თურქეთის კულტურული საგანძური 46/2016

აღრი დაღის, იგივე არარატის მთის კალთებზე, დოღუბეიაზითის რაიონში მდებარე ისჰაკ ფაშას სასახლე

625713
თურქეთის კულტურული საგანძური 46/2016

 

 

      გაგაცნობთ თურქეთის ყველაზე მაღლობ, აღრი დაღის, იგივე არარატის მთის კალთებზე, დოღუბეიაზითის რაიონში მდებარე ისჰაკ ფაშას სასახლეს.

დოღუბეიაზითი, გახლავთ, ირან-თურქეთ-სომხეთის საზღვრის ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე რაიონი, რომელთანაც მიახლოებისას, 80 კმ. სიშორიდანაც კი, კარგად მოსჩანს აღრის მთა, რომლის სახელი მსოფლიოში არარატის მთად არის ცნობილი. ბიბლიის მიხედვით, ეს ის ადგილი გახლავთ, სადაც წარღვნას გადარჩენილი ნოე, ხმელეთზე აღმოჩნდება თავის კიდობანით და თანმხლები ცხოველებით.  ასეთი რწმენაა დამკვიდრებული, რომ კაცობრიობის, მეორე ადამის მამად მიჩნეული წმინდა მოციქული ნოე, მხლებლებთან ერთად არარატის მთიდან მოდება მსოფლიოს. წმინდა ყურანის მიხედვით კი, წმინდა ნოეს ხმელეთზე გასულ ადგილად ითვლება შირნაკში მდებარე ჯუდის მთა. არარატის სამივე მხარეში, სამი სამოსახლოა, ერთ-ერთი მათგანია სომხეთის დედაქალაქი ერვანი, მეორეა, იღდირის ოლქი და მესამე დოღუბეიაზითი. სამივე სამოსახლო ადგილი, წლების განმავლობაში თოვლით და მყინვარებით არის დაფარული.

ისტორიის მანძილზე, რეგიონი, მონაცვლეობით ხან რომაელების და ხან ირანის ხელში მოქცეულა.  მონღოლების ანადოლიაში დასახლებული შტოს ილჰანელების მხრიდან, ისლამური სარწმუნოების მიღების შემდეგ, რეგიონში ისლამური სარწმუნოება გავრცელდება და ილჰანელების ბატონობაში მოექცევა.  შემდეგ კი, მონაცვლეობით გადავა თურქმენული აქკოუნლარების და ქარაქოუნლარების სახელმწიფოს ხელში. ოსმანეთის საიმპერატორო, ფათიჰის და იავუზ სელიმის პერიოდში, ჩალდირანის ომით, დაამარცხებს რა ამ ორივე სახელმწიფოს, განამტკიცებს დღემდე მოსული თურქული ხელისუფლების ბატონობას.  დოღუბეიაზითი გახლავთ ის რეგიონი, სადაც, სანჯაყ ბეგობას ეწეოდნენ ოსმანეთის საიმპერატოროსთან დაკავშირებული,  ადგილობრივი თურქმენული ოჯახის წარმომავლობის ჩილდიროღულლარები.

ისჰაკფაშას სასახლე თავისებურ, ისტორიულ სილამაზეს ჰმატებს აღრის მთას. იგი მდებარეობს დოღუბეაზითის რაიონიდან ცოტა მაღლობ გორაზე. ვირაჟით ასვლისას, სასახლის საუცხოო ქვის ნაკეთობას აღტაცებაში მოჰყავს ადამიანი. იგი გაშენებულა ოსმანეთის ადგილობრივი ბეგებიდან, ისჰაკ ფაშას და ჩოლაკ აბდი ფაშას მხრიდან 1685 წელს და საბოლოო სახე მიუღია 1784 წელში. შენობას, ატყვია სელჯუკების, ოსმანელების და ირანის არქიტექტურის ზეგავლენა. სასახლეში შესვლა ხდება აღმოსავლეთით მდებარე მონუმენტური კარიდან, რომელსაც ბარელიეფური დეკორაციებით სელჯუკური ხელოვნების თავისებურებები ატყვია. რუსების ოკუპაციის დროს, სასახლის ოქროს კარი, ალაფის სახით წაღებულ იქნა რუსების მხრიდან და ამჟამად არის სანკ-პეტერბურგის ერმიტაჟში. გვჯერა, რომ ერთ დღეს კარი დაუბრუნდება თავის კუთვნილ ადგილს. წინა წლებში ჩატარებული რესტავრაციით მოხდა სასახლის აივნის გადახურვა. გამოჩენილია მცდელობა დაცულ იქნას ბუნების შენობა მკაცრი პირობების და დაზიანებებისგან. ეზოში, წინ შემოგხვდებათ საუცხოო მეჩეთი და თურბე, რომელიც  სასახლესთან შედარებით, პატარა ზომის მოგეჩვენებათ და არღვევს კონტრასტს. თურბეს მიმდებარე კარიდან შესვლა ხდება სასახლის მთავარ მისაღებ დარბაზში. სასახლის პატრონისთვის განკუთვნილ სატახტო დარბაზში, მარმარილოზე ნამუშევარი ნახევარმთვარის ორნამენტი, ოსმანეთის კვალს ატარებს.  ეზოს დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე წინ შემოგხვდებათ ჰარემი. აბანოების მსგავსად, მიწისქვეშა ცხელი წყლის და ორთქლის საშუალებით გამთბარ სასახლეს, ჯერ კიდევ იმ დროს გააჩნია მეტად საყურადღებო, საკანალიზაციო სისტემა.  მაშინ, როცა ლუვრის მსგავს სასახლეშიც კი არ იყო ტუალეტი და გამოიყენებოდა მხოლოდ სასაქმებელი გარშოკები, მასთან შედარებით ამ პატარა სასახლეში კანალიზაციის სისტემის არსებობა, ცხადყოფს, რამდენად განვითარებული ყოფილა ოსმანეთის ცივილიზაცია დასავლეთისაზე. ეს მეტად საამაყოა თურქებისთვის.

ისჰაკფაშას სასახლისთვის ერთის მხრივ უსაფრთხოების დაცვის მიზნით ყოფილა გაშენებული ციხე-სიმაგრე. ვარაუდობენ, რომ საშიშროების შემთხვევაში, სასახლის წინ, კლდოვან ადგილზე გაშენებულ ციხე-სიმაგრესა და სასახლეს შორის კავშირის დამყარება მომხდარა დაკიდული ხიდის საშუალებით, რომელიც მიწიდან სამასი მეტრით ყოფილა დაცილებული. ბოსფორის სრუტეში გაშენებული ხიდის სიმაღლის მქონე იმ ხიდზე ფიქრიც კი საშიშია. სასახლის გამომზეურება მოხდა 1925 წელში იუსიფ მაზჰარ ბეის მის შესახებ გაზეთში დაბეჭდილი სტატიით. უფრო მოგვიანებით კი, მისი დეტალური გამოვლენა მოხდა 1961 წელში არქეოლოგ მაჰმუდ აქქოქის მხრიდან.  ისჰაკფაშას სასახლე 2000 წელში შევიდა იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში. საზღვარგარეთიდან თურქეთში ჩამოსული ტურისტების ყველაზე ხშირი მონახულების ადგილად ითვლება იგი.

            თუ როდისმე მოგიწევთ თურქეთში ჩამოსვლა, აუცილებლად მოინახულეთ არარატის მთის აღმოსავლეთით მდებარე ისჰაკ ფაშას სასახლე.



მსგავსი ინფორმაციები