2 მარტი ისტორიაში

2 მარტი ისტორიაში

243343
2 მარტი ისტორიაში

2 მარტი ისტორიაში

1888 წლის 2 მარტს თურქეთმა, რუსეთმა, გერმანიამ, ინგლისმა, საფრანგეთმა, იტალიამ და ესპანეთმა სტამბოლში ხელი მოაწერეს ე.წ. სტამბოლის ხელშეკრულებას. 1882 წელს ინგლისის მხრიდან ეგვიპტის დაპყრობამ და სუეცის არხზე კონტროლის ხელში აღებამ ევროპის ქვეყნებში მღელვარება გამოიწვია, რადგან აქამდე მათი გემები თავისუფლად მიმოდიოდნენ სუეცის არხში და ახლა ინგლისს რომ არ შეეცვალა მისი სტატუსი და ადრინდელივით რომ თავისუფლად გაევლოთ მათ გემებს სუეცის არხში, სწორედ ამ მიზნით მოეწერა ხელი სტამბოლის შეთანხმებას. ამავე შეთანხმებით რომ შეენარჩუნებინათ არხზე უსაფრთხოება, ამიტომაც მის ორივე სანაპიროზე, დაახლოებით 4 კმ-ის ფართობზე აიკრძალა ყოველგვარი სამხედრო ქმედებების და მანევრების ჩატარება

1956 წლის 2 მარტს მაროკომ მოიხსნა საფრანგეთის უღელი და დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ეს ქვეყანა საფრანგეთის მხრიდან ოკუპირებულ იქნა 1912 წელს და დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე მის კოლონიას წარმოადგენდა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მოკავშირეებმა მაროკოს ტერიტორია ანტი გერმანულ მოძრაობაში სამხედრო ბაზად გამოიყენეს, ხოლო ომის დასრულების შემდეგ სტარტი მიეცა მძლავრ გამანთავისუფლებელ ბრძოლას, რომელსაც ეროვნული სახალხო ფრონტი ხელმძღვანელობდა. 1953 წელს ფრანგებმა შეიპყრეს ეროვნულ-გამანთავისუფლებელი ბრძოლის ლიდერი, სულთანი მუჰამმედ მეხუთე და იგი გადასახლებაში გააგზავნეს, რამაც მაროკოში სისხლიანი სამოქალაქო ომი გამოიწვია. დაშინებულმა საფრანგეთმა უკან დააბრუნა მუჰამმედ მეხუთე და იგი ახლიდან ტახტზე ავიდა რა, 1956 წლის 2 მარტს დამოუკიდებლობა გამოაცხადა
1957 წლის 2 მარტს გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა ცნობილი თურქი სპორტული მოღვაწე და პედაგოგი სირრი თარჯანი. მან ოსმანურ სპორტულ ჟურნალ Servet-i Fünun-ში სპორტულ ჟურნალისტად მუშაობა დაიწყო სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ხოლო მეორე კონსტიტუციის მიღების შემდეგ, ე.ი. 1909 წელს ოსმანეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი შექმნა. ამის პარალელურად იგი თურქეთის რესპუბლიკის შექმნამდე, ე.ი. 1923 წლამდე სხვადასხვა სკოლებში ფიზკულტურის პედაგოგადაც მუშაობდა. 1924 წელს მან ჯერ კრივის ფედერაცია შექმნა, შემდეგ კი ფრენბურთის ინფრასტრუქტურის გაფართოებასაც შეუწყო ხელი. მან სპორტულ თემაზე სულ მთლიანობაში 58 წიგნი და სახელმძღვანელო გამოსცა, 2500-მდე სტატია გამოაქვეყნა, მონაწილეობა მიიღო 1500-მდე სპორტულ კონფერენციაში და სემინარში

1988 წლის 2 მარტს აზერბაიჯან-სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის გამო შეტაკება წარმოიშვა და ეს შეტაკება რომ რეგიონს არ მოსდებოდა, ამიტომაც საქმეში ჩაერია საბჭოთა არმია, რომელიც აზერბაიჯანში შევიდა და დიდი ქალაქებში კომენდანტის საათი გამოაცხადეს. ამით არ დასჯერდნენ რუსები და 1990 წლის 20 იანვარს ბაქოში ხოცვა-ჟლეტა მოახდინეს. აზერბაიჯან-სომხეთს შორის კი ომი 1994 წლამდის გაგრძელდა და ორივე მხრიდან ათეულ ათასობით ადამიანი დაიღუპა. სომხებმა რუსული არმიის მხარდაჭერით ოკუპირება გაუკეთა აზერბაიჯანის ტერიტორიის 20%-ს და გაეროს 4 რეზოლუციის მიუხედავად, დღემდე არ გაუთავისუფლებია ოკუპირებული ტერიტორიები

1992 წლის 2 მარტს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ხმის უმრავლესობით იქნა მიღებული უზბეკეთი ამ საერთაშორისო ორგანიზაციაში. უზბეკეთმა დამოუკიდებლობა 1991 წლის აგვისტოში გამოაცხადა და მომდევნო წელს განცხადება შეიტანა გაეროში გასაწევრიანებლად. ამის შემდეგ უზბეკეთი მრავალი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრიც გახდა


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ისტორია , #მარტი

მსგავსი ინფორმაციები