როგორი ნაბიჯები გადაიდგმება დონალდ ტრამპის დროს

სირია, ერაყი და ახლო აღმოსავლეთი, წარმოქმნილი პრობლემების გადასაწყვეტად ელოდებიან აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის 20 იანვარს ოვალურ კაბინეტში შესვლას

641133
როგორი ნაბიჯები გადაიდგმება დონალდ ტრამპის დროს

                 როგორი ნაბიჯები გადაიდგმება დონალდ ტრამპის დროს  

სირია, ერაყი და ახლო აღმოსავლეთი, წარმოქმნილი პრობლემების გადასაწყვეტად ელოდებიან აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის 20 იანვარს ოვალურ კაბინეტში შესვლას.   

რაღა თქმა უნდა საკამათოა, რამდენად იქნება გამოსადეგი აშშ-ი, რეგიონის ჭრილობების მოსაყუჩებლად. რას მოიმოქმედებს ვაშინგტონის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი ჯგუფი. კითხვის პასუხი  ცხადი გახდება მარტის და აპრილის თვეებში.

მანამდე კი, თურქეთის ჩათვლით ყველა მოთამაშე სწრაფად იმოქმედებს ყველაზე ფართო სავარძლის ხელში ჩასაგდებად და რაც შეიძლება მეტი კოზრის მოსაპოვებლად...

აი ასეთია ახლანდელი სიტუაცია.

სირიაში, თურქეთს, რუსეთს და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, ამავე დროს რეგიონის ჯოჯოხეთად გადამქცევების მოედნიდან გარიყვის მნიშვნელობას ატარებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი რიაბკოვის განცხადებით, სირიის საკითხთან დაკავშირებით, „რუსეთს, ირანს და თურქეთს არ გააჩნიათ საიდუმლო დღის წესრიგი. დასავლეთი ვალდებულია პატივისცემით მიუდგეს სირიის შეთანხმებას. შესაძლებელია ხელშეკრულების  რომელიმე ნაწილი არ მოეწონოს აშშ-იდან და ევროკავშირიდან ზოგიერთებს. მაგრამ, რას იზავთ, ასეა ცხოვრება მიჩვევაა საჭირო“... ნახეთ, როგორ მდგომარეობაშია, მსოფლიოს ყველაზე დიდ და ერთად-ერთ სუპერ ძალად მიჩნეული, თავად პუტინის მიერაც ამ სახით აღწერილი აშშ-ი?   რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ქალაქ სანქტ პეტერბურგში, ეკონომიკურ ფორუმზე აღნიშნა, რომ  აშშ-ი არის მსოფლიოს ერთად-ერთი ყველაზე დიდი სუპერ ძალა, ამას იზიარებენ. სურთ აშშ-თან მუშაობა და მზად არიან ამისათვის“.

 მხოლოდ 6 თვის წინ შეთავაზებული წინადადების ობამას და მისი გუნდის მხრიდან მიუღებლობა, ვაშინგტონის წრეებში კარგა ხანია კრიტიკის საბაბად იქცა, მაგრამ უკვე აღარა აქვს მნიშვნელობა. ეს წინადადება აღარ წარედგინება აშშ-ს, მაგრამ აღინიშნება, რომ წინამდებარე თვეებში, აშშ-ი წინადადების ხელახლა განხილავს.

კი მაგრამ როგორ? ამერიკამ, შეიძლება გაიზიაროს რუსეთის-თურქეთის და ირანის, სირიაში დომინანტური/წესრიგის შექმნა და მონელება, მაგრამ არ უნდა იქნეს დაშვებული თურქეთის დასავლეთის ალიანსთან ურთიერთობის შესუსტება, თურქეთის დაკარგვა.

არც ეს არ არის ყველაფერი!

ობამას ადმინისტრაციასთან ერთად ამერიკის პარაზიტული ცხოვრების წარმმართავმა სახელისუფალო წესრიგმა, აშშ-ს საშინელი საკამათო საგარეო პოლიტიკა დაუტოვა. მაგრამ მომავალი ხელისუფლება ცდილობს საგარეო პოლიტიკაში შეცდომების მოწესრიგებისთვის, რუსეთ-ანკარის ხაზის დაძაბვას და რუსეთ/პუტინის საწინააღმდეგო, უფრო ღრმა მემკვიდრეობის დატოვებას. თითქოს თურქეთისთვის სპეციალური მნიშვნელოვანი დროის მარეგულირებელი ინსტიტუტია შექმნილი. ავტორის ცნობით ამ მეტაფორას ხშირად არ ხმარობს მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთის ელჩზე თავდასხმა განხორციელდა თურქეთ-რუსეთ-ირანს შორის სამიტის დროს. ბეშიკთაშის თავდასხმა დაემთხვა პრეზიდენტ ერდოღანის ყაზახეთში ვიზიტს, რის გამოც გადაიდო ვიზიტი. ტერ-აქტის დროს რუსი თურქი და ყაზახი ლიდერები მსჯელობდნენ ახალი შეხვედრის თარიღების დადგენაზე. ერთ-ერთი საკითხი, რომლის ირგვლივაც შესაძლებელი იყო შეთანხმების მიღება იყო, PYD/PKK-ს წინააღმდეგ ირან-რუსეთის ხელისუფლების და დამასკოს ადმინისტრაციის ერთობლივად ბრძოლაში ჩართვის იდეა.

პრემიერმა ბინალი ილდირიმმა თავდასხმის შემდეგ განცხადებაში, აღნიშნა, რომ სინამდვილეში გამოფენა არის რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების წარსულის, თანამედროვეობის და მომავლის ამსახველი, მნიშვნელოვანი ღონისძიება. გავიხსენოთ, რომ გამოფენის სახელწოდება იყო „კალინინგრადიდან კამჩატკამდე“.

