანოსის ზავი გააუქმეს რა, მის მაგივრად ბერლინის ზავს მოეწერა ხელი, რითაც რუსეთს ზოგიერთი ტერიტორიები ჩამოერთვა და კვლავ ოსმანეთს გადაეცა.

1891 წლის 3 მარტს ფეხბურთში პენალტის წესი შემოიღეს. ამ ახალი წესით თუ მოთამაშე თავის საჯარიმო მოედანზე მოწინააღმდეგე კლუბის რომელიმე მოთამაშეს არა სპორტული მეთოდით მოექცეოდა და წააქცევდა, მაშინ, კარის პირდაპირ 11 მეტრში, ჯარიმა, ე.ი. პენალტი დაინიშნებოდა და რაიმე გაუგებრობას ადგილი რომ არ ჰქონოდა, ამიტომაც პენალტის ადგილი თეთრი ფერით მოხაზეს. პენალტის შემოღებით მოწინააღმდეგის საჯარიმოზე ძალისმიერი თამაშები მინიმუმადე შემცირდა და ფეხბურთიც უფრო სანახაობრივი გახდა.
 

1924 წლის 3 მარტს ახალგაზრდა თურქეთის რესპუბლიკის მილლი მეჯლისში, ე.ი. პარლამენტში განათლების ახალი კანონი ქნა მიღებული და მისი მიხედვითაც სასულიერო სკოლები, მედრესეები დაიხურა და მის მაგივრად საერო სკოლები გაიხსნა, თანაც მთელი განათლების სიტემა ერთ ჭერქვეშ, განათლების სამინისტროში გაერთიანდა. ამავე კანონით უმცირესობებისათვის და უცხოური სკოლებისათვის სასულიერო და პოლიტიკური განათლების მიცემა აიკრძალა. მართალია ამავე კანონით მრავალი რელიგიური ორგანიზაციაც დაიხურა, მაგრამ, სამაგიეროდ მათ ადგილზე თეოლოგიის ფაკულტეტი და მოლათა სასულიერო სასწავლებლები გაიხსნა, ე.ი. რელიგიური სწავლება უფრო ორგანიზებული და მოწესრიგებული გახდა. ახალი კანონი თურქეთში მოქმედ უცხოელების სკოლებში თურქული ენის შესწავლის აუცილებლობასაც მოითხოვდა.

1980 წლის 3 მარტს ჰათაის ყოფილი პრეზიდენტი ტაიფურ სოქმენი გარდაიცვალა. პირველი მსოფლიო ომის დროს ჰათაის რეგიონი ფრანგებმა დაიპყრეს და სოქმენი ერთის მხრივ სადაზვერვო ინფორმაციებს აწვდიდა ოსმანეთის ჯარებს, ხოლო მეორეს მხრივ ხელმძღვანელობდა ანტი ფრანგულ მოძრაობას და დიდი წვლილიც შეიტანა ფრანგების განდევნაში და ჰათაის განთავისუფლებაში. 1937 წელს გაერომ შესძლო ჰათაის რეგიონის პრობლემის მოგვარება, რომელზედაც პრეტენზიას თურქეთი და სირია აცხადებდნენ და დამოუკიდებელი ჰათაის რესპუბლიკა შეიქმნა რა, მის პრეზიდენტად ტაიფრუ სოქმენი იქნა არჩეული. მაგრამ, მისი ეს პრეზიდენტობა მხოლოდ 2 წელს გაგრძელდა, რადგან, 1939 წელს თურქეთის პარლამენტმა ხმის უმრავლესობით მიღებულ დადგენილებაში ჰათაის რეგიონი თურქეთს შეუერთა და მას შემდეგ ეს რეგიონი თურქეთის შემადგენლობაშია. ტაიფურ სოქმენი მრავალი წლის განმავლობაში ეწეოდა პოლიტიკურ მოღვაწეობას თურქეთში და 1975 წელს მან პოლიტიკა მიატოვა.


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ისტორია , #მარტი

მსგავსი ინფორმაციები