ჯანდაცვა და ტურიზმი თურქეთში 27

დიარბექირის ღირსშესანიშნაობები და ჯანდაცვის ცენტრები

117620
ჯანდაცვა და ტურიზმი თურქეთში 27

ჯანდაცვა და ტურიზმი თურქეთში 27

დიარბექირის ღირსშესანიშნაობები და ჯანდაცვის ცენტრები

დღეს ოცდამეშვიდედ ვხვდებით ერთმანეთს ამ ციკლურ პროგრამაში, რომელშიც გაცნობთ ანატოლიის ყველაზე განთქმულ ჯანდაცვის და ტურიზმის ცენტრებს რა, მის ფარგლებში მრავალი სამკურნალო ცენტრი გაგაცანით, რომლებშიც მკურნალობა მინერალური და თერმული წყლებით ხდება. დღეს კი სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში მდებარე დიარბექირის რეგიონს ვეწვევით, რომელიც ისტორიული აბრეშუმის გზაზე მდებარეობს და მის ისტორიულ, ბუნებრივ და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობებს და კიდევ თერმულ ცენტრებს გაგაცნობთ რა, ამ მიზნით ოზლემ იალჩინის მხრიდან მომზადებულ მასალას შემოგთავაზებთ, რომელშიც იგი წერს:

ქალაქი დიარბექირი და მისი რეგიონი ისეთი დასახლებების სიაში შედის, სადაც ადამიანის მოდგმა უხსოვარი დროიდან ცხოვრობს და ამას ამტკიცებენ აქ აღმოჩენილი არქეოლოგიური მტკიცებულებანი. ასე რომ, არქეოლოგიური მასალებით აქ პირველი ადამიანები ცხოვრობდნენ ჯერ კიდევ ჩ.წ.-მდე მე-11 საუკუნეში და იმ დროს ამ დასახლებას ამიდა ერქვა. დიარბექირი გეოგრაფიულად მეტად სტრატეგიულ გზაჯვარედინზე მდებარეობს, სადაც აღმოსავლეთ-დასავლეთის და ჩრდილოეთ-სამხრეთის საქარავნო მარშრუტები იკვეთებოდა და ამიტომ ეს ქალაქი ისტორიის ყველა პერიოდში ვაჭრობის, ხელოსნობის, მშენებლობის, არქიტექტურის და განათლება-კულტურის ცენტრს წარმოადგენდა. იგი მასპინძელი იყო მრავალი ცივილიზაციისა და კულტურისა და მათი ნაკვალევიც არის დღემდე შემორჩენილი. დიარბექირში დღემდე შემორჩენილი უძველესი ძეგლებიდან ყველაზე მონუმენტური და ღირსშესანიშნავი ალბათ მაინც ქალაქის ციხე-გალავანია, რომელიც ორად ჰყოფს ამ ქალაქს და მის მარცხნივ ძველი ქალაქი, მარჯვნივ კი ახალი ქალაქია განთავსებული. ზოგიერთი ცნობებით ეს ციხე გალავანი პირველად ჩ.წ.-მდე 9 ათასი წლის წინ ყოფილა აშენებული და ჩინეთის კედლის შემდეგ ყველაზე გრძელ, ყველაზე განიერ და ყველაზე მყარ კედლიან გალავანს წარმოადგენს. დღემდე არ არის ზუსტად დაკონკრეტებული, თუ როდის და ვის მიერ არის იგი პირველად აშენებული, მაგრამ აქ მთავარი ის არის რომ, ეს გალავანი ძალიან კარგად არის შემორჩენილი დღემდე. მისი სიგრძე 6 კმ-ია, სიმაღლე კი 12 მეტრია და მის კედლებზე შემორჩენილი წარწერები თუ დეკორაციები 12 სხვადასხვა კულტურას მიეკუთვნება, თუმცა ყელაზე მეტი რომაული, ბიზანტიური, სელჩუკური, თურქულ-ისლამური და ოსმანური არქიტექტურის ნაკვალევია შემორჩენილი, ამიტომაც, ეს ძეგლი ანატოლიის მდიდარი ისტორიული წარსულის ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ექსპონატად ითვლება