რუსეთის განცხადებითაც დადასტურდა, რომ კრემლიც და კომპლექსიც ერთნაირი კუთხით უდგებიან მკვლელობას და მის მხარდამჭერებს.  

ერთ-ერთი სუპერ ძალის მკვლელობა ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ხსენებული კრიზისის რამდენიმე საათში გადალახვაც მნიშვნელოვანია. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის პრეზიდენტ რ.თ. ერდოღანის დარწმუნების უნარს. რუსეთმა საკითხი სასწრაფოდ წარუდგინა გაეროს უშიშროების საბჭოს და გამოატანინა დამგმობი გადაწყვეტილება.

რუსეთმა საკითხი მხოლოდ რეგიონულად არ მიიჩნია.

დეკემბერში მომხდარი მოვლენები ქრონოლოგიურად წარმოვადგინოთ.

16 დეკემბერი: აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და გიამ, თურქეთს ბოდიში მოუხადა ტერ-ორგანიზაცია დეაშთან ნავთობის ვაჭრობის შესახებ იდეების გამო. შეხსენებულ იქნა, რომ იმავე იდეის გამო, რუსეთმა ბოდიში არ მოუხადა თურქეთს...

18 დეკემბერი ობამა:-თურქეთს უზარმაზარი არმია გააჩნია მაგრამ ვერ შესძლო თავის დროზე, სირიაში წესრიგის დამყარება.

19 დეკემბერი: ციმბირში ჩამოვარდა 39 ჯარისკაცით, რუსული თვითმფრინავი.

19 დეკემბერი: ევროკავშირმა, ოფიციალურად გაუგრძელა რუსეთს სანქციები.

19 დეკემბერი: რუსეთმა გაავრცელა განცხადება, რომ თურქული ნაკადის პროექტი დამტკიცდება დუმაში.

19 დეკემბერი: ანკარაში მოკლულ იქნა რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი.

19 დეკემბერი: მოსკოვში, თავისავე სახლში მკვდარი იქნა ნაპოვნი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი.

21 დეკემებერი აშშ-სა და რუსეთს შორის საკონტაქტო არხები გაიყინა...

24 დეკემბერი ნატოს გენერალური აუდიტორი ივ შენდელონი ბელგიაში საკუთარ ავტომობილში იპოვეს. მას თავის არეში ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.

25 დეკემბერი ტუპოლევ ტუ-154 ტიპის რუსული თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 93 ადამიანი იმყოფებოდა, ქალაქ სოჭიდან აფრენის შემდეგ შავ ზღვაში ჩამოვარდა. 

26 დეკემბერი განგაში მოსკოვში ბომბის არსებობის გამო, 3 მატარებლის სადგურიდან ათასობით ადამიანი იქნა ევაკუირებული.

26 დეკემბერი როსნეფტის თავმჯდომარის იგორ სეჩინის მარჯვენა ხელი, როსნეფტის მმართველი ოლეგ ეროვინკინი საკუთარ ავტომობილში მკვდარი იპოვეს. ეროვინკინი 1976 წლიდან კგბ-ში მსახურობდა და ფსბ-ს გენერალი იყო.

26 დეკემბერი მოსკოვში ერაყის საელჩოს შენობაში კულტურის ატაშე ჰაიდარ ჯაბარი მკვდარი იპოვეს.

23 დეკემბერი ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე პუტინმა განაცხადა: „რუსეთის, თურქეთისა და ირანის სამთა ფორმატმა დაამტკიცა რომ სირიის საკითხზე ეფექტურია. საჭიროა ეს ფორმატი გაგრძელდეს. აშშ-საც მოვუწოდებთ რუსეთის, თურქეთისა და ირანის მცდელობაში ჩაერთოს.“

24 დეკემბერს პრეზიდენტმა ერდოღანმაც შემდეგი განაცხადა: „20 იანვრის შემდეგ ამერიკაში ახალი პრეზიდენტი იწყებს მოვალეობის შესრულებას. მასაც შევხვდებით. ალ ბაბში საქმის ეს ნაწილი დასრულდა მაგრამ ახლა მენბიჩი არის. მენბიჩის შემდეგ თუ ჩვენ და ამერიკა ერთმანეთს ხელს ჩავკიდებთ რაღაც იქნება.“

ელჩ კარლოვის მკვლელობასთან დაკავშირებით რუსი ლიდერების ორი კრიტიკული განცხადება არსებობს...

პირველი, პუტინი: „ღიად რომ ვთქვა, ჩვენი თვითმფრინავის თურქი ლიდერების ბრძანების გარეშე, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებისათვის ზიანის მიყენების მსურველი ადამიანების მხრიდან ჩამოგდების თეზისს ეჭვით ვუყურებდი, მაგრამ ჩვენი ელჩის პოლიციელის მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგად მკვლელობის შემდეგ აზრი შემეცვალა.“

მეორე კრემლის პრესსპიკერის მიერ გაკეთებული განცხადება იყო „მოსკოვი ფიქრობს, რომ ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის მიერ მიღებულ შედეგებს უნდა დაელოდოს. როგორც პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, გამოძიების დასრულებამდე მკვლელობის უკან მდგომებთან დაკავშირებით ვარაუდები არ უნდა გაკეთდეს.“

რუსეთის სჯერა, რომ მკვლელობა თურქეთ-რუსეთის ურთიერთობების გაფუჭებისთვის იყო მოწყობილი, მაგრამ იქვე ამბობს რომ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს, მოსკოვი-ტრამპის ურთიერთობებს მიზანში იღებს.

 

 



მსგავსი ინფორმაციები