27 იანვარი ისტორიაში

27 იანვარი ისტორიაში

424927
27 იანვარი ისტორიაში

27 იანვარი ისტორიაში

1756 წლის 27 იანვარს მუსიკის ისტორიის ერთ-ერთ გენიოსად აღიარებული მუსიკოსი ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი დაიბადა. 35 წლიანი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე მოცარტმა 626 ნაწარმოები შექმნა და მათ შორისაა Rondo Alla Turca ანუ თურქული მარში.

1888 წლის 27 იანვარს ვაშინგტონში დაარსდა საზოგადოება National Geographic. მსოფლიოს არამოგების მიზნით შექმნილი ერთ-ერთი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ორგანიზაცია National Geographic-ი მსოფლიო კულტურასა და ისტორიას იკვლევს. ცნობილია ამ ორგანიზაციის ცხოველთა სამყაროში გეოგრაფიასა და ბუნებრივი მეცნიერებების სფეროში ჩატარებული სამუშაოები. დღესდღეობით ეს გამოცემა მსოფლიოს მრავალ ენაზე ითარგმნება და გამოიცემა.

1915 წლის 27 იანვარს ამერიკამ ჰაიტის რესპუბლიკა დაიკავა, რომელიც კარიბის ზღვის კუნძულოვანი ქვეყანაა. მის ტერიტორიის ფართობი 27 ათას 750 კვადრატული კილომეტრია და მოსახლეობა კი 10 მილიონი, დედაქალაქ პორტ-ო-პრენსია. საფრანგეთის ყოფილი კოლონია ჰაიტი, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში აშშ-ის შემდეგ მეორე ქვეყნაა რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამ საწინააღმდეგოდ დღეს ჰაიტი დასავლეთ ნახევარსფეროს ყველაზე ღარიბი ქვეყანაა და მმართველობაში ანარქია ისევ გრძელდება.

1967 წლის 27 იანვარს აპოლო ერთი აფეთქდა. აპოლო ერთი ამერიკის მიერ მთვარის გამოკვლევის მიზნით დაწყებული პროგრამის პირველი საფეხური იყო. სამწუხაროდ აპოლო ერთი ჯერ კიდევ დედამიწაზე ტესტირების დროს აფეთქდა და სამი ასტრონავტი დაიღუპა. ამერიკამ ამ ფაქტის შემდეგ პროგრამა აპოლო შეაჩერა და კაფსულის კიდევ უფრო მეტი უსაფრთხოებისათვის მუშაობა დაიწყო. 4 წლის შემდეგ იმავე თვის 31-ში აპოლო 14 კოსმოსში გაუშვეს.


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ისტორია , #იანვარი

მსგავსი ინფორმაციები