3 დეკემბერი ისტორიაში

3 დეკემბერი ისტორიაში

396818
3 დეკემბერი ისტორიაში

3 დეკემბერი ისტორიაში

1944 წლის 3 დეკემბერს საბერძნეთში სამოქალაქო ომი დაიწყო. სამოქალაქო ომი მეფე, გენერალ მარკოს მომხრე აჯანყებულებსა და მთავრობას შორის მოხდა. ქვეყანაში მომხდარი სამოქალაქო ომში აჯანყებულებს მხარს საბჭოთა კავშირი უჭერდა. საბერძნეთში სამოქალაქო ომი ოთხ წელს გაგრძელდა. ბოლოს კი საბერძნეთმა გაეროს მიმართა და ასე დასრულდა ეს სამოქალაქო ომი. ამ ხნის განმავლობაში საბერძნეთშო 13 ახალი მთავრობა ჩამოყალიბდა და გადადგა.

1956 წლის 3 დეკემბერს საფრანგეთი და ინგლისი გაეროს კონტროლში მყოფი სუეციის არხიდან გავიდნენ. ეგვიპტის პრეზიდენტმა ნასირმა სუეციის არხის ეროვნულ ფირმებზე გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო და ამიტომ მან დასავლეთის ფირმებს მმართველობის უფლება შეუწყვიტათ, რის შემდეგაც ინგლისმა და საფრანგეთმა თავდასხმა განახორციელეს. მაგრამ აშშ-ს და რუსეთის ზეწოლით ისინი იძულებული გახდნენ სუეციის არხი დაეტოვებინათ. 1988 წელს სტამბოლში სუეციის არხთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით არხის გამოყენება ნებისმიერი ქვეყნის გემებს შეუძლიათ.

1971 წლის 3 დეკემბერს პაკისტან- ინდოეთის ბრძოლა დაიწყო. ბრძოლის დაწყების მიზეზი კი პაკისტანის აღმოსავლეთით მდებარე ბანგლადეშში დამოიკიდებლობის გამოცხადების მიზნით სამოქალაქო ომის დაწყება იყო, რომელიც შემდეგ ინდოეთის ჩარევით პაკისტან-ინდოეთის ომში გადაიზარდა. ეს ბრძოლა 13 დღეს გაგრძელდა და საბოლოოდ ბანგლადეშის რესპუბლიკის ჩამოყალიბებით დასრულდა.

1984 წლის 3 დეკემბერს ინდოეთში დიდი ტრაგედია მოხდა. ამ დღეს ინდოეთის ქალაქ ბჰოპალში აშშ-ს კუთვნილი ფირმის მიერ წარმოებულ ინსექტიციდის ქარხნიდან 40 ტონა ტოქსიკური აირის, მეთილიზოციანიდის გაჟონვა მოხდა, რის შედეგადაც 15 ათასი ადამიანი დაიღუპა, 150 ათასი ადამიანი კი სხვადასხვა სენით დაავადდა. აღნიშნულმა მოვლენამ 1986 წლის 26 აპრილს მომხდარ ჩერნობილის ტრაგედიაზე უფრო მეტი ზარალი მიაყენა გარემოს. აშშ-ს ფირმას კი ამ ამბის შემდეგ 470 მილიონი დოლარის კომპენსაცია გადაახდევინეს.



მსგავსი ინფორმაციები