15 თებერვალი ისტორიაში

15 თებერვალი ისტორიაში

437766
15 თებერვალი ისტორიაში

15 თებერვალი ისტორიაში

ჩვენს წელთაღრიცხვამდე 399 წლის 15 თებერვალს ანტიკური ეპოქის ერთ ერთი უდიდესი ბერძენი ფილოსოფოსი სოკრატე სიკვდილით დასაჯეს. იგი ცნობილია როგორც ანტიკური ზნეობრივი ფილოსოფიის ფუძემდებელი და იმის გამო, რომ ანტიკური ეპოქის ბერძნული ღმერთების წინააღმდეგ გამოდიოდა, ამიტომაც სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს. ამ ბერძენი ფილოსოფოსის მოღვაწეობის თუ ნაწარმოებების შესახებ თავისი მხრიდან დაწერილი არაფერია შემორჩენილი დღემდე და მხოლოდ მისი სიკვდილიდან 15 წლის შემდეგ დაბადებული ანტიკური ეპოქის მეორე უდიდესი ბერძენი ფილოსოფოსის, არისტოტელეს ნაწერებში გვხვდება მის შესახებ ინფორმაციები.

1914 წლის 15 თებერვალს პავლოდარის ოლქში დაიბადა ცნობილი ყაზახი მსახიობი და რეჟისორი შაქენ აიმანოვი. სწორედ მან შექმნა პირველად ყაზახ ფილმის სტუდია. ამის პარალელურად მან მრავალი კლასიკური ნაწარმოების გმირი გააცოცხლა თეატრის სცენებზე თუ კინოში. აიმანოვმა ათობით ყაზახური ფილმი გადაიღო და მათგან ზოგიერთი საბჭოთა და ყაზახური კლასიკური ფილმების ოქროს ფონდში შევიდა.

1989 წლის 15 თებერვალს საბჭოთა ჯარებმა დატოვეს ავღანეთის მიწები და ამით ბოლო წერტილი დაესვა საბჭოეთის მხრიდან ავღანეთის ოკუპაციის 9 წლიან ისტორიას. საბჭოთა ჯარები ავღანეთში მიიწვიეს იმ დროს ამ ქვეყნის ხელისუფლებაში მყოფმა და მოჯაჰედებთან მებრძოლმა კომუნისტებმა. ამ 9 წლის განმავლობაში საბჭოთა ჯარებმა 15 ათასი მეომარი დაკარგეს, ხოლო ამის პარალელურად ერთ მილიონამდე მშვიდობიანი ავღანელიც დაიღუპა. კომუნისტების წინააღმდეგ მებრძოლ მოჯაჰედებს კი მხარს უჭერდნენ აშშ, ინგლისი და პაკისტანი. საბჭოთა ჯარების გასვლამ მშვიდობა და სტაბილურობა არ მოუტანა ამ ქვეყანას და მას შემდეგ სამოქალაქო ომშია გახვეული ავღანეთი, რომელიც 2001 წელს ამერიკის მხრიდან იქნა ოკუპირებული.

2001წელს წუთისოფელს გამოემშვიდობა ცნობილი თურქი დრამატურგი მწერალი ორჰან ასენა. იგი 1922 წელს ანატოლიის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ დიარბექირში დაიბადა და აქვე საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ სტამბოლის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ჩაირიცხა რა, დიპლომის აღების შემდეგ მთელი 8 წლის განმავლობაში ექიმად მუშაობდა გერმანიაში. რაც შეეხება მის მხატვრულ შემოქმედებას, მან ჯერ ლექსების წერა დაიწო, შემდეგ მოთხრობებზე გადავიდა და 1954 წელს მისი პირველი დრამატული ნაწარმოები “ღმერთები და ადამიანები“ თეატრალურ სცენაზე დაიდგა. თავის შემოქმედებითი ცხოვრების 40 წლის განმავლობაში ორჰან ასენამ 40-ზე მეტი სპექტაკლი დადგა და ეს ნაწარმოებები წიგნების სახითაც გამოსცა. 1998 წელს თურქეთის კულტურის სამინისტრომ მას “სახალხო არტისტის“ წოდება მიანიჭა. ზოგიერთი დრამატურგი მას თურქ შექსპირს უწოდებს.



მსგავსი ინფორმაციები