18 იანვარი ისტორიაში

18 იანვარი ისტორიაში

423239
18 იანვარი ისტორიაში

18 იანვარი ისტორიაში

1778 წლის 18 იანვარს ინგლისელი მოგზაური და მკვლევარი ჯეიმზ კუკიჰავაის კუნძულებზე ჩავიდა, რითაც ჰავაიზე ჩასული პირველი ევროპელი გახდა. 1768 წელს კუკს წყნარი ოკეანის გამოკვლევა დაევალა და მისი აღმოჩენები იმიტომ გახდა მნიშვნელოვანი, რომ ევროპის ქვეყნები მის მიერ აღმოჩენილ ადგილებზე კოლონიებს აარსებდნენ. 1770 წელში კუკმა ავსტრალიის სამხრეთ სანაპიროები აღმოაჩინა, 1772 წელში ატლანტიკის სანაპიროები მოიარა და სამშობლოში დაბრუნდა. 1776 წელში კუკი მესამე მოგზაურობაში წავიდა და ჰავაის კუნძულები აღმოაჩინა, რის შემდეგაც ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანისკენ გაემგზავრ. თუმცა ყინულები ვერ გადალახა და ჰავაიზე დაბრუნდა. ჯეიმს კუკი 1779 წელში ჰავაიზე ადგილობრივებთან მომხდარი შეტაკების შედეგად დაიღუპა.

1919 წლის 18 იანვარს პარიზის სამშვიდობო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე, რომელსაც ანტანტის და ომში მათთვის მხარდამჭერი ქვეყნები ესწრებოდნენ, ევროპის საზღვრები თავიდან დაადგინეს და ურფა, ანტეპი და მარაში ფრანგებს გადასცეს. კონფერენციაზე, რომელზეც გადაწყდა დასავლეთ ანატოლიის ბერძნების მხრიდან დაკვება, გადაწყვტილებებს აშშ, საფრანგეთი, ინგლისი, იტალია და უნგრეთი იღებდნენ. კონფერენციაზე საფრანგეთისა და ინგლისის მთავარი მიზანი გახლდათ გერმანიის ისეთ მდგომარეობაში ჩაყენება, რომ მას ბრძოლა აღარ შესძლებოდა, აშშ-ს მიზანი კი იყო ერთა ლიგის შექმნისათვის საძირკველის მომზადება.

1927 წლის 18 იანვარს ლოზანის ხელშეკრულება აშშ-ს სენატმა უარყო. 1923 წელში ხელმოწერილი ლოზანის ხელშეკრულება, რომელიც სევრის ზავს აუქმებდა, თურქეთს უმცირესობების გაკონტროლების უფლებას აძლევდა და ყველა სახის პრივილეგიას უარყოფდა. აშშ-მა, რომელსაც ოსმალეთის სახელმწიფოსგან დარჩენილი ნავთობის პრივილეგიები გააჩნდა და მისი მფარველობის ქვეშ სომხეთის ავტონომიური სახელმწიფოს იდეას უჭერდა მხარს, ლოზანის ხელშეკრულებას მხარი არ დაუჭირა, რადგანაც მისი ზოგიერთი მუხლი ამას ეწინააღმდეგებოდა.

2005 წლის 18 იანვარს კინოხელოვანიილდირიმ გენჯერი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. გენჯერმა კინოკარიერა 1963 წელშიო დაიწყო და იგი მთლიანობაში 200-მდე ფილმში გადაიღეს. ილდირიმ გენჯერი ფილმებში ძირითადად უარყოფით პერსონაჟებს ასახიერებდა.


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ისტორია , #იანვარი

მსგავსი ინფორმაციები