16 იანვარი ისტორიაში

16 იანვარი ისტორიაში

423236
16 იანვარი ისტორიაში

1595 წლის 16 იანვარს გარდაიცვალა ოსმალეთის რიგით მე-12 ფადიშაჰიმურად მესამე. მამის, სელიმ მეორის გარდაცვალების შემდეგ, 1574 წელში ტახტზე ასული მურათ მესამე ოსმალეთს 21 წელი მართავდა. მისი მმართველობის პერიოდში ოსმალეთის ტერიტორია ყველაზე დიდი იყო და მან 20 მილიონ კვადრატულ კილომეტრს მიაღწია. სულთნობის პერიოდში იგი დიდვეზირის სოქულლუ მეჰმედ ფაშას გავლენას განიცდიდა. გარდაცვალების შემდეგ მურათ მესამე აიასოფიას ეზოში დაკრძალეს.

1914 წლის 16 იანვარს იზმირში ალტაის სპორტული კლუბი დაარსდა. ამ საფეხბურთო კლუბის მეკარე ახალგაზრდობაში ადნან მენდერესი იყო. მისი წევრი იყო ასევე მრავალი ცნობილი პოლიტიკოსი და განმანთავისუფლებელი ბრძოლის ვეტერანი. ალტაი იყო პირველი თურქული კლუბი, რომელმაც უეფას თასის თამაშებში მიიღო მონაწილეობა. ასევე იგი გახლდათ პირველი ანატოლიური კლუბი, რომელმაც თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა. ალტაიმ 1918 წელში იტალიის კლუბი გარიბალდი 12-0 დაამარცხა, რაზეც იტალიის კონსული ძალზედ გაბრაზდა და საფეხბურთო კლუბი გარიბალდი დაახურინა.

1952 წლის 16 იანვარს თურქ ჟურნალისტსა და მწერალერჯუმენთ ექრემ ტალუს თურქეთ-საფრანგეთის კულტურული კავშირების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო მიანიჭეს. ოსმალური ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენლის რეჯაიზადე მაჰმუდ ექრემის ვაჟი ტალუ 1886 წელში სტამბოლში დაიბადა. უმაღლესი განათლება საფრანგეთში მიიღო. იგი გარკვეული პერიოდი გაზის პედაგოგიური ინსტიტუტში ფრანგული ენის პედაგოგად მუშაობდა. ტალუ მრავალ გაზეთსა და ჟურნალში იუმორისტულ ნაკვესებსა და სტატიებს აქვეყნებდა.

1970 წლის 16 იანვარს კადაფილიბიის სახელმწიფოს მეთაური გახდა. მუამერ კადაფმა მეფე იდრისი ტახტიდან ჩამოაგდო, მმართველობა ხელში აიღო და ქვეყნის მეთაური გახდა. მან ახალგაზრდობაში სამხედრო განათლება ინგლისში მიიღო, ჩაერთო არაბული ნაციონალიზმისა და ანტი სიონისტურ მოძრაობებში და თავისუფალი ოფიცრების სახელწოდების საიდუმლო ორგანიზაცია დააარსა. მან ხელისუფლების აღების შემდეგ ლიბიის კონსტიტუცია შეცვალა და ისლამურ პრინციპებზე დამყარებული ახალი მმართველობა ჩამოაყალიბა. კადაფიმ ხელისუფლებაში ყოფნის მანძილზე ინგლისური სამხედო ბაზები დახურა და ნავთობკომპანიების ნაციონალიზაცია მოახდინა.


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ისტორია , #იანვარი

მსგავსი ინფორმაციები