დიარბექირში არანაკლებ მნიშვნელოვანია ასევე დღემდე შემორჩენილი ქარვანსარაები და მათი უმრავლესობა ოსმანეთის ეპოქიდანაა შემორჩენილი. ზემოთ ხომ ვთქვით, ეს ქალაქი გეოგრაფიულად მეტად სტრატეგიულ გზაჯვარედინზე მდებარეობსო და ამ თვისებას დღესაც ინარჩუნებს რა, ხსენებული ქარვანსარაების უმრავლესობა სასტუმროს ან სავაჭრო ცენტრის დანიშნულებას ატარებს. ქალაქში ერთ ღმერთიანი ებრაელური, ქრისტიანული და მუსლიმანური სალოცავების გარდა მოქმედებენ ასევე ასევე ზოროასტრიანული, იეზიდური და წარმართული კულტურის ცენტრებიც. ისლამური პერიოდის დასაწყისში მექისა და მედინეს შემდეგ სწორედ ამ ქალაქში ცხოვრობდა ყველაზე მეტი, 541 საჰაბი, ე.ი. მოციქულ მუჰამედის მიმდევარი და პირადი ნაცნობი. გარდა ამისა აქ ჯერ მე-11 და შემდეგ მე-19 საუკუნეში, ე.ი. ორჯერ გაუწია მასპინძლობა სურიანულ საპატრიარქოს

ამ ისტორიული წიაღსვლის შემდეგ ახლა დიარბექირის მინერალურ და თერმულ წყლებზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას, რითაც ზალზედ მდიდარია ეს ოლქი და მათგან ყველაზე განთქმულია ჩერმიქის კაპლიჯა, რომელიც დიარბექირიდან 90 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ზოგიერთი წყაროებით ეს თერმული ცენტრი უძველესი დროიდან მოქმედებს, რასაც ადასტურებს დღემდე შემორჩენილი ლეგენდაც. მისი მიხედვით უძველეს ეპოქაში სამხრეთ აღმოსავლეთ ანატოლია სპარსეთის სამეფოში შედიოდა და მეფე ბელქისს ერთი ულამაზესი ქალიშვილი ჰყოლია, რომელსაც მელიქე რქმევია. ერთ დღეს იგი ავად გამხდარა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში მუწუკები გამოსვლია. მეფე ბელქისს მოუხმია მთელი ქვეყნის ექიმბაშები, მაგრამ, ვერ უშველიათ მისი ქალიშვილისთვის, პირიქით მუწუკები დაჩირქებულან და აუტანელი სუნის გამოცემა დაუწყიათ, რის გამოც მეფის ბრძანებით მელიქესათვის ტყეში ცალკე საცხოვრებელი აუშენებიათ და იქ გადაუყვანიათ საცხოვრებლად. ერთ დღეს ამ ტყეში სეირნობისას მიწიდან ამომდუღარი ცხელი წყალი შეხვედრია და დაღლილი მუწუკებიანი ფეხების დასასვენებლად ისინი ამ ცხელ წყალში ჩაუშვია რა შვება უგრძვნია. ასე განმეორებულა რამდენიმე დღე და მელიქეს გამოჯანმრთელება დაუწყია, მუწუკებიც გამქრალა მის სხეულზე და ტკივილებიც გაყუჩებია. მელიქეს თანმხლებ პირებს მამამისისთვის უცნობებიათ ეს სასიხარულო ამბავი და ბელქისსასც ამ თერმული წყლის გარშემო სამკურნალო ობიექტები აუშენებინებია. ჩერმიქის თერმული წყლის საშუალო ტემპერატურა 48 გრადუსია და და შეიცავს გოგირდს, ქლორს, რკინას, კალციუმს, სულფატს, ბიკარბონატებს, ამიტომაც სასმელადაც გამოიყენებიან და აბაზანისთვისაც. ამ წყლებით იმკურნ ალება ისეთი დაავადებები, როგორებიცაა კანის, კუჭ ნაწლავის და თირკმლის დაავადებები, ასევე გინეკოლოგიური და რესპირატორული დაავადებები, განსაკუთრებით კი რევმატიზმი და რადიკულიტი. დიარბექირში სხვა თერმული ცენტრებიც მოქმედებს, რომელთა შესახებ გესაუბრებით ამ ციკლური პროგრამის მომდევნო ნომრებში, ამიტომაც დღეს აქ ერთი კვირით გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ


საკვანძო სიტყვები: #დიარბაქირი

მსგავსი ინფორმაციები