27 თებერვალი ისტორიაში

27 თებერვალი ისტორიაში

239372
27 თებერვალი ისტორიაში

27 თებერვალი ისტორიაში

1863 წლის 27 თებერვალს ოსმალეთში პირველი ნახატების გამოფენა „სერგი ოსმანი“ სულთან აჰმედის მოედანზე გაიხსნა. მის გახსნის ცერემონიაში სულთან აბდულაზიზი მონაწილეობდა. ამ გამოფენას იმპერიის შემადგენლობაში მყოფი ქვეყნების გარდა ზოგიერთი ევროპის ქვეყნის წარმომადგენელიც ესწრებოდა. მე-19 საუკუნეში ოსმალო მხატვრები სამხედრო და სამოქალაქო სასწავლებლების კურსდამთავრებული, ძირითადად სამხედრო წარსულის მქონე პირები იყვნენ. 1860-იან წლებში თანზიმათის ანუ რეფორმების პერიოდში საფრანგეთში მხატვრობის შესასწავლად გაგზავნილნი იქნენ თურქი მხატვრები და ამ მხატვრებმა დაბრუნების შემდეგ „მექთები სულთანის“ სახელწოდების სამხატვრო სკოლა დააარსეს და ხელი შეუწყვეს ოსმალეთში სამხატვრო ხელოვნების განვითარებას.

1879 წლის 27 თებერვალს აღმოჩენილი იქნა ხელოვნური დამატკბობელი. ამერიკელმა ქიმიკოსმა კონსტანტინ ფალბერგმა „საქარინის“ სახელწოდების ხელოვნური დამატკბობელი ნივთიერება აღმოაჩინა. პირველი და მეორე სოფლიო ომის დროინდელ შაქრის დეფიციტამდე საქარინის გამოყენება გავრცელებული არ იყო და მისი გამოყენება განსაკუთრებით 1960-იანი წლების შემდეგ ინდუსტრიაში დაიწყო. ფალბერგის მიერ შემთხვევით აღმოჩენილ საქარინს ბოლო წლებში განსაკურებით უპირატესობას დიაბეტით დაავადებულები და წონის პრობლემის მქონე ადმიანები ანიჭებენ.

1914 წლის 27 თებერვალს თურქეთის ავიაციამ პირველი მსხვერპლი განიცადა. ამ დღეს ბლერიოტის ტიპის “Muavenet-i Milliye"-ს სახელწოდების თვითმფრინავი, რომელსაც პილოტები ფეთჰი და სადიკ ბეი მართავდნენ ტიბერიადთან ახლოს კლდეს შეეჯახა და ჩამოვარდა. ამ ავიაკატასტროფის დროს პილოტები დაიღუპნენ. ბალკანეთის ომში დამარცხებულ ოსმალეთში ფიქრობდნენ, რომ ამგვარი ფრენა ხალხის სულისკვეთების ასამაღლებლად კარგი იქნებოდა. ქაიროში გაფრენა 2013 წელშიც სცადა ფრანგმა პილოტმა, მაგრამ მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.

1947 წლის 27 თებერვალს გარდაიცვალა ჯემალ ნადირ გულერი. თურქი კარიკატურისტი ჯემალ ნადირ გულერი 45 წლის ასაკში სტამბოლში გარდაიცვალა. მან კარიკატურების ხატვა 1920 წელში „დიკენ“-ის სახელწოდების ჟურნალში დაიწყო. მას შემდეგ, რაც ამ კარიკატურებმა დიდი მოწონება დაიმსახურეს, იგი სტამბოლში დასახლდა და ჟურნალებში მუშაობა დაიწყო. ჯემალ ნადირი თურქულ კარიკატურებში ადგილობრივი ტიპების შექმნითა და ხალხისათვის დამახასიათებელი იუმორის გრძნობით ამ სფეროში ლიდერად ითვლება.



მსგავსი ინფორმაციები