1 მარტი ისტორიაში

1 მარტი ისტორიაში

242383
1 მარტი ისტორიაში

1 მარტი ისტორიაში

1430 წლის 1 მარტს ბერძნული ქალაქი სოლანიკი დაიპყრეს ოსმანეთის სულთან მურად მეორის ჯარებმა და მას შემდეგ 500 წლის განმავლობაში ეს ქალაქი თურქების მმართველობის ქვეს დარჩა. 1492 წელს სწორედ ამ ქალაქში ჩაასახლეს ესპანურ ინკვიზიციას გამოქცეული და ოსმანეთს თავშეფარებული ებრაელები რა, მას შემდეგ აქ ძმურად და მეგობრულად ცხოვრობენ ქრისტიანები, მუსლიმანები და ებრაელები. ასე რომ, სტამბოლის შემდეგ სოლანიკი ერთ დროს ოსმანეთის მეორე უდიდესი ქალაქი იყო. 1912 წლის ბალკანეთის ომში ოსმანეთი დამარცხდა და სოლანიკი კვლავ საბერძნეთს დაუბრუნდა.

1896 წლის 1 მარტს აღმოჩენილ იქნა რადიოაქტიური ელემენტი. იგი აღმოაჩინა ფრანგმა ფიზიკოსმა ჰენრი ბაკკუერელმა ურანიუმისგან რადიაციის გამოყოფით. ამ აღმოჩენიდან მეორე დღეს იგი მოხსენებით გამოვიდა საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიაში და ისაუბრა რადიოაქტიური ელემენტის თვისებებზე. 1903 წელს პიერ და მარი კიურებთან ერთად ბაკკუერელიც დაჯილდოვდა ფიზიკის დარგში ნობელის პრემიით. 1898 წლის აქეთ ფრანგი მეცნიერის მიერ აღმოჩენილ ელემენტებს სხვანაირად ბაკკუერელის სხივებსაც უწოდებენ

1912 წლის 1 მარტს თვითმფრინავიდან პარაშუტით პირველი გადმოხტომა შესრულდა. ამ დღეს აშშ-ს შეიარაღებული ძალების კაპიტანი ალბერტ ბერრი თვითმფრინავიდან პარაშუტით გადმოხტა და მთელს მსოფლიოში პარაშუტით გადმომხტომელი პირველი კაცი გახდა. როგორც ცნობილია პირველ მსოფლიო ომამდე პარაშუტები მხოლოდ მაღალ სათვალთვალო საგუშაგოებზე მომსახურე ჯარისკაცებს ეძლეოდათ, მაგრამ, პირველი მსოფლიო ომის დასასრულისათვის მისი მიცემა დაიწყეს პილოტებისთვისაც. მეორე მსოფლიო ომის დროს პარაშუტებით სამხედრო იარაღებისა და პროდუქტების ჩამოყრაც დაიწყეს. ისე კი პირველი გადმოხტომა საჰაერო ბურთიდან პირველად 1797 წელს ფრანგმა სამხედრომ ანდრე გარნიერმა შეასრულა და ეს გადმოხტომა დაახლოებით 1000 მეტრის სიმაღლიდან წარმატებით დასრულდა

1966 წლის 1 მარტიდან სირიაში ბაასის პარტიის ეპოქა იწყება, რადგან სამხედრო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში ისინი მოვლენ. ეს პარტია 1953 წელს შეიქმნა და მისი მთავარი მიზანი იყო მთელი არაბული სამყაროს გაერთიანება ერთი სახელმწიფოს ჭერქვეშ, ამიტომაც მას ნაციონალურ პარტიად ნათლავდნენ. ეს პარტია ერაყის შემდეგ სირიაშიც ხელისუფლებაში მოვა, ხოლო 1991 წელს აქ ჩატარებულ არჩევნებში პირველ ადგილს დაიკავებს რა, უფრო გაიმყარებს ამ ქვეყანაში პოზიციებს. 1990-იან წლებში, კონკრეტულად კი სპარსეთის ყურის ომის შემდეგ ბაასი დასუსტებას დაიწყებს. ამ პარტიის ბოლო წარმომადგენელი ერაყში სადდამ ჰუსეინი იყო, სირიაში კი დღევანდელი პრეზიდენტი ბეშარ ესადია

2002 წლის 1 მარტს აშშ-ს სამხედრო ძალები ანტიტერორისტული ბრძოლის მომიზეზებით ავღანეთში შევიდნენ და მისი ოკუპაცია მოახდინეს. როგორც ცნობილია 2001 წლის 11 სექტემბრის ნიუორკის ტერაქტებში ელ-ქაიდესთან ერთად პასუხისმგებლობა თალიბანებსაც დაეკისრათ და მათი განადგურების მიზნით შევიდნენ როგორც ავღანეთში, ასევე შემდეგ ერაყშიც, მაგრამ, ამერიკამაც და ნატომაც ვერც ერთგან ვერ მიაღწიეს გამარჯვებას და დამარცხებულებმა დასტოვეს ეს ქვეყნები, თუმცა გარკვეული კონტინგენტის ჯარები ჯერ კიდევ რჩებიან ორივე სახელმწიფოში


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ისტორია , #მარტი

მსგავსი ინფორმაციები