9 დეკემბერი ისტორიაში

9 დეკემბერი ისტორიაში

403831
9 დეკემბერი ისტორიაში

9 დეკემბერი ისტორიაში 

1893 წლის 9 დეკემბერს ძლიერი სიციივეების გამო სტამბოლში ჰალიჩის სრუტე გაიყინა. სწორედ ამ წელს მოვიდა ყველაზე დიდი თოვლი როგორც სტამბოლში, ასევე ბალკანეთის სხვა ქვეყნებში. დიდი თოვლის და ძლიერი სიცივეების გამო ქალაქს მგლები შემოესია, რამაც მოსახლეობაში დიდი პანიკა გამოიწვია. სწორედ ამ პრობლემის აღსაკვეთად სულთან აბდულჰამიდ მეორის ბრძანებით სპეციალური კომისია ჩამოყალიბდა, რომელიც მოსახლეობას სიტუაციის განმუხტვაში დახმარებას უწევდა.

 

1917 წლის 9 დეკემბერს, პირველი მსოფლიო ომის დროს, იერუსალიმი ინგლისელების მმართველობაში გადავიდა. ინგლისმა იერუსალიმზე იმ პერიოდში 180 ათასიანი არმიით განახორციელა თავდასხმა. მანამდე კი მთელი 400 წლის განმავლობაში იერუსალიმს ოსმალეთი განაგებდა. ინგლისმა ოსმალეთიდან იერუსალიმის აღება არაბი დაჯგუფებების მეშვეობით მოახერხა.

 

1938 წელს 9 დეკემბერს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ახალი მატარებლის სადგური გაიხსნა. აღნიშნული სადგურის მშენებლობა 1935 წელს იქნა დაწყებული. ანკარის ახალი მატარებლის სადგურში ასევე სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ცენტრები, მუზეუმები და საგამოფენო ცენტრებიც იყო განთავსებული.

 

1941 წლის 9 დეკემბერს ჩინეთი იაპონიის, გერმანიის და იტალიის წინააღმდეგ მეორე მსოფლიო ომში ჩაერთო. ამ მოვლებით მეორე მსოფლიო ომი შორეულ აღმოსავლეთშიც გაღვივდა.



მსგავსი ინფორმაციები